ვეტერანს ჟოზე მოურინიოსთან ხელახლა თანამშრობლობა ახარებს
ფრენკ ლემპარდი 2012/13 წლების სეზონის დაწყებამდეც ითვლებოდა "ჩელსის" ცოცხალ ლეგენდად, დასრულების შემდეგ კი ეს ტიტული უფრო ლეგიტიმური გახდა.

34 წლისამ მან მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ნახევარმცველია, გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. დიდწილად, ჟოზე მოურინიოს ხათრით, კლუბმა მასთან თანამშრომლობა ერთი წლით გააგრძელა. ვეტერანი პორტუგალიელთან მომავალ თანამშრომლობას მოუთმენლად ელის. შეგახსენებთ, რომ ისინი 2004/07 წლებში უკვე მუშაობდნენ ერთად.

"ჟოზე შესანიშნავი მწვრთნელია. ეს ფრაზა იმდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ალბათ ყველას მოვაბეზრე თავი. მისი დიდი დამსახურებაა ჩემი ზრდა პროფესიულ ასპარეზზე. მადლობა მას, რომ ხელი შემიწყო განვითარებაში. ის ყოველთვის ახერხებს გუნდში ისეთი ატმოსფეროს დანერგვას, რომ გარეგნული დაკვირვებაც საკმარისია დასკვნისთვის, რომ ძალიან ძლიერია.

მიყვარს სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი. მიყვარს საწვრთნელი პროცესი და ფორმაში დაბრუნება შვებულების შემდეგ. ერთთვიანი მოგზაურობების დასრულებისთანავე საქმეზე კონცენტრირება მსიამოვნებს. ინტენსიური საწვრთნელი პროცესი არ ნიშნავს, რომ ფორმას მომენტალურად აკრეფ, მაგრამ რასაც აკეთებ, ეს არის საფუძვლის ჩაყრა მთელი დარჩენილი სეზონისთვის. სწორედ ამიტომ ის უმნიშვნელოვანესი ეტაპია თითოეული ფეხბურთელისთვის.

მწვრთნელებს ჩემზე ყოველთვის განსხვავებული გავლენა ჰქონდათ. თუკი მათთან მუშაობით არ გამომდიოდა ის, რისი მიღებაც მსურდა, დამატებითი შრომის ხარჯზე ვცდილობდი ამის გაკეთებას. ჩემი საქმე ყოველთვის მე უნდა ვაკეთო. თუკი არ მოვინდომებ, სეზონს ცუდ ფორმაში შევხვდები. შესაძლოა, შედარებით პატარა და ტექნიკური ფეხბურთელებისთვის ფორმაში შესვლა იოლი იყოს, მაგრამ როცა ბევრად უფრო მსხვილი აღნაგობა გაქვს, კონდიციების 100%-ის აღსადგენად უფრო მეტი მუშაობა გმართებს.

აზიურ და ამერიკულ ტურნეებს მოუთმენლად ველოდებით. ორი კვირის გატარება იმ ქვეყნებში, სადაც "ჩელსის" ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, სარგებლობას მოგვიტანს. აზიაში ჩვენ ორი წლის წინაც ვიყავით და ახლაც სიამოვნებით გავემგზავრებით. ყოველ ჯერზე ვხედავთ, როგორ მხურვალედ გვიჭერს ხალხი მხარს და თანდათან როგორ იზრდება მათი რაოდენობა. ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ წარმატებებთან, რომელსაც გუნდმა ბოლო წლებში მიაღწია.

ამასთან, კლუბშიც სერიოზულად მუშაობენ, რომ უფრო პოპულარულები გავხდეთ. მადლობა იმ გულშემატკივრებს, რომლებიც მოდიან ჩვენს სანახავად სასტუმროებში, ვარჯიშებზე. ტურნეების დროს ყოველთვის გვინდა ხოლმე საპასუხო სითბო ჩვენც გავიღოთ.

უმნიშვნელოვანესი წელიწადია. ძალიან მინდა, რომ ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლით ვითამაშო. ამისთვის აუცილებელია, "ჩელსიში" სტაბილური სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ასე რომ, მოყოლებული მოსამზადებელი პერიოდიდან, ყოველდღიურად უნდა ვამტკიცო, თუ რა შემიძლია. რაც შეეხება ნაკრებს, მინდა ვიფიქრო, რომ თუკი კლუბში კარგად ვითამაშებ, შანსი იქაც მომეცემა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ოქროს ფეხი": ვინ გახდება ლეგენდა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
ოფიციალურად: ლამპარდმა ინგლისური კლუბი ჩაიბარა
'ეს არასწორი იქნება' - ლამპარდმა რონალდო და მესი შეადარა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"ტერის და ლამპარდს საკუთარი იახტა დაუთმო, მე კი ..." - ჯო კოულმა რომან აბრამოვიჩზე ისტორია გაიხსენა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
უკვე ანრიზე წინ - სალაჰი ბრწყინვალე სეზონს აგრძელებს
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს