"ჩვენი ჩემპიონატისა და საერთოდ, ფეხბურთის განვითარებას სწორედ გარიგებები აბრკოლებს. არის ინფორმაცია, რომ მასში ბევრი გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობს"
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ინტერვიუ თბილისის საფეხბურთო ფესტივალით დავიწყეთ.

წლების წინათ ქართველი სპეციალისტები მხოლოდ ოცნებობდნენ, ევროპის ქვეყნებში (ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, დანია) დიდი საერთაშორისო საბავშვო ფესტივალები რომ ტარდებოდა. ასეთ შეჯიბრებებზე ხომ უამრავი ნიჭიერი ბავშვი ვლინდება და თითოეული მათგანი უდიდეს გამოცდილებას იღებს.

ახლა ანალოგიური ფესტივალი საქართველოშიც ტარდება, რაც ყიფიანს ძალიან ახარებს. მაგრამ ბავშვთა ფეხბურთზე დაწყებულმა ინტერვიუმ საინტერესო განვითარება ჰპოვა და მინისტრმა ჩაწყობილ თამაშებზე უმნიშვნელოვანესი განცხადებები გააკეთა:

- თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ნელ-ნელა ძალებს იკრებს. ამის საშუალება ინფრასტრუქტურამ მოგვცა - ერთმანეთთან ახლოს რამდენიმე თანამედროვე სტადიონი მდებარეობს, სადაც საშუალება მოგვეცა, 1000-მდე ბავშვისთვის გვემასპინძლა.

ეს პატარა საქმე არ არის. თამაშებს უამრავი ხალხი ესწრებოდა და ლამაზი სანახაობა ვიხილეთ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ფესტივალი საერთაშორისო იყოს და ბავშვებს უცხოელებთან დაპირისპირებებით საკუთარი შესაძლებლობების შეფასების საშუალება მიეცეთ.

ცხადია, ვლადიკავკაზის გუნდის მონაწილეობამ ძალიან გაგვახარა. დიდი სურვილი გვქონდა, აფხაზი ძმებიც მოგვეწვია. იმედია, მალე ამასაც მოვესწრებით. მთავარი კეთილი ნებაა.

- მსგავსი მოვლენა საფეხბურთო ცხოვრებას ახალისებს. რამდენად რეალურია დიდების საფეხბურთო ტურნირის გამართვა?

- ეს ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა ჩვენი ამოსავალი წერტილი ბავშვთა ფეხბურთი და ეროვნული ჩემპიონატია. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, იდეები კი ფეხბურთის ფედერაციისგან უნდა მოდიოდეს.

- ჯერაც უცნობია მომდევნო ეროვნული ჩემპიონატის მოდელი და მიიღებენ თუ არა სახელმწიფო გუნდები საბიუჯეტო დახმარებას. ასეც რომ მოხდეს, ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარებას და კომერციალიზაციას ხელს შეუწყობს?

- გადაწყვეტილებები რეალობიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ. ყველას გვსურს, რომ ქართული ფეხბურთი კომერციალიზაციის გზაზე დავაყენოთ, იყოს მაყურებლისა და ტელევიზიებისთვის მიმზიდველი, მომგებიანი და ა.შ. მაგრამ ეს დღეს ვერ ხერხდება.

- თქვენი აზრით, რატომ?

- იმიტომ, რომ ქართულ ფეხბურთს იმიჯი აქვს შელახული და ბიზნესი ახლოს არ ეკარება. ყველამ იცის, უმაღლეს და პირველ ლიგებში რაც ხდება. რა თქმა უნდა, მტკიცებულება გვჭირდება, არის თუ არა გარიგებები, მაგრამ გამოძიება ამ ფაქტებს თუ მოიპოვებს, კრიმინალში მხილებულ პირებს დააკავებენ. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ქართულ ფეხბურთს სახელი აღვუდგინოთ.

- გულახდილად ვილაპარაკოთ - "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას თქმით, გამოძიებამ ფაქტები უკვე დადო...

- ჯერ ფაქტები არ არის, მაგრამ გამოძიების დასრულებას იმედით ველოდებით. საქმეში პროფესიონალები ჩაერთვნენ და შევეცდებით, რომ მომავალში მსგავსი მოვლენა და ხალხი ქართულ ფეხბურთს სათოფეზეც არ გავაკაროთ. ჩვენი ჩემპიონატისა და საერთოდ, ფეხბურთის განვითარებას სწორედ გარიგებები აბრკოლებს. ამიტომაც რა დონის ხელმძღვანელები, ფეხბურთელები და პიროვნებებიც უნდა იყვნენ გარეულები, ყველა მხილებული იქნება და საქმიანობას ავუკრძალავთ.

- წინასწარი ინფორმაციით, გარიგებულმა მატჩებმა რა მასშტაბი მიიღო?

- სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი მასშტაბი იკვეთება. ჩვენდა სამწუხაროდ, არის ინფორმაცია, რომ მასში ბევრი გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობს. ვიმეორებ, ეს არის ინფორმაცია და ამას დამტკიცება სჭირდება, მაგრამ კომპეტენტური ორგანოები იკვლევენ და იმედია, მალე საზოგადოებისთვის ბევრი რამ გახდება ცნობილი.

- ბრძანეთ, რომ ქართულ ფეხბურთს ბიზნესი ამიტომ არ ეკარება. სახელმწიფო გარიგებულ მატჩებს თუ შეებრძოლება, ბიზნესი დაინტერესდება?

- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, ბიზნესმა ფეხბურთში ის საფუძველიც უნდა დაინახოს, რის გამოც კლუბში მისვლით დაინტერესდება. სახელმწიფო კონკრეტული გუნდის ჩამოყალიბებაში არაფრის დიდებით არ უნდა ერეოდეს, მაგრამ მუნიციპალური კლუბების არსებობა ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მაგალითად, თურქეთში კლუბებს ასე აფინანსებენ.

მაგრამ კლუბებს სწორი იურიდიული ფორმა უნდა მივცეთ და ბიზნესს შემდეგ შევთავაზოთ. ადრინდელივით კლუბის მიხედვას ძალით არავის დავავალდებულებთ.

გორის "დილას" პრობლემები სწორედ ასეთი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია. ამ არასწორ მოვლენებზე ფეხბურთის ფედერაციას დროული რეაგირება რომ მოეხდინა, გუნდი ამ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდა.

- ვრცელდება ხმები, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს 1,5 მილიონიდან 2 მილიონ ლარამდე დააფინანსებენ, პირველი ლიგის გუნდებს - 300 ათასიდან 700 ათასამდე...

- ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, ფეხბურთში რა ფული იხარჯებოდა, შევქმნათ ერთიანი ფონდი და ის ერთიანად უნდა განვკარგოთ. ასე უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად გამოვიყენებთ. შედეგი მხოლოდ ასეთ მიდგომას ექნება. შესაძლოა, ეს იყოს ის გასაღები, რაც წარმატებებს სხვა სახეობებშიც მოგვიტანს.

აუცილებელია სკოლების, გუნდებისა და სტადიონების რეალური ლიცენზირება. პრობლემა მარტო ფეხბურთელსა და მწვრთნელებში არ არის, ბევრი გასაჭირის თავი და თავი თანამედროვე მენეჯერების არარსებობაა და ამიტომ გახდნენ სახელმწიფო კლუბები "მეწველი ძროხები" - ბევრგან ხელფასები არამიზნობრივად გაიცემოდა და შტატებიც გაბერილი იყო. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს, მართვის ახალმა მოდელმა კი კლუბის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი და ის საზოგადოებამაც უნდა მიიღოს.

რა თქმა უნდა, ძნელია, 1,5-მილიონიანი კლუბებით უცებ 300-მილიონიანი ბიუჯეტის მქონე მადრიდის "რეალს" შევეჯიბროთ, მაგრამ ეს უნდა იყოს ის საფუძველი, რომელზეც ბიზნესისთვის საინტერესო კლუბი ჩამოყალიბდება. მერე და მერე კი ინვესტიცია აუცილებლად მოვა. მთავარია, ჩანასახი იყოს და თამაშების მანიპულაციებში გუნდების, მათი პრეზიდენტების, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების მონაწილეობა გამოვრიცხოთ.

- წინა ხელისუფლებამ სტადიონების რეკონსტრუქცია დაიწყო და რამდენიმე მოედანი გაკეთდა. თქვენ რა ინფრასტრუქტურული პროექტები გაქვთ?

- ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პროექტს, რომელიც დაიწყეს და სრულყოფილად განახორციელეს. ეს ყველაფერი იყო სპონტანური, ვიღაცის ხუშტურებით წამოწყებული ნახევრად პროექტები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პიარს ემსახურებოდა და არა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მოედნების მშენებლობა სტადიონების მშენებლობა არ არის. არადა, ხალხს ასე აწვდიდნენ და რეალურად, ატყუებდნენ. ან რა კრიტერიუმებით არჩევდნენ ქალაქებს, სადაც მოედნებს აგებდნენ? ჩვენ ჯერ უნდა აღვრიცხოთ, რა ინფრასტრუქტურა შემოგვრჩა, რა არის დანგრეული და რისი აშენება შეიძლება, რამდენია გასხვისებული, სად შეასრულა პირობები მეპატრონემ, სად არა და ა.შ. ამის შემდეგ გვეცოდინება, სად არის საჭირო და აუცილებელი მშენებლობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: 5 წლის განმავლობაში ფეხბურთში 100 მლნ-ის დახარჯვას ვაპირებთ

შევავსოთ დეკლარაციები? - როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს სახსრები

დიდი სკანდალის მოლოდინში: გარიგებული მატჩები, ვერსიები, გამოჟონილი ამბები

toko
ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენმა მოკრივეებმა წარუმატებლად იასპარეზეს. ეს თქვენი დანიშნული მთავარი მწვრთნელის შედეგია. კრივი არ გაინტერესებთ გასაგებიააა.
alika
ევროპის წინა ჩემპიონატიდან 3 მედალი ჩამოიტანა რამაზ ფალიანის გაწვრთნილმა გუნდმა. დღეს არცერთი. რატომ ????გაანთავისუფლე ფალიანი????? რატომ დაღუპე კრივი .....ვინ მართავს დღეს კრივს? კორუპირებული ახალკაცი და ახალკაცის ნათქვამზე მოსიარულე კვაჭაძე.???? ეს ხდება თქვენი მინისტრობის დროს.
misha
დაღუპა კრივი. დღევანდელ დღეს რომ ფალიანს ბუმბერაზ მოკრივეს მსოფლიო მნიშვნელობის ადამიანს მოხსნი და ბონდო მამულაშვილს დააყენებ მის ადგილას. რაც აისახა შედეგზე ევროპის ჩემპიონატიდან არცერთი მედალი არ ჩამოუტანიათ. ვოვა ახალკაცს, კორუპირებულს და მთელი ზონდერ-მოკრივეების ბრიგადას რომ დაიყენებ გვერდში ეგ მინისტრი ხარ თავად.კრივი ჩაკალი და დაღუპე.
gafur
ბატონო მინისტრო ნახე ევროპის ჩემპიონატზე შეგვარცხვინეს შენმა დანიშნულმა მრწვტნელებმა,კრივში.წინა ევროპაზე 3 მედალი ჩამოიტანა ფალიანმა.ხომ მოხსენით ფალიანი აი შედეგიც სახეზეა.სანამ კორუპირებული ვოვა ახალკაცი იკნება კრივის ფედერაცის გენერალური მდივანი კრივს არ ეშველება არაფერი
giorgi
ბატონო მინისტრო ნახე ევროპის ჩემპიონატზე შეგვარცხვინეს შენმა დანიშნულმა მრწვტნელებმა,კრივში.წინა ევროპაზე 3 მედალი ჩამოიტანა ფალიანმა.ხომ მოხსენით ფალიანი აი შედეგიც სახეზეა.სანამ კორუპირებული ვოვა ახალკაცი იკნება კრივის ფედერაცის გენერალური მდივანი კრივს არ ეშველება არაფერი
3d
სიცრუეააა, არანაირი თავისუფლება არ მიუციათ არცერთ ფედერაციაში ამ სამინისტროს, ისევ ის უვიცი შაკალები მართავენ ყველაფერს, და უფრო მეტიც, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს ნამგალაური 100თავით ჯობნიდა საქმით ამ ვითომ დიდ " სპორტის მენეჯერს".
3D
ეს კაცი სპორტის გონზე არ არის, და არც მენეჯერია როგორც ვირაცეებს გონიათ, სპორტი მარტო ფეხბურთი არ არის, და ვნახავთ ცოტახანში რას მივიღებთ, ჭიდაობა შეიძლება ამოიღონ ოლიმპიადიდან, და მინისტრო რას აკეთებ ალტერნატივისთვის? რა სპორტის სახეობით ჩაანაცვლებ იმ დანაკლისს? ფეხბურთითო არ თქვა ისედაც წარმოდგენა გვქავს შენზე დაკარგული ამ ცოტა დროში.
tamazino
1
nukri
ალბათ ფიქრობს რომ ამათ 9 წელი აქვთ დრო..
guest
მერე 8 თვეა სამინისტროში რომ ზიხარ, რა გაქვს ამდენი აღურიცხავი?! მე შენ გეტყვი და იმდენი სტადიონი და რეგიონი გქონდეს, თვლას ვერ აუდიოდე უსაქმურობის გამართლება მაგარი იცით :დ
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
გარიგებულ მატჩებთან ბრძოლა, 600 ათასი ხის დარგვა - რა განიხილეს უეფას აღმასკომზე
"გარიგებული მატჩები სიმსივნეა, ამ ბოროტებას ვებრძვით, მაგრამ ჩვენ პოლიცია არ ვართ"
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
4 ივნისს სფფ გარიგებულ მატჩებზე, მომხდარ ჩხუბებსა და ინციდენტებზე იმსჯელებს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
სასამართლომ გარიგებული მატჩებისთვის დაკავებულ 4 პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეუფარდა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში..."
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული 11 ფეხბურთელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება