საქართველოს და სომხეთის ჩემპიონთა ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ "დინამოსა" და "შირაქის" ფანებმა იჩხუბეს...
...დრო იყო, ქართული და სომხური ფეხბურთის ფლაგმანების, თბილისის "დინამოსა" და ერევნის "არარატის" დაპირისპირება სავსე ტრიბუნების წინ იმართებოდა; სამწუხაროდ, 17 ივნისს გამართულმა ამხანაგურმა შეხვედრამ ქართველ ქომაგთა დიდი ინტერესი არ გამოიწვია.

არადა, საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონების პაექრობას არაფერი დაეწუნებოდა.

რა თქმა უნდა, ახალი სეზონის პირველ მატჩში (მით უფრო, ამხანაგურში) ნებისმიერი გუნდის მთავარი მწვრთნელი შედეგზე მეტად ფეხბურთელების შეთამაშებას ანიჭებს უპირატესობას.

ამ მხრივ, გამონაკლისი არც "დინამო"-"შირაქის" შეხვედრა იყო (ისე, ოდნავ გვიან რომ დაწყებულიყო, იქნებ უფრო მეტი აუდიტორიაც ჰყოლოდა): ქართულ-სომხური საფეხბურთო "ტრადიციული დაპირისპირების" გარდა, ყველას გვაინტერესებდა, თუ რა ცვლილებებით ხვდება თბილისის "დინამო" მოახლოებულ ევროტურნირებს;

...საქართველოს ჩემპიონის ძირითად შემადგენლობას ოპტიმალურს ნამდვილად ვერ დავარქმევდით: გიორგი ლორია და ირაკლი ძარია გუნდს ოდნავ გვიან შეუერთდნენ და დუშან უჰრინმაც მათი დასვენება გადაწყვიტა; მიკელ ალვარო ტრავმის გამო არ თამაშობდა, დარკო გლიშიჩი კი "დინამოს" ავსტრიაში შეუერთდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, არ უთამაშია დინამოელთა ახალწვეულს დავით კვირკველიას: 32 წლის მარცხენაფლანგელმა 17 ივნისს, შუადღისას გააფორმა კონტრაქტი იმ გუნდთან, რომლის შემადგენლობაშიც 2003-04 წლებში ყველაფრის მოგება (საქართველოს ჩემპიონატი, საქართველოს თასი, "თანამეგობრობის თასი") მოახერხა.

ასეთი დანაკლისიდან გამომდინარეც იყო ძირითადში ორი "ახალი სახის" გამოჩენა: 20 წლის ლაშა შინდაგორიძე თავისთვის უჩვეულო, მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდა, უკრაინელი იგორ პროკურორი კი "დინამოში" სინჯებზეა.

სწორედ შინდაგორიძის გარღვევას მოჰყვა პირველი სახიფათო მომენტი სტუმართა კართან, თუმცა ჯაბა დვალმა ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა. ეს ყველაფერი მე-11 წუთზე მოხდა, თუმცა ამ დროისათვის ანგარიში უკვე გახსნილი იყო: "შირაქის" ლეგიონერებმა ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, სენეგალელი დამე დიოპის პასით კოტდივუარელი ისმაელ ფოფანა ჩვენს საჯარიმოში შეიჭრა და ჯერ უსტარიცი გააბითურა, მერე კი ზუსტად დაარტყა!

სხვათა შორის, ისმაელ ფოფანამ მატჩის დებიუტშივე გაიტანა გოლი, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმეს.

საერთოდაც, პირველ ტაიმში სტუმრები ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ და, სულ მცირე, ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს: ერთ ეპიზოდში კენიელი ჯორჯ ოდიამბოს გარღვევას გივი კვარაცხელია გადაეღობა, ტაიმის მიწურულს კი, როცა "დინამო" მთელი გუნდით წინ წავიდა, "შირაქმა" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და კინაღამ მეორე გოლიც გაგვიტანეს.

შესვენების შემდეგ "დინამოს" შემადგენლობაში ერთდროულად 5 ახალი ფეხბურთელი შემოვიდა, ირაკლი ლექვთაძე კი პირველ ტაიმშივე გამოჩნდა და მატჩის ბოლომდე ერთობ აქტიურიც გახლდათ. თუმცა, დინამოელთა შემადგენლობაში ყველაზე გამორჩეულნი ცენტრალური ნახევარმცველები, 29 წლის პეტერ გრაიციარი და 20 წლის გიორგი პაპავა გახლდნენ. ეს უკანასკნელი მეტოქეს კონტრიერიშების საშუალებას ხომ არ აძლევდა, ამასთან, შეტევაშიც ხშირად მიდიოდა და შორი თუ საშუალო მანძილიდან ზედიზედ სამჯერ სახიფათოდ დაარტყა.

ახალგაზრდა "საყრდენს", ბოლოს და ბოლოს, ეს აქტიურობა დაუფასდა: ელგუჯა გრიგალაშვილმა და გიორგი მიქაბერიძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ბევრი იბრძოლეს, მერე კი პაპავამ ფეხის წვერით ბურთი მეტოქის კარის "ცხრიანში" გაგზავნა!

არანაკლებ "დაგეშილი" იყო გოლზე გრაიციარიც: სლოვაკი ნახევარმცველი ასევე შორეული დარტყმებით ცდილობდა ბურთის გატანას, მაგრამ "შირაქის" მეკარეს, არუთინ არუთინიანს ვერ აჯობა. გოლის შანსი ჰქონდათ ჩისკოს, გიორგი გველესიანს და ირაკლი ლექვთაძეს და საერთოდაც, უნდა ითქვას, რომ მეორე ტაიმში "დინამოს" უპირატესობა აშკარაზე მეტი იყო.

აი, რაც შეეხება სტუმრებს, მხოლოდ ორჯერ შემოგვიტიეს და ორჯერვე დინამოელთა მარცხენა ფლანგი "ჩავარდა", - არადა, ორივე ეპიზოდში სტუმრებს დამაგვირგვინებელ ფაზაში ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, თბილისიდან გამარჯვებულები წავიდოდნენ. მით უფრო, რომ ბოლო მომენტი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში შექმნეს.

იხილეთ ვიდეო

საბოლოოდ კი ისეთი შედეგი დაფიქსირდა, ასეთი შინაარსის მატჩებისათვის რომ არის "დამახასიათებელი". საერთოდაც, მთელი მატჩი უაღრესად კორექტულად მიმდინარეობდა, მაგრამ აი, მოედნის მიღმა კი ვერ მოხდა კარგი ამბავი: შეხვედრის დასრულების მერე "დინამოსა" და "შირაქის" ფანებმა იჩხუბეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

თბილისის "დინამოს" ავსტრიული შეკრების სპარინგ-პარტნიორები ცნობილია

დუშან უჰრინი: არ ვფიქრობ, რომ ქართველებს განსხვავებული მენტალიტეტი გაქვთ

რომან ფიფია: არ ვითამაშებთ იმ ქალაქში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება

თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა

maqsime mesxi
ვერ გავალთ ვერააააააააააააააააააააა!!!! ეს არის გუნდის გაძლიერება?
merabi
უცხოურ გვარებს რომ ვკითხულობ 70-იანი წლები მახსენდება. ბ-ნი კოტე მახარაძე გადმოსცემდა კალათბურთის მატჩს და ასე ამბობდა: "პირდაპირ ცეცხლი დაანთეს ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქის მოედანზე - მილოვიდოვი, კაპუსტინი, დერიუგინი, ბოროდაჩევი, სტყორცნის, არის.
jibo
ამის მერე ევროპის ლიგაზე გავალთ? ჩემპიონთა ლიგაზე არ ვამბობ არაფერს, აუცილებელია რომელიმე მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება, სხვანაირად არაფერი გამოვა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
გიორგი პაპავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
გიორგი პაპავამ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააგრძელა
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
10-ბალიანი სისტემა - თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების შეფასება "გაბალასთან" მატჩში
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორგი პაპავა: ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ჩემს კარიერაში რაღაც ახალი უნდა დაწყებულიყო
თბილისის "დინამო" კაპიტანმა დატოვა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა
"დინამოდან" წასული კაპიტანი გიორგი პაპავა კარიერას უზბეკეთში გააგრძელებს