მარია შარაპოვას ჯიმი კონორსი გაწვრთნის
ტრადიციულად, ნიუპორტის ტურნირის მსვლელობის დროს, ამერიკის ამ ქალაქში მდებარე ჩოგბურთის დიდების დარბაზში ახალი წევრები შეიყვანეს.

ამჯერად, დიდების დარბაზის ექსპერტებმა ოთხი ცნობილი ჩოგბურთელი დააფასეს - კლიფ დრისდეილი, ჩარლი პასარელი, იონ ცირიაკი და მარტინა ჰინგისი.

72 წლის დრისდეილი ერთეულებსა და წყვილებში წარმატებული მოთამაშე იყო. 1972 წელს, მან დუეტებს შორის მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, რეიტინგში კი ერთხელ მეოთხე პოზიცია ეკავა. ის გახლავთ ATP World Tour-ის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი , აგრეთვე მუშაობდა ESPN-ის კომენტატორად.

ჩარლი პასარელი 1967 წელს აშშ-ის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნეოდა და ერთი წლის შემდეგ, ამერიკის ნაკრებს დევისის თასის მოგებაში დაეხმარა. 1969 წელს, არტურ ეშთან და შერიდან სნაიდერთან ერთად დააარსა იუნიორთა ეროვნული საჩოგბურთო ლიგა, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ჩოგბურთელები თამაშობდნენ.

74 წლის ცირიაკი 15 წელი თამაშობდა დევისის თასზე რუმინეთის ნაკრებში. მას 1970 წელს ილიე ნასტასესთან ერთად მოგებული აქვს როლან გაროსი წყვილთა თანრიგში. ცირიაკი ისეთი ცნობილი ჩოგბურთელების მენეჯერი იყო, როგორებიც არიან გილერმო ვილასი, გორან ივანიშევიჩი, ბორის ბეკერი... გარდა ამისა, რუმინელი რომის მასტერსის დირექტორი იყო და ახლა, ანალოგიური პოსტი უკავია მადრიდის მასტერსზე.

რა თქმა უნდა, ამ ოთხეულში ყველაზე წარმატებული იყო შვეიცარიელი მარტინ ჰინგისი, რომელსაც ერთეულებში, წყვილებსა და მიქსტში მოგებული აქვს "დიდი სლემის" 15 ტიტული. ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო WTA-ის ერთეულებისა და წყვილების რეიტინგში.

ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზი 1955 წელს დაარსდა და მას შემდეგ, იქ 11 ქვეყნის 234 წარმომადგენელი შეიყვანეს.

სანამ ჰინგისი ნიუპორტში იმყოფებოდა, მის ყოფილმა მეუღლემ ტიბოლტ ჰუტინმა სკანდალური განცხადება გააკეთა: მისი თქმით, შვეიცარიელი ჩოგბურთელი ხშირად ღალატობდა ქმარს. მარტინამ და ტიბოლტმა 2010 წლის დეკემბერში იქორწინეს და 2013 წელს გაეყარნენ.

"ქორწილიდან ერთი თვის თავზე ნიუ იორკში ჩავედი მარტინასთვის სიუპრიზის გასაკეთებლად, მაგრამ ის ნომერში უცხო მამაკაცთან ერთად დამხვდა. გარკვეული დროის შემდეგ, მან ისევ მიღალატა. ვფიქრობ, მას უბრალოდ არ შეუძლია ნებისმიერი მამაკაცის ერთგული იყოს", - მოჰყავს ფრანგულ პრესას ჰუტინის სიტყვები.

ამჟამად, მარტინა ჰინგისი ხვდება ესპანეთის სპორტის სამინისტროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს დავიდ ტოასა-როსს.

მარია შარაპოვას ჯიმი კონორსი გაწვრთნის

რუსული ჩოგბურთის ლიდერის მარია შარაპოვას ახალი მწვრთნელი იქნება ლეგენდარული ამერიკელი ჯიმი კონორსი. ეს ინფორმაცია მარიას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩემი ახალი მწვრთნელი გახდა ჯიმი კონორსი, - განაცხადა შარაპოვამ. - მას მრავალი წელია ვიცნობ. ჩვენ მცირე ხანი ვიმუშავეთ ერთად 2008 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის წინ. დაინტრიგებული ვარ მომავალი თანამშრომლობით და სიამოვნებით ველოდები უახლოეს ტურნირებს".

შეგახსენებთ, შარაპოვამ სამი დღის წინ გამოაცხადა იმის შესახებ, რომ ასრულებს ურთიერთობას თავის მწვრთნელთან ტომას ჰოგსტედტთან, რადგან ამ უკანასკნელს, პირადი პრობლემების გამო არ შეუძლია მუდმივად ჩოგბურთელის გვერდით ყოფნა.

ჯიმი კონორსი ყველა დროის ერთ-ერთი წარმატებული პროფესიონალი ჩოგბურთელია. მან კარიერაში ATP-ის 109 ტიტული მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდი გახლავა. მის ანგარიშზეა "დიდი სლემის" რვა ტიტული. რაც შეეხება კონორსის სამწვრთნელო კარიერას, ის დიდი ხანი ამერიკელი ენდი როდიკის დამრიგებელი იყო.

მოგვიანებით, ამ სიახლესთან დაკავშირებით ამერიკელის კომენტარიც გავრცელდა: "მოუთმენლად ველოდები "დიდი სლემის" ტურნირების ოთხგზის ჩემპიონთან თანამშრომლობის დაწყებას. ჩემი მიზანია მივაღწიო იმას, რომ მარია შარაპოვამ უფრო მეტი ტურნირი მოიგოს. წინ ძალიან მძიმე, მაგრამ საინტერესო სამუშაო გველოდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გაიცანით, მწვრთნელი მარტინა ჰინგისი

პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
ერთ დროს ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი დოპინგ კონტროლზე კოკაინის გამო ჩავარდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
"ლივერპულის" შემტევი 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ წაგებას სასწაულად გადაურჩა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
სიმონა ჰალეპმა მწვრთნელი გაუშვა
მარია შარაპოვა+ჯიმი კონორსი: პირველი წაგება
ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა
მარტინა ჰინგისის დუბლი
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
ავსტრალიის ღია პირველობა: ჰინგისის ორი მოგება
ᓔᓜᓓᓘ ᓠᓝᓓᓘᓙᓡ ᓓᓐᓑᓠᓣᓜᓔᓑᓐ ᓣᓜᓓᓝᓓᓐ
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
მარტინა ჰინგისი: პარტნიორი მეუღლესავითაა
მარია შარაპოვა და ჯიმი კონორსი გაიყარნენ
ჯიმი კონორსის ბოლო მატჩი
მარია შარაპოვამ მწვრთნელი დაითხოვა
მარია შარაპოვა: ჩოგბურთში მეგობარი არ მყავს
აშშ-ის ღია პირველობა: ბალახიდან ჰარდზე გრუნტის გავლით
მარტინა ჰინგისი პოლიციამ დაკითხა
მარია შარაპოვა სათამაშოდ მზად არის, მაგრამ...
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
კიმ კლეისტერსი და ენდი როდიკი დიდების დარბაზში შეიყვანეს
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
მარია შარაპოვას მეცხრე სპონსორი
მიქსტი ფედერერსა და ჰინგისს შორის
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მწვრთნელის შეცვლა ხანდახან კარგია