კარლო ანჩელოტი "რეალში" გაამართლებს
"მილანის" და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო მალდინი პრესის ფურცლებზე იშვიათად ჩნდება, მისი ინტერვიუ კი ნამდვილად მისწრებაა. პაოლოს სათქმელი დაუგროვდა და ჯობია, საქმეზე გადავიდეთ...

- კონფედერაციათა თასს თუ ადევნებთ თვალს?

- ყველა თამაში ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ იტალიის ნაკრების მატჩებს მივადევნე თვალი. "სკუადრა აძურა" კარგად უტევს, დაცვაში კი სერიოზული პრობლემებია. თუმცა, ჩვენს ნაკრებში დიდებული უკანახაზელები არიან და მჯერა, რომ ხარვეზები მალე აღმოიფხვრება.

- მარიო ბალოტელის გარეშე ესპანეთთან რა შანსები გვაქვს?

- იტალიის ნაკრები ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობს და ასეთ დროს მარიო ბალოტელი მართლაც ფასდაუდებელია. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო ბრაზილიაში ჯამპაოლო პაცინი ვერ გაემგზავრა, რომელიც ბალოს უპირველესი შემცვლელი იქნებოდა. ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ უშანსოდ არც ჩვენ ვართ.

- ბევრმა ბალოტელი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ბრაზილია ნაადრევად დატოვა და თუნდაც ტრავმიანი, გუნდთან ერთად არ დარჩა...

- ფეხბურთელებმა უკან გრძელი და დამღლელი სეზონი მოიტოვეს, ამიტომ მათი გაკრიტიკებისას მეტი სიფრთხილე გვმართებს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი არც ისე შორსაა, მარიოს კი შანსი მიეცა, ცოტა მეტი ხნით დაისვენოს, რაც უნდა გამოეყენებინა კიდეც. ბალოტელის ქმედებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- "მილანის" სატრანსფერო კამპანიას როგორ შეაფასებთ?

- ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთება, უდავოდ, გამართლებულია, სხვა საინტერესო კი ჯერჯერობით არაფერი მომხდარა. ფაქტია, კლუბის მესვეურებს ტრანსფერებისთვის დიდძალი თანხები არ აქვთ და ამიტომ ვარსკვლავთა მოსვლას არ ველოდები. კარგი იქნება, თუ ყველა რგოლში თითო მაღალი კლასის ფეხბურთელს დავიმატებთ.

- მასიმილიანო ალეგრის მილანური კარიერა ბეწვზე ეკიდა. თქვენ თუ ემხრობით კლუბის მესვეურთა საბოლოო გადაწყვეტილებას?

- მასიმილიანოს გათავისუფლება დიდი სისულელე იქნებოდა, რადგან არსებული რესურსით, უფრო მეტს ვერც სხვა მწვრთნელს მოვთხოვდით. "მილანი" ჩემპიონთა ლიგიდან "ბარსელონამ" გააგდო, გუნდმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კოლოსალურ თანხად ნეიმარი გაიფორმა. ესპანური და ინგლისური გრანდები ფინანსურად ბევრად ძლიერები არიან და მათთან კონკურენციაში, დღეს ნებისმიერი მწვრთნელი აუტსაიდერი იქნება. ამიტომ ალეგრის დატოვებას თავიდანვე მივესალმებოდი.

- კარლო ანჩელოტი მადრიდის "რეალის" მწვრთნელია. გაამართლებს ესპანელთა არჩევანი?

- ანჩელოტი ყველაზე უკეთ აკონტროლებდა გასახდელში ვითარებას, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. კარლო სიმშვიდის გარანტია, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფორმულაა. სწორედ ამის ხარჯზე დაიპყრო მწვერვალები ჯერ "მილანში", შემდეგ "ჩელსიში" და შემდეგ პსჟ-ში. დარწმუნებული ვარ, ანჩელოტი მადრიდში წარმატებულად იმუშავებს.

- არის ვერსია, რომ ანჩელოტის "რეალში" თქვენი წაყვანა სურს...

- ასისტენტად თუ სერხიო რამოსს უნდა შევუწყვილდე დაცვაში? – ამის შესახებ არაფერი მსმენია და თუ რამე გავიგე, ნამდვილად არ დაგიმალავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩეზარე პრანდელი: ნამდვილი ფეხბურთი წარსულიდან

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"შეცდომა დაუშვეს, გუნდმა სულისკვეთება დაკარგა" - ლეონარდო "მილანიდან" პაოლო მალდინის გათავისუფლებაზე
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
მალდინის რეკორდი დამხობილია - ტეო ერნანდესი "მილანის" ისტორიაში შევიდა
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"ვენესუელა თავისუფალია" - მალდინი მადუროს დაკავებამ გაახარა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
მალდინიმ "მილანის" მოწვევაზე უარი განაცხადა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
დიეგო მარადონა: წაგების მიუხედავად, ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთესია
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
არც მალდინი და არც ნესტა - ტოტიმ დაასახელა მცველი, ვის წინააღმდეგ თამაშიც ყველაზე მეტად უჭირდა
ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება