საქართველოს ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ნაკრები უნგრულ დიორში ჩატარებულ 15-წლამდელთა ევროპის თასზე დიდი წარმატებით გამოვიდა
საქართველოს ჭაბუკთა უმცროსი ასაკის ნაკრები დიდი წარმატებით გამოვიდა უნგრულ დიორში ჩატარებულ 15-წლამდელთა ევროპის თასზე.

თამაზ კარიაულმა, გიგა ბოჭოიძემ, ნესტორ ხერგიანმა და დავით თევდორაძემ უნგრეთში 14 მონაწილე წაიყვანეს (მათ შორის - გოგოებიც), რომელთაგანაც 13-მა მედალი მოიპოვა, ერთი კი მეხუთეზე გავიდა, ანუ ბრინჯაოსთვის პაექრობა დათმო.

ჩვენებურთა საერთო მონაგარი ბრინჯაოა. აქედან 2-2 ვერცხლი და ბრინჯაო გოგოების მოპოვებულია.

ტურნირის გამარჯვებულები ნიკოლოზ კობაიძე (40), შათირ შერაზადიშვილი (66), ოთარ გოგიძე (73) და ამირან წიქორიძე (+81) გახდნენ. ალექსანდრე მამიაშვილი (50), ალექსანდრე სულაკაძე (60), ნატა ყიფშიძე (40) და ეთერ ლიპარტელიანი (52) მხოლოდ ფინალში დამარცხდნენ, მესამე საპრიზო ადგილზე კი გიორგი თუთაშვილი (40), გიორგი მღებრიშვილი (45), ნუგზარ ტაბლიაშვილი (55), ნინო მგელაძე (48) და სალომე მჭედლიშვილი (63) გავიდნენ.

უმედლოდ მხოლოდ მარიამ თოდუა (44) დარჩა, თუმცა მასაც ერთი მოგება დააკლდა კვარცხლბეკამდე.

ეს ის ასაკია, რომელმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზოს. იმ შეჯიბრებისთვის მოზარდები საგანგებო პროგრამით ემზადებიან და მისასალმებელია მათი ასეთი კარგი გამოსვლა. მით უფრო, რომ ტურნირი ფრიად წარმომადგენლობითი და ძალზე ძლიერი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართული ფინალი ავსტრიის გრან-პრიზე - ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ავსტრიის გრან-პრიზე ქართული ფინალი შედგება
[VIDEO] პირველი დღე უმედლოდ - მარგველაშვილი ავსტრიის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო