ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძეს დახმარებას უკრაინის ნაკრების თავკაცი მიხეილ ფომენკოც დაჰპირდა
უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ლანჩხუთის "გურიის" მომავალი გარკვეული ჯერ კიდევ არ არის, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ირწმუნება, რომ კლუბს პრობლემა არ შეექმნება.

მოგეხსენებათ, "გურია" ბიუჯეტიდან ფინანსდება. გამგებელი სპონსორის მოსაძიებლად უკრაინაში გაემგზავრა და "გურიის" საკითხებზე საქმიან შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა ხარკოვის "მეტალისტის" თავკაც სერგეი კურჩენკოს და "გურიის" ექს-მწვრთნელს, ამჟამად უკრაინის ნაკრების თავკაც მიხეილ ფომენკოს. ასევე, დაესწრო უკრაინა-კამერუნის ნაკრებების შეხვედრას.

"ვიყავი კიევის "დინამოს" ბაზაზე, რომელიც უნიკალურია ყველანაირად. ასევე, გახლდით ნაკრების ბაზაზე კონჩე-ზასპაში, სადაც ეროვნული გუნდის თავკაც მიხეილ ფომენკოს შევხვდი. მე ის ლანჩხუთში დავპატიჟე და დამპირდა, რომ როგორც კი მოახერხებს, გვესტუმრება.

მასთან ერთად გავიხსენეთ ის დრო, როცა "გურიაში" მუშაობდა. გრიგოლეთის ბაზაზეც ვისაუბრეთ. მისი მოწყობის შემთხვევაში ჩვენთან უკრაინული გუნდები ჩამოვლენ. ყველანაირად დამპირდა მხარდაჭერას, რაც შეუძლია.

"გურიის" სპონსორის თაობაზე შეხვედრებს განვაგრძობ. ფომენკომდე "მეტალისტის" პრეზიდენტს და ფედერაციის წარმომადგენლებს შევხვდი.

უფრო დაწვრილებით, როცა საქართველოში დავბრუნდები, მაშინ ვისაუბროთ. ჯერ კიდევ მაქვს რამდენიმე შეხვედრა დაგეგმილი და არ მსურს, წინასწარ ვილაპარაკო დეტალებზე", - გვითხრა ზაზა ურუშაძემ, როცა მას უკრაინაში შევეხმიანეთ.

შეგახსენებთ, რომ "ლელოსთან" ინტერვიუში ლანჩხუთის გამგებელმა უკვე განაცხადა, რომ მაქსიმალურად ეცდება სპონსორის პოვნას, თუმცა აქვს ალტერნატიული ვარიანტიც და ლანჩხუთის კლუბს არაფერი გაუჭირდება.

ზაზა ურუშაძე საქართველოში კვირის ბოლოს ბრუნდება და ექსკლუზიურ ინტერვიუსაც დაგვპირდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხმაური, წიოკი და დაკა-დაკა - პოლიტიზირებული ფეხბურთი ლანჩხუთში

11-წლიანი მოლოდინის დასასრული - ლანჩხუთის "გურია" დაგვიბრუნდა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
"გურიას" დიდი რეკლამა - ლანჩხუთში სათამაშოდ კიევის "დინამოს" ეპატიჟებიან
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
ლანჩხუთის "გურიათი" დაინტერესებული მოსკოველი ბიზნესმენი საქართველოში მოდის
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ᓝᓗᓐᓠ ᓙᓝᓠᓦᓐᓚᓘᓫᓔ: ᓛᓔᓠᓐᓑ ᓟᓝᓠᓓᓐᓜᓘᓐᓡ ᓠᓩᓔᓕᓘᓗ, ხᓣᓗᓘ ᓬᓔᓚᓘ ᓛᓝᓕᓘკᓔᓚᓘ
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა