პირველ ჩოგანს ტომი ჰაასთან ბრძოლა ელის
უიმბლდონი ტრადიციას არ ღალატობს და ჩოგბურთელებს დასვენების დღე ჰქონდათ, შაბათს კი ამინდმა ორგანიზატორებს საშუალება მისცა მესამე წრე დაესრულებინათ და ორშაბათს ყოველგვარი გადადებული მატჩის გარეშე შეხვედროდნენ.

ფედერერისა და ნადალის გავარდნის შემდეგ, მამაკაცებს შორის უიმბლდონს ორი მთავარი ფავორიტი შემორჩა - ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარეი. და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, ვინ უფრო დამაჯერებლად მოიგებს თავის შეხვედრას. ჯერჯერობით, ორივენი ძალიან იოლად მიიწევენ წინ. მარეიმ მერვედფინალის საგზური პარასკევს მოიპოვა, ჯოკოვიჩს კი მეორე დღეს მოუწია თამაში ფრანგი ჟერემი შარდის წინააღმდეგ. სერბმა მხოლოდ შვიდი გეიმი წააგო, 86 წუთის განმავლობაში კი საკუთარ გეიმებში მხოლოდ ექვსი ქულა დათმო. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ჯოკოვიჩის 50-ე მოგება კარიერაში ბალახის საფარზე და ის ზედიზედ მეხუთე გავიდა უიმბლდონის მერვედფინალში.

სავარაუდოდ, მსოფლიოს პირველ ჩოგანს გაცილებით მეტი ჯაფა დაადგება შემდეგ წრეში, სადაც მას გერმანელი ტომი ჰაასი დაუპირისპირდება. მათ შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშია - 5:3 სერბის სასარგებლოდ, მაგრამ, გერმანელმა ბალახზე ორიდან ორჯერ მოუგო ჯოკოვიჩს.

35 წლის ჰაასი, რომელიც მერვედფინალისტებს შორის ყველაზე ასაკოვანია, მესამე წრეში უიმბლდონის სამგზის მეოთხედფინალისტ ფელისიანო ლოპესს ხვდებოდა. ესპანელმა ბრწყინვალედ ჩაატარა პირველი სეტი - პირველ მოწოდებაზე ყველა ქულა აიღო და მხოლოდ ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მაგრამ, შემდეგ ვეტერანმა სრული კონტროლი დააწესა თამაშზე და 43 "ვინერსი" და 18 ეისი მიითვალა.

უჭირს ტოპ-ოთხეულის წევრს დავიდ ფერერს, რომელსაც ხუთსეტიანი მარათონის გადატანა მოუწია უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვთან მატჩში, თანაც, სეტებს შორის ორჯერ აგებდა. ესპანელის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მეტოქისგან ბოძებულ შანსებს ვერ იყენებდა და 24 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ 10 გარდასახა მომგებიან ქულაში. სამაგიეროდ, შთამბეჭდავი იყო დავიდის 56 "ვინერსი". მერვედფინალში ფერერი ხორვატ ივან დოდიგს შეხვდება.

როგორც ჩანს, კარგ ფორმაშია არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც აპირებს პრობლემები შეუქმნას ფავორიტებს. ტურნირის მერვე ნომერმა 28 "ვინერსი" დააგროვა სლოვენიელი გრეგა ჟემლიას წინააღმდეგ და პირველი მოწოდებით ქულების 87 პროცენტი აიღო. არგენტინელის შემდეგი მეტოქე იქნება იტალიელი ანდრეას სეპი, რომელთანაც ხუნ მარტინს სამიდან სამი მოგება აქვს. აპენინელმა დაამტკიცა, რომ ხუთსეტიანი მატჩების სპეიციალისტია - 1:2-დან კეი ნიშიკორის 6:1, 6:4 მოუგო მეოთხე და მეხუთე პარტია და კარიერაში 28-დან მე-17 ხუთსეტიანი შეხვედრა მოიგო.

შაბათს, განთესილ ჩოგბურთელებსაც ჰქონდათ პრობლემები. ცენტრალურ კორტზე რიშარ გასკემ წააგო ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან. ფრანგმა დათმო პირველი პარტია, მეორეში სამი სეტბოლი მოიგერია და მოიგო. რიშარმა თითქოს ფსიქოლოგიურად გატეხა ახალგაზრდა ავსტრალიელი, მაგრამ ტომიჩი, როგორც ეს ჩვევია, არ ამოვარდა რითმიდან, დამაჯერებლად ჩაატარა შემდეგი ორი პარტია და დამსახურებულად მოუგო მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს.

1/16 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ჟერემი შარდი (საფ, 28) 6:3, 6:2, 6:2; ტომი ჰაასი (გერ, 13)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 4:6, 6:2, 7:5, 6:4; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-რიშარ გასკე (საფ, 9) 7:6(7), 5:7, 7:5, 7:6(5); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 27) 3:6, 6:3, 6:4, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 26) 6:7(6), 7:6(2), 2:6, 6:1, 6:2; ივან დოდიგი (ხორ)-იგორ სისლინგი (ჰოლ) 6:0, 6:1, 1:0 უარი; ანდრეას სეპი (იტა, 23)-კეი ნიშიკორი (იაპ, 12) 3:6, 6:2, 6:7(4), 6:1, 6:4; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 8)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 7:5, 7:6(3), 6:0; ლუკაშ კუბოტი (პოლ)-ბენუა პერი (საფ, 25) 6:1, 6:3, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ)-ერნესტ გულბისი (ლატ) 6:2, 6:4, 6:4; კენი დე სხეპერი (საფ)-ხუან მონაკო (არგ, 22) 6:4, 7:6(8), 6:4; მიხაილ იუჟნი (რუს, 20)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 6:3, 6:4, 7:5.

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ჰაასი (13); ტომიჩი-ბერდიხი (7); ფერერი (4)-დოდიგი; სეპი (23)-დელ პოტრო (8); კუბოტი-მანარინო; იანოვიჩი (24)-მელცერი; ვერდასკო-დე სხეპერი; იუჟნი (20)-მარეი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უიმბლდონი 2013: ენდი მარეი იოლად იგებს

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
სტამბოლის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
US OPEN 2016. II დღე: დღის ციფრი და სკანდალი
ᓠᓝᓚᓐᓜ ᕒᓐᕠᕝᕡᓘ: ᕜᕐᕓᓐᓚᕡ ᓒᕖᓐ ᓮᓡᓜᓘᓚᓘ ᕐᓥᓕᓡ
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
მოაშორეთ ეს იდიოტები!
ბოგოტა ბერნარდ ტომიჩის ქალაქია
როჯერ ფედერერმა დაბრუნების თარიღი დააანონსა
როჯერ ფედერერი წაგებით დაბრუნდა
სტამბოლის ტურნირი: ბასილაშვილი ერთეულებში პირველივე წრეში დამარცხდა
ბერნანდ ტომიჩი მაიამის სასტუმროში დააპატიმრეს
ბერნანდ ტომიჩის კონფლიქტი ავსტრალიაში
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
ავსტრალიის ღია პირველობა: რაონიჩი უკვე დიდი ბიჭია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს ყოფილი მეორე ჩოგანი ტომი ჰაასი დაამარცხა [VIDEO]
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ᓡᓯᓝᓑᓓᓐ, ᓢᓧᓣᓞᓔᓑᓗᕐᓜ ᓓᓐᓠᓩᓔᓜᓘᓚᓘᓧᓝ
ᓐᓨᓨ-ᓘᓡ ᓦᓘᓐ ᓜᓐ ᓚᓘᓡ ᓒᓐᓠᓔᓨე ᓩᓐᓘᓕლᓘᓡ