თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გურამ კაშია უგუნდოდაა და ჯერ არ იცის, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას...

თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, საქართველოს ნაკრებში ნათამაშები გურამ კაშია უგუნდოდაა და ჯერ არ იცის, რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას. ცნობილი იყო, რომ ის პრაღის "სლავიაში" გადადიოდა, ტრანსფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო - ჩეხები მზად იყვნენ, აეყვანათ ფეხბურთელი იმის მიუხედავადაც, რომ "დინამო" საკომპენსაციო თანხას ითხოვდა. მოთამაშეთა სტატუსის ფიფასეული დებულებით, ქართული კლუბის მოთხოვნა საფუძვლიანია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის "დინამოს" მმართველმა დირექტორმა ბუბა ტყავაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს განუმარტა: "აქ ელემენტარულ უვიცობასთან გვაქვს საქმე. ვინაიდან გურამი "დინამოს" აღზრდილია, კლუბს საკომპენსაციო თანხა ეკუთვნის. კაშია აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში. მას შეუძლია ნებისმიერ გუნდს დაუკავშიროს ბედი. "დინამო" და ფეხბურთელის მომავალი კლუბი არაფერზე თანხმდებიან, უბრალოდ, იმ კლუბმა უნდა გადაიხადოს ის თანხა, რომელსაც ფიფა მოთამაშის აღმზრდელ გუნდში გატარებული წლების მიხედვით არეგულირებს".

...იყო ინფორმაცია, თითქოს "დინამო" 170 ათას ევროს ითხოვდა, "სლავია" კი 110 ათასის გადახდაზე დათანხმდა და საბოლოოდ, საკითხის დასაზუსტებლად ფიფას მიმართეს. თუმცა არასწორია გავრცელებული ხმები, თითქოს, ქართულ-ჩეხური მოლაპარაკება თანხაზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა. კაშია სხვა მიზეზით წამოვიდა - პრაღაში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა და არა - გასინჯვაზე. თუმცა "სლავიას" ხელმძღვანელობა შეიცვალა, ახლებმა კი გუნდის გაწმენდა გადაწყვიტეს, რადგან "სლავიაში" 35 ფეხბურთელი ირიცხებოდა. სანამ არასასურველ მოთამაშეებს არ გაუშვებდნენ, ახლების აყვანა არ სურდათ, კაშიას კი სთხოვეს, სხვა კლუბთან კონტრაქტი არ გაეფორმებინა და ორი კვირა მოეცადა, ამასობაში კი ჩეხები ფინანსური პრობლემების მოგვარება შეეცდებოდნენ...

მაგრამ კაშიამ მოცდა არ ისურვა, რადგან როგორც უთხრეს, ისრაელის ვიცე-ჩემპიონ "მაქაბიში" ჩარიცხვა 90 პროცენტით გადაწყვეტილი იყო და ხაიფელებს ავსტრიულ შეკრებაზეც შეუერთდა. საბოლოოდ, ისრაელშიც არ დარჩა, რადგან ბოლოს საკმაოდ გაურკვეველი ვითარება შეიქმნა...

ჩეხებთან კონტრაქტის გაფორმებით დაიმედებული ცენტრალური მცველი "მაქაბიში" მოუმზადებელი ჩავიდა, სეზონის დასრულების შემდეგ ისვენებდა. ამიტომაც იყო, რომ ბუქარესტის "დინამოსთან" კარგად ვერ ითამაშა, თუმცა მოსკოვის "ლოკომოტივთან" "მაქაბის" ხელმძღვანელებს უკვე მოეწონათ.

საბოლოოდ, მისი საკითხი წინა კვირას, "ვიენასთან" მატჩის შემდეგ უნდა გარკვეულიყო. "მაქაბი", მასთან ერთად, კიდევ ოთხი ცენტრალური მცველი ჩამოყვანას აპირებდა და აღმოჩნდა, რომ 90-პროცენტიანი კონტრაქტი არც ისე საიმედო იყო. კაშია წამოვიდა და ახლა ერთ-ერთი ბელგიური კლუბის წინადადების იმედადაა, თბილისის "დინამოში" დაბრუნებას კი არ აპირებს.

მოკლედ, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი მცველი უგუნდოდაა. ევროთასების მოახლოებისას, როცა ქართულ კლუბებს ხეირიანი ფეხბურთელების სერიოზული პრობლემა აქვთ, ასეთი ფეხბურთელის უგუნდოდ ყოფნა დაუშვებელია.

მერაბ მამულაშვილი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა