სერენა უილიამსმა მეორე ტიტული მოიგო პარიზის ღია პირველობაზე, სულ კი მე-16 მოგება გაიფორმა "დიდი სლემის" ტურნირებზე
გასულ უქმეებზე გამართული ფინალებით დასრულდა "დიდი სლემის" რიგით მეორე ტურნირი - საფრანგეთის ღია პირველობა.

საგულისხმოა, რომ ქალთა ფინალის ორივე მონაწილისთვის გრუნტი ყოველთვის მოუხერხებელი საფარი იყო. დროთა განმავლობაში მარია შარაპოვა შეეჩვია ასეთ კორტს და ამან 2012 წელს, როლან გაროსზე გამარჯვება მოუტანა.

სერენა უილიამსს ამ ტურნირზე 2002 წელს ჰქონდა მოგებული, მაგრამ მომდევნო წლებში, პარიზში გამოსვლა მხოლოდ წვალება იყო ლეგენდარული ამერიკელისთვის. მიმდინარე სეზონში, 31 წლის ჩოგბურთელს ნამდვილი გარღვევა ჰქონდა გრუნტზე თამაშის მხრივ.

შეგახსენებთ, რომ შაბათის ფინალს ამერიკელი 30-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდა და აქედან 24 შეხვედრა გრუნტზე იყო მოგებული.

უილიამსსა და შარაპოვას ურთიერთშეხვედრათა მდიდარი ისტორია აქვთ. 2004 წელს, მარიამ უიმბლდონსა და შემაჯამებელ ტურნირზე მოუგო ამერიკელს, მაგრამ, შემდეგი 12 შეხვედრა ერთნაირად დასრულდა - სერენას გამარჯვებით. ამიტომაც, მათ მორიგ შეხვედრაში ფავორიტის გამოცნობა რთული არ იყო.

თამაში სერენას სამმაგი ბრეიკ-პოინტით დაიწყო, მაგრამ შარაპოვამ დროულად ჩართო საქმეში მოწოდება და მოახერხა პირველი გეიმის გადარჩენა. ფინალის დღეს ძლიერი ქარი დაერთო, რასაც უილიამსმა თავიდან ალღო ვერ აუღო და ამის გამო, მეორე გეიმში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რითაც მარიამ ბრეიკი გააკეთა. რუსს დიდი ხანია ასე წარმატებით არ დაუწყია მატჩი უმცროსი უილიამსის წინააღმდეგ. 2:0-ზე მას ორმაგი გეიმბოლიც ჰქონდა, მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რამდენიმე წარმატებული გათამაშება ჩაატარა და მალე საპასუხო ბრეიკი მიითვალა.

ამერიკელს ამან მცირე ინიციატივა მოუტანა, რამდენიმე გეიმი მოიგო და წინ გაიჭრა. მისი გარღვევა მაშინ შეჩერდა, როცა სერენამ მიღებისას შეცდომები დაუშვა. იმ მომენტში ის არ ჰგავდა "რობოტს" ან "მოთამაშეს ნაკლის გარეშე". საქმე 4:4-მდე მივიდა და შარაპოვა ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ უმნიშვნელოვანეს მეცხრე გეიმში რუსს საერთოდ ვერ დაეხმარა მოწოდება, უკანა ხაზზე კი მას უილიამსმა აჯობა. პარტიაში მესამე ბრეიკის გაკეთების შემდეგ, ამერიკელმა მშვიდად ჩააწოდა სეტზე - 6:4.

მეორე პარტიას განსხვავებული სცენარი ჰქონდა. მარია აგრძელებდა ბრძოლას, მაგრამ, ამასთან, უილიამსმა გააძლიერა ზეწოლა. პირველი გეიმი შარაპოვამ ხუთი ბრეიკპოინტიდან გადაარჩინა, მაგრამ მესამეში მაინც დათმო საკუთარი მოწოდება. შარშანდელი ჩემპიონი წარმატებით ინარჩუნებდა ამ მინიმალურ ჩამორჩენას, მაგრამ მეტოქის გეიმებზე მას ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუღია. ბოლო გეიმი სერენამ სამი ეისით დაასრულა - 6:4, 6:4.

იხილეთ ვიდეო

პარიზის ღია პირველობა

ფინალი

სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მარია შარაპოვა (რუს, 2) 6:4, 6:4.

ქალთა ფინალი ციფრებში

- სერენა უილიამსმა მეორე ტიტული მოიგო პარიზში, სულ კი მე-16 მოგება გაიფორმა "დიდი სლემის" ტურნირებზე.

- უილიამსმა 18 შეხვედრაში მეთექვსმეტედ დაამარცხა მარია შარაპოვა, მეოთხედ 2013 წლის სეზონში და ზედიზედ მეცამეტედ პროფესიულ ტურში.

- სერენამ "დიდ სლემზე" მე-20 ფინალი ითამაშა: 16 მოგება და 4 წაგება. ახლა, მას ორი ტიტული აშორებს თანამემამულეების - კრის ევერტისა და მარტინა ნავრატილოვას მიღწევამდე.

- მარია შარაპოვას რვა ფინალი აქვს "დიდი სლემის" ტურნირებზე: 4 მოგება და 4 წაგება.

- სერენა უილიამსმა თავისი მეცხრე ტიტული მოიპოვა გრუნტზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა უფროს დას - ვენუსს. მოქმედი ჩოგბურთელებიდან მხოლოდ ერთს - ესპანელ ანაბელ მედინა გარიგესს აქვს უფრო მეტი ტიტული გრუნტზე - 10.

- ამერიკელმა კარიერაში 52-ე ტიტული მოიგო.

- 31 წლისა და 256 დღის ასაკში, სერენა უილიამსი გახდა როლან გაროსის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი "ღია ერაში". მან გააუმჯობესა კრის ევერტის რეკორდი, რომელმაც 1986 წელს, 31 წლისა და 169 დღის ასაკში მოიგო პარიზში.

- ბოლო 20 წლის განმავლობაში, როლან გაროსზე მხოლოდ მესამედ გაიმარჯვა პირველ ნომრად განთესილმა. ბოლო ოცწლეულში ეს გააკეთეს შტეფი გრაფმა (1996) და ჟუსტინ ანენმა (2007).

- სერენა უილიამსი მერვე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვისაც როლან გაროსი მინიმუმ ორჯერ მოუგია. ამ ჯგუფში შედიან შემდეგი ჩოგბურთელები: კრის ევერტი (7 ტიტული), შტეფი გრაფი (6), ჟუსტინ ანენი (4), მონიკა სელეში (3), არანჩა სანჩეს ვიკარიო (3), მარგარეტ კორტი (3) და მარტინა ნავრატილოვა (2).

- უილიამსმა 31 მატჩამდე აიყვანა თავისი მოგებათა სერია, რომელიც მარტში, მაიამის ტურნირზე ფლავია პენეტას დამარცხებით დაიწყო. საერთოდ, სერენას შარშანდელი როლან გაროსიდან მოყოლებული 74 მოგება და 3 წაგება აქვს.

- მარიას შარაპოვა, რომელმაც შარშანდელი ტიტულის დაცვა ვერ შეძლო, WTA-ის რეიტინგში მეორედან მესამე პოზიციამდე დაქვეითდება და წინ გაუშვებს ვიქტორია აზარენკას.

- როლან გაროსი ყველაზე რთული ტურნირია "დიდი სლემის" ჩემპიონატებს შორის ტიტულის დაცვის მხრივ. ზედიზედ ორჯერ აქ მოგება მხოლოდ ხუთმა ჩოგბურთელმა შეძლო (მარგარეტ კორტი, კრის ევერტი, შტეფი გრაფი, მონიკა სელეში, ჟუსტინ ანენი). ბოლოს ეს გააკეთა ჟუსტინ ანენმა 1997 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"როლან გაროსის" ფინალში სერენა უილიამსმა მარია შარაპოვას მოუგო [VIDEO]

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
ბასილაშვილი აშკარა უპირატესობით - ქართველები "როლან გაროსზე" იწყებენ
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
სერენა უილიამსი სულ სხვა განზომილებაა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
სერენა უილიამსი მონიკა სელეშზე წინ
ფედერერმა ნადალს "როლან გაროსზე" ისტორიული გამარჯვება ემოციურად მიულოცა
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
სენსაციური კადრები, რაფაელ ნადალი "როლან გაროსს" 2060 წელს იგებს [VIDEO]
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
დიდი სლემის წლის მეორე ტურნირის წინ: როლან გაროსი ციფრებში
შტეფი გრაფი vs სერენა უილიამსი
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როლან გაროსის ტურნირზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ
ბასილაშვილი წყვილებში დამარცხდა და ესპანელ მეტოქეს ელის
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
სერენა უილიამსის 10 გაელვება
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
არის! გორგოძემ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და "როლან გაროსის" ძირითად ბადეში გავიდა
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია