ვალვერდემ შანსი საბოლოოდ დაკარგა, კევენდიშმა გაიმარჯვა
ტურ დე ფრანსის მე-13 ეტაპისგან ბევრს არაფერს ელოდნენ - საკმაოდ მარტივი დისტანცია ერთადერთი მეოთხე კატეგორიის ამაღლებით, რომელიც პრობლემა არ უნდა ყოფილიყო არც სპრინტერებისთვის და არც გენერალური კლასიფიკაციის ფავორიტებისთვის.

ყველა წინასწარმეტყველებდა საფინიშო სპურტს მარსელ კიტელის, ანდრე გრაიპელისა და მარკ კევენდიშის შესრულებით. მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა.

თავდაპირველად იყო ადრეული გაქცევა ექვსი ველომრბოლის მონაწილეობით. მათ შორის, ყველაზე ცნობილი გახლდათ პოლონელი პრჟემისლავ ნიემეცი "ლამპრედან". ეს ჯგუფი დიდი ხანი აპირებდა ლიდერობას, მაგრამ გაქცეულებს ფინიშამდე 96 კილომეტრით ადრე დაეწია პელოტონი.

ქარი ეტაპის დროს ბევრ ველომრბოლს უშლიდა ხელს, მაგალითად, ამან პრობლემები შეუქმნა სამი ეტაპის მომგებ მარსელ კიტელს. კევენდიშის "ომეგა-ფარმამ" იგრძნო, რომ გერმანელი რთულად მიიწევდა წინ, ამიტომაც პელოტონის თავში მოექცა, ტემპს მოუმატა და კიტელი ძირითადი ჯგუფიდან ამოვარდა. იგივე ბედი სხვა პილოტებმაც გაიზიარეს, რისი მიზეზიც პელოტონის კოსმოსური ტემპი იყო.

ყველაზე მეტად არ გაუმართლა გენერალური კლასიფიკაციის მეორეადგილოსანს ალეხანდრო ვალვერდეს. მას საბურავი გაუსკდა და დრო დაკარგა. მართალია, ესპანელის დასახმარებლად მთელი გუნდი შეიკრიბა, მაგრამ წინ წასული პელოტონის დაწევა არ მოხერხდა.

ამის მიზეზია ჰოლანდიური გუნდი Belkin. ახლა, ეს საჯინიბო მოექცა პელოტონის თავში და მძლავრად ამუშავდა იმისთვის, რომ ვალვერდე ჩამოეშორებინა საბოლოო პოდიუმისთვის ბრძოლას. ბაუკე მოლემასა და ლორენს ტენ დამის გუნდმა ეს შეძლო - ვალვერდემ ფინიშზე დაახლოებით 10 წუთი წააგო და ამ ტურზე მას შანსი აღარ დარჩა.

მაგრამ ამით, აქტიური მოქმედებები წინ არ დასრულებულა. ფინიშამდე 31 კილომეტრით ადრე, მთელი გუნდით გადავიდა შეტევაზე ალბერტო კონტადორის Saxo-Tinkoff. ამ იერიშმა მთლიანად დაშალა პელოტონი. ამ ჯგუფთან კონტაქტი შეინარჩუნეს მხოლოდ მოლემამ და ტენ დამმა, კევენდიშმა ორი დამხმარეთი, პეტერ საგანმა და იაკობ ფუგლსანგმა.

ეს კარგად მომზადებული გაქცევა საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, რადგან კრისტოფერ ფრუმის "თიმ სქაიმ" დროულად ვერ შეძლო Saxo-Tinkoff-ის იერიშზე პასუხი. შედეგად, ფრუმმა წუთზე მეტი დაკარგა გენერალურ კლასიფიკაციაში.

ეტაპზე გამარჯვება კი მშვიდად მოიპოვა მარკ კევენდიშმა. ლიდერთა ჯგუფში მას მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა - პეტერ საგანი, მაგრამ ბრიტანელს არ გაჭირვებია ტურ დე ფრანსზე თავისი 25-ე ტრიუმფის მიღწევა.

სავარაუდოდ, პარიზამდე სპრინტერებს აღარ მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება. დღეს ველომრბოლებს ელით საკმაოდ უსწორმასწორო რელიეფი, კვირას კი პელოტონს ლეგენდარულ მონ-ვენტზე მოუწევს ასვლა.

XIII ეტაპი

ტური- სენ ამან მონტრონი. 173 კმ.

1. მარკ კევენდიში (ბრიტ, Omega Pharma - Quick-Step) - 3:40.08; 2. პეტერ საგანი (სლოვაკ, Cannondale) - იგივე დრო; 3. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - იგივე დრო; 4. იაკობ ფუგსლანგი (დან, "ასტანა") - იგივე დრო; 5. ნიკი ტერპსტრა (ჰოლ, Omega Pharma-Quick Step) - იგივე დრო; 6. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 51:00.30; 2. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Belkin) - +2.28; 3. ალბერტო კონტადორი (ესპ, Saxo-Tinkoff) - +2.45; 4. რომან კროიციგერი (ჩეხ, Saxo-Tinkoff) - +2.48; 5. ლაურენს ტენ დამი (ჰოლ, Belkin) - +3.01; 6. იაკობ ფუგსლანგი (დან, "ასტანა") - +4.39...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტურ დე ფრანსი 2013: შარდი მარკ კევენდიშისთვის

ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ვუელტას ველომარათონი კრის ფრუმმა მოიგო
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
ტურ დე ფრანსი 2013: ფრუმის ჰეთ თრიქი
ტურ დე ფრანსი 2013: შარდი მარკ კევენდიშისთვის
ტურ დე ფრანსი: ტური რეკორდით დაიწყო
ტურ დე ფრანსი - კრის ფრუმი: მე ლენს არმსტრონგი არ ვარ
ალბერტო კონტადორი 2016 წელს წავა
ველოსპორტი. ჯირო დ'იტალია: კონტადორი ისტორიაში
ტურ დე ფრანსი 2013: ტრიუმფატორი კრისტოფერ ფრუმი, გმირი კინტანა
ᓐᓚᓑᓔᓠᓢᓝ ᓙᓝᓜᓢᓐᓓᓝᓠᓘ ᓕᓣᓔᓚᓢᓐᓖᓔ ᓤᓘᓥᓠᓝᓑᓡ
ᓢᓣᓠ ᓓᓔ ᓤᓠᓐᓜᓡᓘ: ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓘ ᓗᓘᓗᓥᓛᓘᓡ ᓪᓜᓝᓑᓘᓚᓘᓐ
ტურ დე ფრანსი 2013: არის პირველი ფრანგული გამარჯვება!
ᓢᓣᓠᓡ ᓙᓝᓜᓢᓐᓓᓝᓠᓘᓪ ᓩᓐᓛᓝᓨᓝᓠᓓᓐ
ტურ დე ფრანსი 2013: გაქცევა პორტუგალიურად
ტურ დე ფრანსი 2013: ყველაფერმა აზრი დაკარგა
ტურ დე ფრანსის გამარჯვებულს ახალთახალი "იაგუარი" აჩუქეს
ტურ დე ფრანსი 2013: მისტერ შეუჩერებელი
ამერიკული ისტორია ესპანეთში
ჯირო ირლანდიაში დაიწყება
ტურ დე ფრანსი: ფრუმი ორგზის ჩემპიონია
ტურ დე ფრანსი: ფრუმმა ლიდერობა დაკარგა
ტურ დე ფრანსი: ფრუმის დაცინვა და ნოკდაუნი
რუი კოშტას სენსაციური ოქრო