პელეტონი კუნძულიდან კონტინენტზე გადაბარგდა
კუნძულ კორსიკაზე ჩატარებული სამი ეტაპის შემდეგ, ველომრბოლებმა კონტინენტზე გადაინაცვლეს და ნიცაში ამოყვეს თავი, სადაც გუშინ, 25-კილომეტრიანი დროზე განცალკევებითი გუნდური რბოლა გაიმართა.

ტრადიციულად, გუნდური რბოლა ველოსპორტის პროგრამის ერთ-ერთი საინტერესო ნაირსახეობაა. დინამიური და დაძაბული სანახაობა მაყურებელს ერთი წამით არ აძლევს მოდუნების საშუალებას. ნიცას გარშემო ჩატარებული ეტაპი სწორედ ასეთი იყო: შედარებით მოკლე დისტანცია, უბრალო რელიეფი და მაქსიმალური სიჩქარეები. გუშინ, ზოგიერთმა გუნდმა საათში 60 კილომეტრი საშუალო სიჩქარე განავითარა.

მეოთხე ეტაპს სამი ფავორიტი ჰყავდა. ერთის მხრივ, გუნდურ რბოლაში მსოფლიოს ჩემპიონი Omega Pharma-Quick Step, რომელშიც ინდივიდუალურ რბოლაში მსოფლიოს ჩემპიონი ტონი მარტინი გამოდის. გარდა ამისა, გამარჯვების პრეტენდენტებად სახელდებოდნენ - Garmin-Sharp და Team Sky. არ შეიძლებოდა Orica-GreenEdge-სა და BMC Racing Team-ის ჩამოწერა.

Omega Pharma-Quick Step ტრასაზე მეორე გავიდა და ფენომენალური დროც აჩვენა, რომელიც კარგა ხანი ორიენტირი იყო სხვებისთვის. Team Sky-მ ვერ შეძლო ლიდერობის მოპოვება. კრისტოფერ ფრუმის გუნდი ახლო იყო ლიდერთან, მაგრამ ბელგიელებთან ორი წამი მაინც წააგო. ბევრი დარწმუნებული იყო, რომ Omega Pharma-Quick Step-ს ეტაპზე გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა. Garmin-Sharp-მა საერთოდ ჩააგდო დისტანციის მეორე ნაწილი, რის გამოც, ამ გუნდმა მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა.

მაგრამ, Omega Pharma-Quick-მა მაინც ვერ მოახერხა მოგება. ავსტრალიურ Orica-GreenEdge-ს ძალიან დაეხმარა ის, რომ იცოდა კონკურენტის დრო და აქედან გამომდინარე ააწყო ტაქტიკა. მესამე ეტაპის გამარჯვებულის საიმონ გერანსის გუნდმა ბოლოსკენ ძალიან მოუმატა და ამან საშუალება მისცა, ერთი წამით ჩამოეტოვებინა უკან Omega Pharma-Quick. ამ გამარჯვების წყალობით, გერანსმა გუშინდელი ეტაპის შემდეგ ლიდერის ყვითელი მაისურიც მოირგო.

გენერალური კლასიფიკაციიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იყო კრისტოფრ ფრუმის Team Sky-სა და ალბერტო კონტადორის Saxo-Tinkoff-ის დუელი. ბრიტანელებმა მესამე ადგილი დაიკავეს, Saxo-Tinkoff კი ბევრით არ ჩამორჩა. კონტადორმა და კომპანიამ მეოთხე ადგილი დაიკავა და "თიმ სქაისთან" ექვსი წამი წააგო. ტურის მთავარ ფავორიტებს შორის ბრძოლა ჯერ წინ არის.

IV ეტაპი

1. Orica-GreenEdge - 25:56; 2. Omega Pharma-Quick Step - +0:01; 3. Team Sky - +0:03; 4. Saxo-Tinkoff - +0:09; 5. Lotto-Belisol - +0:17; 6. Garmin-Sharp - +0:17...

საერთო ჩათვლა

1. საიმონ გერანსი (ავსტრა, Orica-GreenEdge) - 12:47.24; 2. დერილ იმპი (ს. აფრ, Orica-GreenEdge) - იგივე დრო; 3. მიხაელ ალბაზინი (შვეიც, Orica-GreenEdge) - იგივე დრო; 4. მიხალ კვიატკოვსკი (პოლ, Omega Pharma-Quick Step) - +0.01; 5. სილვენ შავანელი (საფ, Omega Pharma-Quick Step) - იგივე დრო; 6. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორ, Team Sky) - +0.03; 7. კრისტოფ ფრუმი (ბრიტ, Team Sy) - იგივე დრო; 8. რიჩი პორტი (ავსტრა, Team Sky) - იგივე დრო; 9. ნიკოლას როში (ირლ, Saxo-Tinkoff) - +0.09; 10. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - იგივე დრო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მე-100 ტურ დე ფრანსის უცნაური დასაწყისი

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი
ტურ დე ფრანსი 2013: ფრუმის ჰეთ თრიქი
ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა
ტურ დე ფრანსი - კრის ფრუმი: მე ლენს არმსტრონგი არ ვარ
ტურ დე ფრანსის გამარჯვებულს ახალთახალი "იაგუარი" აჩუქეს
ტურ დე ფრანსი 2013: არის პირველი ფრანგული გამარჯვება!