გერმანიაში იციან, რომ მკაცრად და უსამართლოდ მოექცნენ ლევან კობიაშვილს, ექვსი თვით ჩამოაშორეს ფეხბურთს, მაგრამ ესეც იქაური წესების ნაწილია - მსაჯი ყოველთვის მართალია!
"ნაიარევი სახე" (SCARFACE) - ლეგენდარული ფილმია, ისეთი, ბევრი სცენა ზეპირად რომ გახსოვს.

ტონი მონტანა ფრენკ ლოპესის მოსაკლავად რომ მიდის, მისგან ბევრ აბდაუბდას მოისმენს. საცოდავი ფრენკი თავის ძუკნას, ელვირასაც კი უთმობს მონტანას, მაგრამ გაფუჭებულ საქმეს უკვე ვერაფრით შველის.

მაგრად შეგეშალა, ფრენკი! - ამბობს ტონი და კლავს მას.

10 ივლისს ლევან კობიაშვილი 36 წლის გახდა. ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვინც 2013-14 წლების სეზონში ელიტარულ საფეხბურთო ლიგაში ითამაშებს. ეს უკვე ისეთი რამეა, რომ აღარ ღირს იმის დათვლა, რამდენი მატჩი ითამაშა კობიაშვილმა ბუნდესლიგაში - ის ამ ქვეყანაში ყველასათვის სამაგალითოა.

კობიაშვილმა მოინელა ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია, ხელმეორედ გახდა ბერლინის "ჰერტას" საკვანძო მოთამაშე და ბუნდესლიგაშიც დაბრუნდა.

გერმანულ პრესაში ამ ყველაფერზე ბევრი დაიწერა. გერმანია დალაგებული ქვეყანაა, სადაც იციან ადამიანის და ფეხბურთელის ფასი; ისიც, რომ გერმანიაში მკაცრად და უსამართლოდ მოექცნენ კობიაშვილს, ექვსი თვით ჩამოაშორეს ფეხბურთს, მაგრამ ესეც იქაური წესების ნაწილია - მსაჯი ყოველთვის მართალია!

იყო ბუნდესლიგის ფეხბურთელი ასეთ ასაკში - ამას შეძლება უნდა. კობიაშვილი მოედანზე მხოლოდ ფეხბურთელი აღარ არის; დიდი გამოცდილება მას იმის უფლებასაც აძლევს, თანაგუნდელებს მითითებები მისცეს. კობიაშვილი ლიდერი იყო "ფრაიბურგში", ოტო რეჰაგელმა კი "ჰერტაში" მას კაპიტნის სამკლავურიც გაუკეთა.

კობი ისეთი ლიდერი და კაპიტანი იყო, ყოველთვის დადებითი მუხტი რომ შეჰქონდა გუნდში. ასე იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც, სადაც კაპიტნის სამკლავური დღეს ისეთი ფორმალობაა, როგორც "ჰერმესის" ქამარი მწვრთნელისთვის.

თავმდაბალი, გაწონასწორებული და მიზანდასახული - კობიაშვილი ასეთი ახსოვთ ჯერ კიდევ თბილისის "დინამოდან", სანამ ის ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადავიდოდა.

კობის პროფესიონალიზმი მართლაც ცალკე თემაა. მე არ მახსოვს მისი ჩაგდებული თამაში ნაკრებში. როგორც ყველას, მოედანზე მასაც მოსვლია შეცდომა, მაგრამ თამაში არასდროს ჩაუგდია. მაღალი კონცენტრაცია თითქოს თანდაყოლილი თვისება იყო ნაკრებში მოთამაშე კობიაშვილისთვის.

კობიმ ნაკრებში ასი მატჩი ითამაშა და 12 გოლი გაიტანა. ევროსარბიელზე "შალკეს" შემადგენლობაში 7 გოლი შეაგდო, რაც მეოთხე მაჩვენებელია "ხუმარათა" ყოფილი თავდამსხმელების - კლაუს ფიშერის, კევინ კურანის და ლინკოლნის შემდეგ.

სანაკრებო გოლებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, ორი იყო - 2003 წელს, თბილისში ირლანდიასთან საჯარიმო დარტყმით რომ გაათანაბრა ანგარიში და წინა შესარჩევში საქართველომ ბოლო წუთზე ხორვატიას რომ მოუგო - 1:0.

არ ვიცი, ვინ და რატომ დაწყევლა საქართველოს ნაკრები, მაგრამ ფაქტია - ჩვენმა უპირველესმა გუნდმა ვერც ერთი მწვრთნელის ხელში ვერ გაიხარა, ფეხბურთელთა ვერც ერთი თაობით ვერ მიაღწია რაიმე ღირებულ წარმატებას. კობიაშვილიც ამ ყველაფერში მოყვა.

თემურ ქეცბაიამ მას ნაკრების კარი მიუხურა.

მუდმივი არაფერი არ არის და კობიაშვილიც ვერ ითამაშებდა უსასრულოდ ჩვენს ეროვნულ გუნდში, მაგრამ ყველაფერს თავისი ფორმა აქვს - ქეცბაიას კობიაშვილთან მაგრად შეეშალა.

ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად არჩილ არველაძე დაინიშნა და, ალბათ, ყველა ხვდება, თუ რატომ მოჰკიდა ტყუპისცალმა ხელი ამ საქმეს - იქნებ მან მაინც დააბალანსოს ურთიერთობები.

კობიაშვილი კი ამასობაში ბუნდესლიგაში ითამაშებს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში, კოხტა და სავსე სტადიონებზე, მკაცრი და ძლიერი მედიის ობიექტივში, იქ, სადაც არის მისი ადგილი.

ის არ არის ისეთი დაუნდობელი, როგორც ტონი მონტანა და ალბათ, მაქვს უფლება ვივარაუდო, რომ ბოღმას გულში არ ჩაიდებს. კობიაშვილი ცუდად გაუშვეს ნაკრებიდან და ამ საქმეს ვერავინ და ვერაფერი გამოასწორებს. ის პროფესიონალია და ასეთი კაცი ყველაფრისთვის არის მზად.

მაგრად შეგეშალა, ფრენკი!

რას ვიზამთ, ესეც ფეხბურთის ნაწილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აი, რას ნიშნავს კობი გერმანელებისთვის! საქართველოს ნაკრებისთვის?

მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს

ლევან კობიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ლევან კობიაშვილი: დღეებს ვითვლი, როდის გავა დისკვალიფიკაციის ვადა

ლევან კობიაშვილი: თავს დავდებ, რომ ვოლფგანგ შტარკს განზრახ არ შევხებივარ!

ლევან კობიაშვილი: ნაკრების თამაშების "შორიდან" ყურება ძალიან მიჭირს

თემურ ქეცბაია: კობიაშვილთან და იაშვილთან, ალბათ, დამნაშავე ვარ

ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!

ioio
რაგინდათ ვერ გავიგე ძალიან კარგი სტატიაა თემურა რო საშნლად მოექცა კობის მაგას რათ უნდა ბევრი ლაპრაკი თორე კობი რო ტონი არაა ეგ ყველამ ვიცით
guja_kakhadze
კობის ნაკრებში თამაში რომ შეუძლია ეს ფაქტია. გულშემატკივრები თუ მოვითხოვთ იქნებ კიდევაც მოიწვიონ? წარმატებები კობი!!!!
murtalo
მართლა ვაი და კიდევ ვაი...არაფერი აქვს დასაწუნი ამ სტატიას ჩემი აზრით... ისე სტროფებს შორის ქეცბაიას უნიათობასა თუ უაზრობაზეა(სწორ სიტყვას ვერ ვპოულობ) მინიშნება და დროა პირდაპირ დაიწეროს მისი გადადგომის მოთხოვნა.
Toko
ძვირფასო ავტორო, მოდით კობის და ქეცბაიას ურთიერთობის გარკვევა, ანუ ვის რა შეეშალა, ამ ორ ადამიანს მიანდეთ. როგორმე გაარკვევენ ამას უთქვენოდ!
karlo
საინტერესოა, ვინ არის სტატიის ავტორი. ვაი, ვააი და კიდევ ვაი.
:P:P:P
უი რა საბრალო სტატიაა!!! კობი ძალიან დაფასებული ადამიანია ჩვენ გუნდში და ესეთი უაზრო და უშინაარსო სტატია არ უნდა მოიუძღვნა, შე ვაი ჟურნალისტო :D
გიორგი
მოდი რა ეს ავტორი დავნიშნოთ მწვრთნელად. ვიტომ ფანტაზიორობს რა??????????????
bibo
მკითხველო მალადეც მაგარი დაუტოვე ბევრი ვიცინე ჯიგარი ხარ, ოეეეეეეეე ავტორ ბოთლიდან ეწევი ძმობას გაფიცებ? საგიჟეთია რააააა
მკითხველი
ხომ გითხარით ნუ ეწევით მეთქი :) :) :) კიდე დაბოლდით ხომ, სად ტონი მონტანა და სად კობიაშვილი
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა