ყველა ჩემპიონი
მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალების ფინალში უცნაური შემადგენლობა მივიღეთ. ჯერ ერთი, გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ტოპ-ათეულის მიღმა მყოფი ჩოგბურთელები; გარდა ამისა, ფინალისტებს აქამდე არ ჰქონდათ მოგებული "დიდი სლემის" ტურნირი. ასეთი რამ ბოლოს 1998 წელს მოხდა, როცა ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ფრანგი ნატალი ტოზია და ჩეხი იანა ნოვოტნა.

ბარტოლი ერთხელ უკვე იყო უიმბლდონის ფინალში, როცა ვენუს უილიამსთან წააგო. ეს მისი მეორე ცდა იყო, თუმცა ფინალი უფრო აქტიურად საბინ ლისიცკიმ დაიწყო, რომელმაც პირველივე გეიმში ორმაგი ბრეიკ-პოინტის მოპოვება შეძლო. ბარტოლიმ საფრთხე მოიგერია, მაგრამ იქვე ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი გეიმი დათმო.

თითქოს ეს იმას ნიშნავდა, რომ ფრანგი ზედმეტად ნერვიულობდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. მარიონი უფრო დამაჯერებელი და მშვიდი იყო, ვიდრე გერმანელი. ლისიცკიმ მაშინვე დაკარგა მოპოვებული უპირატესობა, როცა ასევე ორმაგი შეცდომით დაასრულა საკუთარი გეიმი. ამის შემდეგ ის შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. საბინის ცალკეული დარტყმები კარგი იყო, მაგრამ, საერთო ჯამში, უზუსტობა გაცილებით მეტი ჰქონდა. ის ვერაფრით დაწყნარდა და სასტარტო წარმატების შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი დათმო.

სეტის წაგების შემდეგ ლისიცკიმ ცოტა ხნით დატოვა კორტი და მოედანზე უფრო მობილიზებული დაბრუნდა. მან მატჩში პირველად აიღო საკუთარი მოწოდება, თან ეს ძალიან დამაჯერებლად გააკეთა, შემდეგ კი მიღებაზე ბრძოლა გაუმართა მეტოქეს. ლისიცკის ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ზოგი თავისი შეცდომებით დაკარგა და ზოგიც - ბარტოლის კარგი თამაშის გამო.

ეს გამოუყენებელი შანსები გერმანელს ძვირად დაუჯდა. მომდევნო გეიმიდან მან ისევ დაიწყო შეცდომების დაშვება და 1:5 ჩამორჩა. ისე ჩანდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო და ფინალი დაახლოებით ერთ საათში დასრულდებოდა. მეშვიდე გეიმში ბარტოლიმ მიღებაზე ორმაგი მატჩბოლი მიიღო, მაგრამ ამ დროს ლისიცკიმ მკვეთრად გააუმჯობესა თამაში. მან შეტევით მოიგერია ორი მატჩბოლი, მესამეზე კი მეტოქე დაეხმარა, როცა ბექჰენდიდან შეცდომა დაუშვა.

ურთულესი გეიმის მოგებით, გერმანელი საბოლოოდ გამოცოცხლდა, ბრძოლაში დაბრუნდა და მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა, მაგრამ მატჩზე მეორე ჩაწოდებისას ბარტოლი კარგად განეწყო, ბრწყინვალედ ჩაატარა ეს გეიმი და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

მარიონ ბარტოლი გახდა უიმბლდონის პირველი ჩემპიონი, რომელიც საჩემპიონო გზაზე ტოპ-ათეულის არც ერთ წევრს არ შეხვდა. მან დაამარცხა 88-ე, 54-ე, მე-100, მე-17, 21-ე და 34-ე ნომრები.

ფინალი

მარიონ ბარტოლი (საფ, 15)-საბინ ლისიცკი (გერ, 23) 6:1, 6:4.

ყველა ჩემპიონი

კაცები. ერთეულები. ენდი მარეი (ბრიტანეთი)

ქალები. ერთეულები. მარიონ ბარტოლი (საფრანგეთი)

კაცები. წყვილები. ბ. ბრაიანი/მ. ბრაიანი (აშშ)

ქალები. წყვილები. ჰსიე/პენგი (ტაივანი/ჩინეთი)

იუნიორები

ბიჭები. ერთეულები. ჯანლუიჯი კუინცი (იტალია)

გოგონები. ერთეულები. ბენლინდა ბენჩიჩი (შვეიცარია)

ბიჭები. წყვილები. კოკინაკისი/კირიოსი (ავსტრალია)

გოგონები. წყვილები. კრეიჩიკოვა/სინიაკოვა (ჩეხეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უიმბლდონი 2013: უცნაურ უიმბლდონს უცნაური ფინალი ექნება

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჰავრთან" მატჩში?
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" გაიმარჯვა და გალიდერდა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] იამალის ჰეთ-თრიკი - "ბარსელონამ" მიქაუტაძის "ვილიარეალს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
უიმბლდონი 2013: უცნაურ უიმბლდონს ლოგიკური ფინალი ექნება
მარიონ ბარტოლი წავიდა და არც წასულა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
რეიტინგები: მესამე რაფაელ ნადალი და პირველი კანადელი
საბინ ლისიცკის 27 ეისი
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ᓛᕐᓠᓘᓝᓜ ᓑᓐᓠᓢᓝᓚᓘ ᓠᓝᓚᓐᓜ ᓒᓐᓠᓝᓡᓖᓔ ᓙᕝᓛᓔᓜᕢᓐᓢᕝᕠᓐᓓ ᓘᓛᓣᓨᓐᕕᓔᓑᕡ
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ჩოგბურთი, ქრისტიანობა და პაციფიზმი - ენდი მარეიმ უიმბლდონის ბრიტანული წყევლა განდევნა
ავსტრალიის ღია პირველობა: ახალი დანაკლისები
ᓜᓝᓕᓐᓙ ᓯᓝᓙᓝᕕᕘᕩᓘ ᕛᓐᓓᕠᓘᓓᓨᓘ ᕐᓠ ᓘᓥᓜᓔᓑᓐ
უიმბლდონი 2013: ბრიტანული ტრიუმფი 1936 წლის შემდეგ
ᓣᓘᓛᓑᓚᓓᓝᓜᓘ 2014: ᓝᓠᓛᓐᓒᓘ ᓒᓔᓠᓛᓐᓜᓣᓚᓘ ᓤᓘᓐᓡᓙᓝ
ᓡᓐᓑᓘᓜ ᓚᓘსᓘᓪᓙᓘ ᓒᓘᓜᓔᓡᓘს ᓠᓔᓙᓝᓠᓓᓡᓛᓔნი ᓒᓐᓮᓓᓐ
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
უცნაური ამბავი: სპორტის უცოდინარი სპორტის მინისტრი
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ჩოგბურთი. რეიტინგები: როჯერ ფედერერი TOP4-ის მიღმა
ჩემპიონ მარიონ ბარტოლის საპასუხო სვლა
ინტერვიუ უიმბლდონის ტრიუმფატორ ენდი მარეისთან
აშშ-ის ღია პირველობა. II დღე: TOP10-დან ექვსი დარჩა
მარიონ ბარტოლი ჩოგბურთს უბრუნდება
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
ᓡᓞᓝᓠᓢᓘᓡ ᓠᓝᓛეᓚ ᓡᓐᓮᓔობᓐᓨი ᓐᓥვთ ᓧᓕეᓚᓐᓖᓔ ᓫᓚიᓔᓠᓘ ᓛოᓬᓝᓓᓔᓑᓐ