11 Freunde: ლევან კობიაშვილისთვის კარიერის დასასრული ჯერ ადრეა

გერმანულ საფეხბურთო ჟურნალ 11 Freunde-ში ლევან კობიაშვილის შესახებ ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

შტეფან ჰერმანსი, 11 Freunde:

ლევან კობიაშვილი 10 ივლისს 36 წლის ხდება. თმაში ჭაღარაც შეეპარა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი კარიერის დამთავრებაზე არ ფიქრობს.

კობი "ჰერტასთან" ერთად პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის ისევე გულმოდგინედ ემზადება, როგორც მაშინ, როცა პირველად ჩამოვიდა გერმანიაში და "ფრაიბურგთან" ერთად თავისი პირველი ბუნდესლიგური სეზონისთვის ემზადებოდა.

ლევან კობიაშვილისთვის ყოველი სეზონის წინა პერიოდი ისეთივეა, როგორიც მისი ხანგრძლივი კარიერის პირველი სეზონი იყო. ახლა კი ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ბერლინის "ჰერტას" მეკარეების მწვრთნელად რიხარდ გოლცი დაინიშნა, რომელიც 1998-დან 2003 წლამდე "ფრაიბურგში" კობის თანაგუნდელი იყო.

"მაშინ ლევანი ძალიან ახალგაზრდა იყო", - იხსენებს გოლცი, ახლა კი კობიაშვილი "ჰერტას" ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა. მომავალ კვირაში კობი 36 წლის ხდება და თმაში უკვე პირველი ჭაღარები შეეპარა.

"ჩემს ასაკში სხვები უფრო გაჭაღარავებულები არიან ხოლმე, - ამბობს ლევანი. - მე კიდევ არა მიშავს..."

ლევანს მართლაც არა უშავს - ვეტერანი ქართველი ფეხბურთის თამაშს განაგრძობს. არ იცის და არც უნდა იმის დათვლა, თუ მერამდენე მოსამზადებელ შეკრებას გადის. ცხადია, რომ ისეთი მოქნილი და სწრაფი აღარაა, როგორც ახალგაზრდობაში იყო, მაგრამ...

"ასაკის მატებას, რა თქმა უნდა, ვგრძნობ. ნელ-ნელა ხვდები, რომ შენი კარიერა დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და სანამ შემიძლია, ფეხბურთის თამაშს არ შევწყვეტ", - ამბობს კობიაშვილი.

ფეხბურთელის რანგში კობის "ჰერტასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ხელშეკრულებაში პლუს ერთწლიანი პუნქტიცაა, ოღონდ ლევანმა ჯერ არ იცის, გაისად ისევ ფეხბურთელი იქნება თუ ბერლინურ კლუბში სხვა პოზიციაზე დასაქმდება.

ფაქტია, რომ სპორტული მენეჯმენტის სწავლა დაიწყო, მწვრთნელობაზე კი ნაკლებად ფიქრობს:

"ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ჩემი ცხოვრება ფეხბურთის გარეშე ვერ წარმომიდგენია".

მას მართლაც ისეთი კარიერა აქვს, რომ ფეხბურთიდან სამუდამოდ წასვლა ამთავითვე უნდა გამორიცხოს: მარტო გერმანიაში მას 422 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.

ყველაფერი 1998 წლის იანვარში დაიწყო, როცა თბილისის "დინამოში" 17 წლის კობიაშვილის დებიუტი შედგა.

"ლევან კობიაშვილი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ თუ ნამდვილი პროფესიონალი ხარ და სერიოზულად ვარჯიშობ, ფეხბურთს მაღალ დონეზე 36 წლის ასაკშიც ითამაშებ", - ეს რიხარდ გოლცის სიტყვებია.

ლევანი თითქმის ყველა გუნდში მწვრთნელის მარჯვენა ხელი გახლდათ - ასე იყო "ფრაიბურგში", ასე იყო "შალკეში" და ასეა "ჰერტაშიც". ბერლინელთა ამჟამინდელი დამრიგებელი იოს ლუჰუკაი ვარჯიშებზე უმეტესად კობიაშვილის მხარდამხარ დარბის ხოლმე.

"კობისთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა. ლევანი ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან ბევრ რამეს გამოხატავს!" - ამბობს ლუჰუკაი.

როდესაც "ჰერტამ" კობიაშვილს შვიდთვიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად მაინც ახალი კონტრაქტი გაუფორმა, ლუჰუკაი, რომელიც იმ დროს ახალი მწვრთნელი იყო, ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ჩანდა, მაგრამ ბერლინელთა თავკაცმა ამ ერთ წელიწადში კობი კარგად გაიცნო და აზრიც შეიცვალა.

ლუჰუკაი ახლა კობიაშვილზე მხოლოდ დადებით კონტექსტში საუბრობს და მას "ენითაუწერელ პროფესიონალიზმთან" ერთად, ფიზიკურ კონდიციებსაც უქებს. ფაქტია, რომ დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ ლუჰუკაი კობის თითქმის ყველა მატჩში ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა, ფეხბურთელისთვის კი ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

24-ე ტურის შემდეგ ლევანი მხოლოდ ერთხელ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში, რასაც ნახევარწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თვითონაც არ ელოდა.

"მიუხედავად ასეთი დიდი პაუზისა, ლევანი შესანიშნავ ფორმაში იყო", - იხსენებს "ჰერტას" მწვრთნელი.

შესაბამისად, დიდი შანსია, რომ კობიმ პირველ ბუნდესლიგაშიც ხშირად ითამაშოს. მისი მიზანი ჯანმრთელობის შენარჩუნება და რამდენიმე მატჩის ჩატარებაა. დაცვის მარცხენა ფლანგისთვის "ჰერტამ" 25 წლის იოჰანეს ვან დერ ბერგი დაიმატა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კი, სადაც ლუჰუკაიმ კობიაშვილი პირველ ტესტ-მატჩებში გაამწესა, ბერლინელებს 27 წლის ჰაიმე ჰოსოგაი დაემატათ...

"ვინ იცის, რომელ სიტუაციაში და რომელი პოზიციისთვის დავჭირდები მწვრთნელს. ფაქტია, რომ მთელი სეზონის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვითამაშო. ჩემმა კონკურენტებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბევრი შრომა მოუწევთ", - ამბობს კობიაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფოტოფაქტი: კობ-ი-აშვილი

ლევან კობიაშვილი: როცა საქმე კარგად მიდის, არავინ არჩევს იოზილსა და მიულერს

კობიაშვილმა "ჰერტას" მოაგებინა, "ილიჩევეცს" ოქრიაშვილმა უშველა [VIDEO]

ლევან კობიაშვილმა ბუნდესლიგაში დაბრუნება ლუდის შხაპით აღნიშნა

ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!

მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს

viva kobi
დინამოს ბოლო ამხანაგურ თამაშზე როცა კალაძე რონალდოსტან და სჰევჩენკოსთან ერთად სამთავრობო ლოჟაში პოზიორობდა კობიაშვილი როგორც რიგითი გულშემატკივარი შვილებთან ერთა კუპეში იჯდა მშვიდად ადევნებდა თვალს ფეხბურთს. ჩემს თვალში კი კობი გაცილბით დიდი კაცია ვიდრე კალაძე რადგან საქარტვლოსტვის გაცილებიტ მეტი აქვს გაკეტებული და არც აპიარებს
kobiiiiiiiiiiiii
თავმდაბალი, ფეხბურთზე შეყვარბული (ჰალსტუხზე არ გაცვლის ნაკრებს) და პატრიოტი კალაძისაგან განსხვავებით, ქეცბაიას მაგრად შეეშალა კობის რომ აღარ იძახებს ნაკრებში
zuka
მაგარი ადამიანი, შრომისმოყვარე და სტაბილური,
tony -"Georgian Dream"
წარმატებებს გისურვებ!!!
vaskulat
ხორვატიასთან ისტორიული გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი,კობი FOREVER
2
კობის არასოდეს დაივიწტებს ქართველი გულშემატკივარი, რადგან კობი დიდ ფეხბურთს თამაშობდა და იგი როგორც ადამიანი დიდი პიროვნებაა
zveli gulshematkivari
ეჰ, როგორ მწყდება გული იმაზე, რომ კობის თაობა ისე წავიდა ან მიდის ფეხბურთიდან, რომ ნაკრების დონეზე ვერ მიაღწიეს წარმატებებს. მე კი ვთვლი, რომ ისინი (ტყუპები, კობი, იაშკა, კალა, ნემსო, ჯამარა, გიო, დემე, ყაველა და ა.შ)არანაირად არ არიან ამაში დამნაშავენი. პირიქით, იმათ ვისაც ეს ევალებოდა, ვერ გამოიყენა ბოლომდე მათი შესაძლებლობა და ტალანტი. საკითხავია, როდისღა გვეყოლება ასეთი თაობა? ღმერთმა ქნას, რაც შეიძლება მალე.

დიდი ქართველი!!!ღმერთმა უმრავლოს საქართველოს კობიაშვილისა და იაშვილის ნაირი ქართველები,სამშობლოს მოყვარულნი,საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ კაცურად მატარებელნი,თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები.მიეცით კობისა და იაშკას რაიმე ღირსების ორდენი ქართველი კაცის სახელის ვაჯკაცურად ტარებისთვის.ესენი არიან უდიდესი მაგალითი ყველა ასაკის ქართველისთვის,თუ რა შეუძლია სამშობლოს სიყვარულსა და დაუღალავ შრომას.თქვენ საქართველოს უყვარხართ დიდო ქართველებო!!!
guja_kakhadze
დღევანდელი ფეხბურთი ინტელექტის გარეშე ძნელად წარმოსადგენია. წარმატებები კობის!
შაკო
"ჩემმა კონკურენტებმა კი უნდა იცოდნენ, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად ბევრი შრომა მოუწევთ" - მაგარი ხარ კობი! 1998 წლის კი არა 1994 წლის იანვარში ქონდა დინამოში დებიუტი. 1996 წლიდან უკვე ნაკრებშია.
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
ლევან კობიაშვილი: ოლივერ კანს 20 მეტრიდან რომ გავუტანე...
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა უკანასკნელი შეკრება დაასრულა
"ბილდი": ლევან კობიშვილმა რობერტ ლევანდოვსკი დაჩაგრა!
ვინ გაივლის ბეწვის ხიდზე? ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატები
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ᓚ
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
Cool! ლევან კობიაშვილი "ჰერტას" მწვრთნელმა შეაქო
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა