ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დანია-საქართველო 2:1 - უსაჩუქროდ არც დანია დავტოვეთ [VIDEO]

დანია-საქართველო 2:1 - უსაჩუქროდ არც დანია დავტოვეთ [VIDEO]

ტრადიციულად, თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩის სერიოზული შეცდომის გარეშე ჩამთავრება მაინც ვერ შეძლო და მორიგი მარცხი იწვნია
საქართველოს ნაკრებმა 5 ივნისს შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშა და მოკრძალებული შემტევი პოტენციალის მიუხედავად, დაწინაურებაც შეძლო.

ამის შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა - ტრადიციულად, თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩის სერიოზული შეცდომის გარეშე ჩამთავრება მაინც ვერ შეძლო და მორიგი მარცხი იწვნია.

ირლანდიისგან განსხვავებით, ამჯერად ჩვენი ნაკრები არ შერცხვა და ამბიციურ დანიელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ქართველებს შეეძლოთ, ოლბორგში არათუ ფრედ ეთამაშათ, არამედ გაემარჯვათ და ამით ფიფას სანაკრებო რეიტინგში პოზიციები გაეუმჯობესებინათ, მაგრამ საქართველოს ნაკრები კვლავ არ აღმოჩნდა ის გუნდი, რომელიც კლასით მასზე მაღლა მდგომ მეტოქეს აჯობებდა.

საუბედუროდ, ჩვენს გუნდს უკვე დიდი ხანია, ისიც აღარ შეუძლია, აქა-იქ გაიბრწყინოს და ქართველი გულშემატკივრები იშვიათი წონადი გამარჯვებებით გაახაროს. ევროპაში კი ჩვენ მიერ დასაჯაბნი გუნდების სია თვალსა და ხელს შუა მცირდება.

გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, გიორგი ლორიას უხეში შეცდომა აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა ბურთი ხეირიანად ვერ ამოიტანა, შეცვლაზე შესულ ნიკლას პედერსენს ჩააბარა და მანაც ერთი შეხებით დაუცველ კარში კურიოზული გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ ქართველებს საქმე უკვე გაძლებაზე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაძლეს, რაც სრულიად ლოგიკური იყო.

მატჩის 89-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა ჯარიმა უზადოდ შეასრულა და სომხეთთან მოახლოებული ოფიციალური შეხვედრის წინ თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

იხილეთ ვიდეო

დუბლინური მატჩის შემდეგ ქეცბაიამ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა - დაცვის მარცხენა ფლანგზე დავით კვირკველია გიორგი ფოფხაძემ ჩაანაცვლა, უჩა ლობჟანიძე ძირითადიდან ამოვარდა და მისი ადგილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე გურამ კაშიამ დაიკავა, რომელიც ირლანდიაში ნახევარდაცვაში ირჯებოდა; ცენტრფორვარდობა კი ნიკოლოზ გელაშვილის მაგივრად, ლადო დვალიშვილს დაეკისრა.

ქეცბაიამ მოედნის ცენტრში სამი ტიპური ჩამშლელი გაამწესა, ფლანგები კი ალექსანდრე კობახიძესა და ჯანო ანანიძეს ჩააბარა. ჯანო მარცხნივ მოქმედებდა, სანდრო კი, რომელსაც მარცხენაფლანგელად უფრო ვიცნობთ, მარჯვნივ თამაშობდა.

მატჩის საწყისი 20 წუთი დანიელთა მიერ ჩატარებული დროის საუკეთესო მონაკვეთი იყო. მორტენ ოლსენის გუნდი ტემპიანად და კომბინაციურად უტევდა და სწრაფი გოლის გატანაც შეეძლო - მე-3 წუთზე მრავალსვლიან შეტევას სიმონ პოულსენის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა; მე-16 წუთზე მასპინძელთა დაწინაურება უკვე ანდრეას კორნელიუსს შეეძლო, თუმცა მიზანმა მასაც უმტყუნა.

ამას კობახიძის არაზუსტი გასროლა მოჰყვა, რის შემდეგაც მეორე ნომრად მოთამაშე სტუმრები უფრო თამამად გადავიდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე. ბურთის ფლობის უკეთესი მაჩვენებლები კვლავ დანიელებს ჰქონდათ, მაგრამ მათ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო უჭირდათ ქართველთა საჯარიმოში შეღწევა.

რა თქმა უნდა, სტუმრები მეტოქეს ხშირად ვერ აწუხებდნენ, მაგრამ მაინც ახერხებდნენ თამაშის გამწვავებას. მეტიც, 35-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა დაწინაურების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - ჯარიმის შემდეგ ზურაბ ხიზანიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა და მისი დარტყმა დანიელთა მეკარე სტეფან ანდერსენმა მოიგერია. მახვილი კუთხიდან კი დამატებას კაშია ცდილობდა, რომელმაც მიზანს ააცილა.

მეორე ტაიმში დანიელები კიდევ უფრო უინიციატივონი ჩანდნენ. ქართველებმა მათი თამაშის მანერას ალღო საბოლოოდ აუღეს და მასპინძელთა იერიშებს დამაჯერებლად უმკლავდებოდნენ. მოედანზე უკვე აღარ ჩანდა ის რესურსი, რითაც დანიის ნაკრებს ქეცბაიას გუნდის გატეხვა შეეძლო. მოგვიანებით ქართველები დაწინაურდნენ კიდეც და გამარჯვების რეალური იმედი გაგვიჩნდა, მაგრამ...

ჩვენი ნაკრების კარში გასული გოლები უკვე გავიხსენეთ, დაწინაურებით კი 52-ე წუთზე დავწინაურდით, როცა შეცვლაზე შესულმა ირაკლი სირბილაძემ საჰაერო დუელი მოიგო და ბურთი კობახიძეს გადასცა, ამ უკანასკნელმა კი მეკარესთან პირისპირ ირაკლი ძარია გაიყვანა, რომელმაც ახლო მანძილიდან უნაკლოდ დაარტყა.

ამის შემდეგ უკვე სრულიად ლოგიკური იყო, საქართველოს ნაკრები მთლიანად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე რომ გადაერთო. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიერ განხორციელებულმა ყველა ცვლილებამ გაამართლა, მაგრამ სენსაციასთან მაინც ძალიან ახლოს ვიყავით.

საამისოდ ამჯერად ჩვენი გუნდი შემართებით იბრძოდა, მაგრამ კვლავ არ ეყო ერთი რამ - კლასი.

მოკლედ, საქართველოს ნაკრების აქტივში ვერც 5 ივნისის შეხვედრა ჩაიწერა. მარცხის შემდეგ რაიმე პოზიტივის დანახვა ძნელია და მხოლოდ იმას თუ გავუსვამთ ხაზს, დუბლინში განცდილი კატასტროფის შემდეგ გუნდმა დროულად რომ შეძლო შოკიდან გამოსვლა.

გლობალურად კი ვითარება უცვლელია - საქართველოს ნაკრებს ბრძოლა არ დავიწყებია, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა ვერ ხტება.

იხილეთ ფოტოგალერეა

05.06. ოლბორგი. ნორდიისკ არენა

დანია-საქართველო 2:1

0:1 ძარია (52), 1:1 პედერსენი (77), 2:1 ერიქსენი (89)

დანია საქართველო

4-2-3-1 4-2-3-1

ანდერსენი ლორია

იაკობსენი კაშია

ბიელანდი ხიზანიშვილი

ოკორე ხუბუტია

პოულსენი ფოფხაძე

სტოკჰოლმი დაუშვილი

ზიმლინგი კანკავა

რომედალი კობახიძე

ერიკსენი ძარია

ბრეითვაითი ანანიძე

კორნელიუსი დვალიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი

მ. ოლსენი თ. ქეცბაია

დანია

12. ზიმლინგი - შიონე

46. რომედალი - კრონ-დელი

61. სტოკჰოლმი - კვისტი

62. ბრეითვაითი - პედერსენი

75. პოულსენი - მაკიენოკო

79. შიონე - კუსკი

სათადარიგოები: შმეიხელი, ანკერგენი, ვასი, ი. ჰანსენი, კ. ჰანსენი, ფიშერი

საქართველო

46. დვალიშვილი - სირბილაძე

63. ძარია - თარგამაძე

63. ანანიძე - ლობჟანიძე

73. დაუშვილი - გიგაური

87. ა. კობახიძე - გელაშვილი

სათადარიგოები: მიგინეიშვილი, თომაშვილი, კვირკველია, მ. კობახიძე, მაისურაძე

გაფრთხილება: დაუშვილი (57), გიგაური (86)

არბიტრი: ფ. ბრიხი (გერმანია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირლანდია-საქართველო 4:0 - გუნდი, რომელსაც მომავალი არ აქვს [VIDEO]

• toka

ქეცბაიას რა ბრალია ხალხნო, პასს ვერ აკეტებენ ეს ფეხბურტელები ვერ ხედავთ?, ანდა ეს ლორია რამ გამოათაყვანა, ამათზე უკეთესი ვინ ყავს გამოსაძახებელი? არ იციან თამაში, ვაბშე ფეხბურთი რა თამაშია უნდა აუხსნა ამათ და კიდე ბურთის მოჯენა უნდა ისწავლონ კიდე, არაფერი არ გამოვა ამათგან

• dzirs!

ქეცბაიაც ოქტომბრის ცოცხს გაჰყვება. ხიზანიშვილიც უნდა მივაბათ რომ არ დაგვიტოვოს.

• maxo

როგორ ტო 23 წელია დამოუკიდებლები ვართ და არაფერი შედეგი არ ჩანს რაშია საქმე:მუდამ ასე იქნება ნუ ინერვიულბთ ნერვებს გაუფრთხილდით.

• rato

დაიწყებს ქეცბაია პირველმა გოლმა გაგვტეხაო.ნოლით ერთს ბევრი გუნდი აგებს,მაგრამ ყურებს არავინ ჰყრის.მოგებას არ ვითხოვთ,ლამაზი ფეხბურთი გვინდა.თუ ყველაფერი მთავრობის გადასაწყვეტია,ფეხბურთის მოყვარულები ქართველები არ ვართ.გააგდეთ ფეხბურთი დღეს ვისაც ეკუთვნის,მწვრთნელი და მიაყოლეთ ვინც კი ფულს იდებს ჯიბეში.დავიღალე ამდენი ფუჭი იმედით.

• giorgi

ქეცბაია "ახალგაზრდულ გუნდს" აშენებს რას ერჩით. ერთმა ახალგაზრდამ, გაგუამ თავიც გამოიჩინა,ბოლო წუთზე საჯარიმოს ხაზთან ჯარიმაც აგვკიდა და მანამდეც გამოიჩინა თავი ყვითელი ბარათით. და ვინ იტყვის რომ ამ თამაშში კობიაშვილი ან იაშვილი ზედმეტები იქნებოდნენ??? არ ვიცი ალბათ გაგებით უნდა მოვეკიდოთ!!!!

• უძლევი

ქეცბაია კარგი მწვრთნელი არის და ეს დანიასთანაც გამოჩნდა. დანიასთან უხეში შეცდომები დაუშვეს თავად ფეხბურთელებმა და ეს მწვრთნელის ბრალი არ არის. ორივე ამხანაგური თამაში სასარგებლო იყო ნაკრებისთვის. მწვრთნელს ქონდა შანსი გამოეცადა ფეხბურთელები. წარმატებას ვუსურვებ ქეცბაის და ბიჭებს.

• wwwwwwwwwwwww

თქვენც შეარჩიეთ სამოყვარულო გუნდები საპარინგოდ და ყოველთვის მოვიგებთ. სატირალია რააააააააააააააააააააა

• Unknown

ქართული ფეხბურთის დონე დაბალია და გასაგებია.აი ქეცბაიას კულტურის დონეა საეჭვო.რა არის ეს სულ, რომ იფურთხება აქლემივით.სირცხვილია,ვინმემ მისცეს შენიშვნა.

• Georgi

"თემურ ქეცბაიას გუნდმა მატჩის სერიოზული შეცდომის გარეშე ჩამთავრება მაინც ვერ შეძლო" - პატივცემულო ჟურნალისტო, როდესაც მეკარე ან მცველი ჩუქნის გოლს მეტოქეს, ვერცერთი მწვრთნელის ტაქტიკა ვერ უშველის ასეთ გუნდს.

• Unknown

გასაგებია

• qartveli

გეთანხმები გიორგი,რომ ბევრი რამაა შესაცვლელი,მაგრამ ხომ გაგიგია თევზი თავიდან ყარსო

• vaxo

მირონ 100% გეთანხმები. სწორი აზრია. სხვანაირად არაფერი გვეშველება

• giorgi

რა ქართველების გენი რა ქეცბაია?! არ გვყავ ს ფეხბურთელები ,არ გვაქვს ფიზიკური აღზრდის სკოლა. ვინც არ უნდა მოიყვანონ ვერავინ ვერაფერს ვერ გვიშველის.

• დათო მანჯგალაძე

ჟურნალისტებს მაინც არ მოგბეზრდათ ერტიდაიგივეს წერა თუ როგორ სამარცხვინოდ წააგეს ქართველმა ფეხბურთელებმა! გამბედაობა არ გყოფნით რომ ამაში დამნაშავეები ამხილოთ თემურ ქეცბაიას და სიჭინავას სახით და არამარტო ეგენი... ერი რომელიც ფეხბურთით ხარობდა ისე დაბეჩავდა ამდენი პრობლემებისგან რომ 8:0 რომ წავაგოთ ფარერებთან ხმის ამომღები არაა.. გამოფხიზლდით ხალხო ეს ფეხბურთი და ნაკრები ჩვენ გვეკუთვნის და არა ერთიორ ვიგინდარას რომელიც ფულის შოვნის მეტს არაფერს არ ფიქრობს!!! არ შეიზლება ესე ყველაფერზე გაჩუმება და ყველაფრის მოთმენა. კამარა!!! 25 წელია ვიტანჯებით ამ საცოდაობის ყურებით !

• დათო მანჯგალაძე

ჟურნალისტებს მაინც არ მოგბეზრდათ ერტიდაიგივეს წერა თუ როგორ სამარცხვინოდ წააგეს ქართველმა ფეხბურთელებმა! გამბედაობა არ გყოფნით რომ ამაში დამნაშავეები ამხილოთ თემურ ქეცბაიას და სიჭინავას სახით და არამარტო ეგენი... ერი რომელიც ფეხბურთით ხარობდა ისე დაბეჩავდა ამდენი პრობლემებისგან რომ 8:0 რომ წავაგოთ ფარერებთან ხმის ამომღები არაა.. გამოფხიზლდით ხალხო ეს ფეხბურთი და ნაკრები ჩვენ გვეკუთვნის და არა ერთიორ ვიგინდარას რომელიც ფულის შოვნის მეტს არაფერს არ ფიქრობს!!! არ შეიზლება ესე ყველაფერზე გაჩუმება და ყველაფრის მოთმენა. კამარა!!! 25 წელია ვიტანჯებით ამ საცოდაობის ყურებით !

• qartveli

რაღაც საიმედო მინდა ვთქვა,მაგრამ ვერაფერს ვიძახი.იმ ტაქტიკას რა ტაქტიკასაც ქეცბაია იყენებს არ ზის ქართველების გენში.ჩვენ ყოველთვის გვყავდა გამორჩეული ფორვარდები და არასოდეს ვყოფილვართ მეორე ნომრად მოთამაშეები. მერე რა, რომ მიზანის მიღწევა მაშინაც გვიჭირდა თავაწეულები მაინც დავდიოდით,მაყურებელს თუ შეტევა და ლამაზი ფეხბურთი არ აჩვენე ნულია მაშინ შენი ფასი...

• miron

ქეცბაია, როგორც მწვრთვნელი, ვერ ხვდება მთავარს: ქართველი კაცის ხასიათში არ დევს ე.წ. "პრაგმატული" ფეხბურთი,- შეუძლებელია ქართველ ფეხბურთელს, "იტალიური" სტილის ფეხბურთი ათამაშო და რაიმე შედეგს მიაღწიო.. ჩვენ იმ დონის პროფესიონალები არ გვყავს, ვინმეს რომ კლასის ხარჯზე მოვუგოთ, ამიტომ, გონიერი მწვრთნელი უნდა ცდილობდეს, ქართველები ნიჭის და აღმაფრენის ხარჯზე ათამაშოს, როგორც ამას ჩივაძე აკეთებდა მაშინ, როცა თვითონ ქეცბაია იყო ნაკრების ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი.. მარტო ნიჭით და აღმაფრენით თამაში, ყოველთვის არ გამოვა, მაგრამ ხანდახან მაინც მიანიჭებ ყველაფრისგან გულგატეხილ გულშემატკივარს სიხარულს.. გული მიკვდება, როცა ვუყურებ რა უგულოდ და საცოდავად დასდევენ ჩვენი ფეხბურთელები, დანიის და მსგავსი საშუალო გუნდების ფეხბურთელებს ბურთის ასართმევად.. მაგ დონის გუნდებთან ადრეც ვაგებდით, მაგრამ ვუგებდით კიდევაც და ყოფილა შემთხვევა ბურთს არ ვანახვებდით ხოლმე საერთოდ.. ალბათ მეტყვით, რომ ახლა ქინქლაძის და ჯამარაულის კლასის ფეხბურთელების არ გვყავს მოედნის ცენტრში, მაგრამ არც გვეყოლება, მწვრთნელმა თუ არ მოინდომა. არანაკლები ბიჭები არიან: ყენია, ოქრიაშვილი, ჭანტურია, ანანიძე, მერებაშვილი.. მთავარია მწვრთნელმა დამუხტოს სათანადოდ ფეხბურთელი და ნებისმიერს შეუძლის თამაშის თავის თავზე აღება.. ჯამარაული უგუნდოდ და უთამაშებელი იყო, როცა ჩივაძემ ძირითადში დააყენა მრისხანე ბულგარეთთან და კაცმა გადათელა ბულგარელების ცენტრი. დინამოელმა გოგიჩაიშვილმა და გერმანიის ობერლიგიდან გამოძახებულმა ღუდუშაურმა ფლანგები დააწიოკეს, 2:1 მოუგეს ბულგარეთს, მაგრამ მინიმუმ 4 ბურთის სხვაობით უნდა მოეგოთ, იღბალს რომ არ ეღალატა მიშა ყაველაშვილისთვის.. ამ ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ყელში ამოვიდა მწვრთნელების და კომენტატორების წუწუნი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძირითადში, ვერ ხვდებიან და რომ, ჩვენ თავდამსხმელებს გოლი ვერ გააქვთ.. როგორ უნდა გაიტანონ დალოცვილო, დარბის მარტო კინკილა კაცი, თავის საჯარიმოდან მოწინააღმდეგის საჯარიმომდე, იხსნება და პასი არ მისდის. ვაწაძის მსგავსი გოლის ალღოთი დაჯილდოებული ფორვარდი, 5 არ იქნება ევროპაში, მაგრამ შეუწყო ხელი ნაკრების მწვრთნელმა, ნიჭის გამომჟღავნებაში?!

• ბექა

ამის დედა ვატირე... ყოველთვის შეიძლება ერთი და იგივე შეცდომას უშვებდეს ეს სი......რ მტსვრთნელი? ძარიამ გოლი გაიტანა კარგადაც დაიწყეს ჩვენებმა მეორე ტაიმი და გოლის მერე ძარია გაიყვანა ცდა ლობჟანიძე მცველი შემოიყვანა... მაგრად ძმარავს ამ კაცს... გუნდი ხოდზეა და რატო უკლავს პოტენციალს... მემგონი ძალით აკეთებს ეს ტლე....

• ოთო

კურიოზული გოლებიღა გვაკლდა

• ქომაგი

თემურ წადიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• ქომაგი

წადით ბიჭებო, მწვრთნელებიანად!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• დათო

ვაი ტქვენს პატრონს

• dato

რაგბისტებს რო ვათამაშოთ ფეხბურთი არ შეიძლება? დამიჯერეთ ისეთი ჯიგრიანები არიან უეჭველი მაღალი შედეგები ექნებათ:)

• murtalo

წადი რა,ტემურ, გაგვანებე თავი...გეყოს ფულის კეთება!

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

ლეგიონის უქმეეები: ოქრიაშვილი დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]

მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ლეგიონის უქმეები: თემურ ქეცბაია იწყებს და იგებს

ირაკლი სირბილაძე შესაძლოა "იაროში" დაბრუნდეს

გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

ირაკლი სირბილაძე ფინეთის მე-3 ლიგაში გადავიდა

სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ირაკლი სირბილაძე: ბევრს ჰგონია, რომ ფინეთში თამაში ადვილია, მაგრამ ცდებიან...

ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]

16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

რას გვიმზადებენ ქართული კლუბები ევროტურნირებზე? - პოზიტიური დინამიკის გაგრძელება თუ მორიგი წარუმატებლობა?!

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს

ფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...