"სიონმა" შინ "სპარტაკს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა

შეხვედრის პირველი ტაიმი უფერული გამოდგა. დასაწყისში მასპინძელთა უპირატესობა გამოიკვეთა, თუმცა "სიონმა" ცხინვალელთა დაცვის შეცდომებით ვერ ისარგებლა. 30-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბობოხიძემ გრიშიკაშვილს ვერ აჯობა.

გავიდა ორიოდე წუთი და ბობოხიძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა - უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ცაცია მელქაძემ მარჯვენა ფეხი ცუდად მოიქნია და ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა.

სტუმართა ერთადერთი მომენტი "სიონის" ცენტრალური მცველის, ლაშა ჭელიძის უხეშ შეცდომას მოჰყვა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შონიამ მერლანს ვერ აჯობა. მეორე ტაიმი ბევრად უფრო საინტერესოდ წარიმართა, რადგან სტუმრებიც გამოცოცხლდნენ. თუმცა თავიდან კვლავ "სიონი" უტევდა.

მცირე მონაკვეთში ბოლნისელებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს: 63-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დაგვირგვინებას გოცირიძე ცდილობდა. ცხინვალელთა მცველმა ალავიძემ ფორვარდს ხელი ჰკრა და ერთი შეხედვით, ფორვარდი ამიტომაც წაიქცა - ბოლნისელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაში გააგრძელა.

მერე გოცირიძემ კვლავ შეუტია და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. მოკლედ, თამაში ბოლნისელთათვის სასურველ კალაპოტში მიმდინარეობდა. თუმცა უფრო გამოცდილი მასპინძლები დაიღალნენ, სტუმართა ენერგიული ახალგაზრდები კი მადაზე მოვიდნენ, "სპარტაკი" გააქტიურდა და უპირატესობას დაეუფლა. პირველი სიგნალი ძაგანიას მომენტი იყო - ცხინვალელი ფორვარდის დარტყმა ძელს მოხვდა. სტუმართა შეტევებს კარგად ხელმძღვანელობდა გამთამაშებელი ვალერი ბოლქვაძე, რომელიც თამაშს ფლანგებზე კარგად შლიდა...

73-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძეს ანგარიში უნდა გაეხსნა, როცა ბოლქვაძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა - თუმცა სუსტად დაარტყა და მერლანმა აჯობა. მერე თავად ბოლქვაძემ სცადა ბედი და მეკარემ ამჟერადაც საიმედოდ ითამაშა.

მოკლედ, თამაში მასპინძლებისთვის არასასურველი კალაპოტით შეიცვალა და მოულოდნელად, ანგარიში სწორედ ამ დროს გახსნეს: დიდავამ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ვილი ისიანმა თავით ბრძოლა მოიგო და ულამაზესი გოლი გაიტანა 1:0. მალე გია თოდუას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ლაშა ჭელიძემ დაჰკრა თავი და არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა - 2:0.

დამატებულ დროში თოდუამ მეკარესთან პირისპირ უგრეხელიძე გაიყვანა და რომ არა გრიშიკაშვილის თავგანწირული თამაში, "სიონი" დიდი ანგარიშითაც მოიგებდა.

05.11. ბოლნისი. თ. სტეფანია. 400 მაყურებელი

სიონი 2

სპარტაკი 0

1:0 ისიანი (84. დიდავას პასით), 2:0 ლ. ჭელიძე (89. თოდუას პასით)

სიონი სპარტაკი

4-4-2 4-2-3-1

მერლანი გრიშიკაშვილი

ქურასბედიანი შ. კაშია

ლ. ჭელიძე ალავიძე

ორბელაძე ტეტუნაშვილი

კობაური ჭაფოძე

მელქაძე დეკანოიძე

დიდავა ვ. ბოლქვაძე

ლ. ნოზაძე კაკაშვილი

უგრეხელიძე შონია

რ. გოცირიძე ბაბულაიძე

ბობოხიძე ძაგანია

მწვრთნელი მწვრთნელი

გ. ყიფიანი ბ. კვარაცხელია

სიონი

46. მელქაძე - სანიკიძე

67. ბობოხიძე - ისიანი

74. გოცირიძე - გ. თოდუა

სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თარგამაძე, ლ. ვაშაკიძე, ჩივაძე, ნემსაძე.

სპარტაკი

46. კაკაშვილი - ნარიმანიძე

55. ბაბულაიძე - ჩალაძე

85. ვ. ბოლქვაძე - ბუზალაძე

სათადარიგოები: დაუშვილი, კლოვისი, აქუბარდია, ლობჟანიძე.

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე