კოლორადოს სახელგანთქმული რბოლა სებასტიანმა მოიგო
რალიში მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონმა სებასტიან ლოებმა ახალი რეკორდი დაამყარა სახელგანთქმულ რბოლაში, რომელიც Pikes Peak-ის მთაზე იმართება და მას არაოფიციალურად "რბოლა ღრუბლებში" ჰქვია. ეს შეჯიბრი კოლორადოს შტატში 1916 წლიდან ტარდება.

სხვადასხვა დროს, პაიკ პიკის ბორცვზე რეკორდები ისეთ ცნობილ რალისტებს აქვთ დამყარებული, როგორებიც არიან მიშელ მუტონი, ვალტერ რიორლი, არი ვატანენი, მარკუს გრონჰოლმი და სხვები. ბევრი ამას ვერ ახერხებდა, მაგრამ თუ რეკორდი მაინც მყარდებოდა, როგორც წესი, წინა დროს რამდენიმე წამი აკლდებოდა ხოლმე.

წინა რეკორდის მფლობელი იყო რის მილენი, ამ ტრასაზე მრავალგზის რეკორდსმენის როდ მილენის ვაჟი. რისმა საუკეთესო დრო (9:46.164) შარშან, სპეციალურად შექმნილი Hyundai Genesis-ის სპორტპროტოტიპით დაამყარა და წინა რეკორდს ხუთი წამი ჩამოაკლო.

2013 წელს მოსალოდნელი იყო შედეგების სერიოზულად გაუმჯობესება, რადგან შარშანდელი რბოლის წინ, ღორღიანი მონაკვეთები ასფალტით დაიფარა და პირველად ყველა მანქანა ასფალტის ტრასისთვის მოამზადეს. სტარტზე 143 მონაწილე გავიდა. ისინი დაყოფილნი იყვნენ ავტომობილების 13 და მოტოციკლების 8 კლასად.

მთავარ კატეგორიაში (Unlimited) ფავორიტებად მიიჩნეოდნენ შარშანდელი ტრიუმფატორი რის მილენი გაუმჯობესებული Hyundai Genesis-ით და სებასტიან ლოები სპეციალურად მომზადებული Peugeot 208 T16-ით, რომელსაც 875 ცხენის ძალის ტოლფასი სიმძლავრე აქვს.

საბოლოოდ, რის მილენმა თავისი რეკორდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა - ტრასა 9 წუთსა და 2.192 წამში გაიარა, მაგრამ მის სახეზე სიხარული არ ჩანდა. ლოებმა "პეჟოთი" უჩვენა ყველას, რომ თეორიულად, ტრასის გავლა 9 წუთზე ნაკლებ დროში შეიძლება. ლოები 8 წუთსა და 13.878 წამში ჩაეტია - სწორედ ასეთია პაიკს პიკის მთის ახალი რეკორდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

სებასტიან ლოების ცხრა ტიტული

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა