ამ დღეებში 25 წლის გორელმა მოჭიდავემ დავით კარბალაშვილმა (90 კგ) კორეულ ჭიდაობა "სირიმში" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
ამ დღეებში 25 წლის გორელმა მოჭიდავემ დავით კარბალაშვილმა (90 კგ) კორეულ ჭიდაობა "სირიმში" მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეჯიბრებას ქ. ფრანკფურტმა (გერმანია) უმასპინძლა 18 ქვეყნის სპორტსმენთა მონაწილეობით. სირიმი კორეელთა ჭიდაობის ეროვნული სახეობაა და მისი ისტორია საუკუნეებს ითვლის.

ნიშანდობლივია, რომ კარბელაშვილი მეორე ევროპელი სპორტსმენია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება შეძლო. მის გარდა ფრანკფურტში საქართველოდან კიდევ ორი მონაწილე ასპარეზობდა.

გიორგი კობერიძე (105 კგ) მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო სალომე აბაშიძე (60) მეხუთეზე დარჩა.

ასპარეზობა იმართება ქვიშით დაფარულ დაახლოებით 7 მ გარშემოწერილობის სარბიელზე.

მეტოქეებს შემორტყმული აქვთ ქამრები წელსა და მარჯვენა ფეხზე. შეხვედრის სტარტზე ისინი დგებიან მუხლებზე და მეტოქეს ქამრებში ავლებენ ორივე ხელს.

ასეთი სასტარტო პოზიციის შემდეგ, მსაჯის სასტვენზე მოჭიდავეები ფეხზე დგებიან და იწყება შერკინება. გამარჯვებულად ცხადდება სპორტსმენი, რომელიც მოწინააღმდეგეს წააქცევს, ან თუნდაც მუხლს დაადებინებს არენაზე.

"მოწვევა ჩემს სახელზე ამ სახეობის საქართველოს ფედერაციაში მოვიდა და შეჯიბრებაზე ორგანიზატორთა ხარჯებით გავემგზავრეთ.

პირველ შეხვედრაში ჩინელი სპორტსმენი არ გამომიცხადდა, შემდეგ ეტაპზებზე ინდოელ და ფინელ მოჭიდავეებს ვძლიე, ხოლო ფინალში ესტონელს ვაჯობე.

მინდა აღვნიშნო, რომ სირიმი რთული ჭიდაობაა. კორეელები ზრუნავენ მის პოპულარიზაციაზე და ნებისმიერი ჩემპიონით ამაყობენ.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება. ახლა მიწვეული ვარ კორეაში, ამ სახეობისთვის მეტად სერიოზულ შეჯიბრებაზე. იქ გამარჯვება არანაკლებ პრესტიჟულია" - გვითხრა დავით კარბელაშვილმა.

დავამატებთ, რომ ეს გორელი ფალავანი სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია ახალგაზრდებს შორის, ხოლო დიდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნახევარფინალში თუშიშვილი დაამარცხა - საბა ინანეიშვილი ქართულ ჭიდაობაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართა შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ასე აღნიშნა ლაშა ბექაურმა ტატო გრიგალაშვილის მსოფლიო ჩემპიონობა [VIDEO]
შენგელია საუკეთესოდ გაისარჯა, მაგრამ ტრავმა მიიღო
დიდი 10 | ბათუმი 14:14 ხარები
ორბმა და თსუ-მ იმარჯვეს და სუპერლიგის ცხრილში გალიდერდნენ
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილის პირველი პრემიერლიგური "მშრალი მატჩი" და "ლივერპულის" "ასტონ ვილასთან" გამარჯვება
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" "რედ სტართან" დამარცხდა
[VIDEO] მორატამ მილინკოვიჩ-სავიჩს პენალტი ვერ გაუტანა - "ნაპოლი" "კომოს" ფრედ ეთამაშა
გამოიცანით ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასებები "ნიცასთან" მატჩში
[VIDEO] "კვარას" პასი და რამუშის გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე - პსჟ-მ "ნიცას" მძიმე მატჩი მოუგო
[VIDEO] ზივზივაძის სადებიუტო გოლი ბუნდესლიგის ახალ სეზონში - "ჰაიდენჰაიმმა" "აინტრახტთან" ქულა მოიპოვა
გიორგი ჯაბნიაშვილმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა!
"ნიცასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] პირველი გოლი ახალ სეზონში - ზივზივაძემ "აინტრახტს" გაუტანა
[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი - "ვილიარეალმა" "რაიო ვალეკანო" 4:0 დაამარცხა
"ნიურნბერგმა" მოიგო - ლოჩოშვილი შემდეგ მატჩს გამოტოვებს
16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
ენდრიკი, რომელსაც "რეალში" არ ათამაშებენ, ფრანგულ გუნდში გადაბრგდება
რემსიმ მექსიკური კლუბი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა