იტალიის სუპერთასის ბოლო 4 პაექრობიდან 3 პეკინში გაიმართა და ისეთი პირი უჩანს, რომ მომდევნო მატჩიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ შედგება
იტალიის სუპერთასის ბოლო 4 პაექრობიდან 3 პეკინში გაიმართა და ისეთი პირი უჩანს, რომ მომდევნო მატჩიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ შედგება.

ფედერკალჩო სუპერფინალში მონაწილე გუნდებს აძლევს იმის საშუალებას, რომ თამაშის ადგილი თვითონვე შეარჩიონ. თუ წინა წლებში გუნდები იოლად თანხმდებოდნენ, ამჯერად "იუვენტუსს" და "ლაციოს" საერთო ენის გამონახვა გაუჭირდათ.

რომაული კლუბის მესვეურებს დიდი სურვილი აქვთ, რომ თამაში ისევ პეკინში გაიმართოს, რადგან აზიურ ბაზარზე პოპულარიზაცია ნებისმიერი კლუბისთვის საშური საქმეა. შესაბამისად, "ბიანკოჩელესტეს" მესვეურებს შანსის ხელიდან გაშვება არ სურთ.

სამაგიეროდ, ტურინელებს აქვთ სხვა გეგმები და რომაელებს ჩრდილოეთ ამერიკაში ეპატიჟებიან. საქმე ისაა, რომ პიემონტელები აგვისტოში აშშ-კანადაში აპირებენ ტურნეს მოწყობას და სუპერთასის იქვე თამაში მათთვის ნამდვილად მისწრებაა. ამ წინადადებას რომაელები არ თანხმდებიან და მოკლედ, დიდი აურზაურია.

ამასობაში კომპრომისული ვარიანტით არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ფედერაცია გამოვიდა და იტალიურ გუნდებს დუბაიში პაექრობა შესთავაზა. დუბაის ვარიანტი ფედერკალჩომ მოიწონა და გუნდებს შეთანხმებისკენ მოუწოდა.

ერთი ეგაა, რომ ასეთ შემთხვევაში, თამაში დეკემბერში უნდა შედგეს და არა აგვისტოში, როდესაც არაბეთში ტემპერატურა გაუსაძლისად მაღალია. ფედერკალჩო მზადაა, სუპერთასის პაექრობა დეკემბერში გადაიტანოს და სიტყვა უკვე კლუბებზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ტურინის "იუვენტუსმა" იტალიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ლაციო VS იუვენტუსი - ვის დარჩება იტალიის სუპერთასი?
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
მასიმილიანო ალეგრი: "იუვენტუსმა" საშინლად იასპარეზა
იტალიის სუპერთასი იტალიაში გაიმართება
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?