28 წლის თავდამსხმელის აზრით, გორის "დილა" მოკლევადიანი გუნდი არ უნდა იყოს
გორის "დილას" თურქულ შეკრებაზე ყველაზე შედეგიანად ირაკლი მოდებაძემ ითამაშა, გოლები გაიტანა და ესეც რომ არა, ამ "დილაში" ის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.
28 წლის მოდებაძე თავდამსხმელი გახლავთ. "დილაში" 2012 წელს მივიდა. მანამდე "რუსთავის" ოლიმპში იყო, პროფესიონალ ფეხბურთელად კი უკრაინაში ჩამოყალიბდა.
მოდებაძეს უთამაშია საქართველოს ახალგაზრდულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებშიც, ეროვნულ გუნდში კი სამი კეპი აქვს მონაგრებული.
მოდებაძე მოდრიბლინგე ფორვარდია და გოლის გატანაც ეხერხება. ამ "დილაში" მისი როლი და ფუნქციები ალბათ გაიზრდება, რადგან წინა სეზონის შემდეგ გორელთა რიგები თავდამსხმელებმაც დატოვეს და "დილას" შეტევაში მთავარ კაცად მოდებაძე დარჩა. ის არც მანამდე იყო უკანა პლანზე.
"დილამ" დამდეგი სეზონისთვის, სხვათა გარდა, რატი ალექსიძეც დაიმატა, თუმცა ამ გამოცდილ და კლასიან ფორვარდს ალბათ კიდევ დასჭირდება გარკვეული დრო, რომ ოპტიმალურ ფორმაში შევიდეს და ახალ გუნდს გაუშინაურდეს.
"დილა" 18 ივლისს ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრაში დანიურ "ოლბორგს" თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, მანამდე კი "ლელოს" კითხვებს მოდებაძე პასუხობს.
- თურქული შეკრების შემდეგ "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა გვითხრა, საგოლე მომენტების რეალიზაციაში მოვისუსტებდითო. რას გვეტყოდი ამაზე?
- თურქულ შეკრებაზე ჩვენი უმთავრესი მიზანი "ოლბორგთან" მატჩისთვის სამზადისი იყო და საკონტროლო მატჩების შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის ხარისხი გახლდათ - ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურად იყო. რაც შეეხება საგოლე მომენტების რეალიზაციის პრობლემას, ამაში მწვრთნელს ვეთანხმები, უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო.
- საქართველოს ჩემპიონატში მეტოქე გუნდების მწვრთნელები მცველებს ასეთ დავალებას აძლევდნენ - მოდებაძეს არ მისცეთ იმის საშუალება, რომ ბურთი ფლანგზე წაიღოს, რადგან იქიდან უფრო სახიფათოაო - მცველებისგან მართლა გრძნობდი ასეთ სტრატეგიას?
- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია. ვცდილობ, მოედნის ყველა მონაკვეთიდან მოვუტანო გუნდს სარგებლობა. ამპლუით ცენტრფორვარდი ვარ და ახლაც ამ საქმეს ვაკეთებ.
- ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის დროს, დანიასთან ტრავმა მივიღე. მანამდე გოლის გატანაც მოვახერხე. მოკლედ, პირველივე ტაიმში დავშავდი და მოედნის დატოვება მომიწია.
მუხლის ხრტილი დამიზიანდა და მენისკიც საოპერაციო გამიხდა. ოპერაცია უკრაინაში გავიკეთე, სარეაბილიტაციო პერიოდი კი თითქმის ერთი წლით გაიწელა. ცხადია, ამან ძალიან შემიშალა ხელი და უკან დამწია.
მაშინ ოდესის "ჩერნომორეცის" ფეხბურთელი ვიყავი. გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მე კი ტრავმის ბოლომდე მოშუშების შემდეგ ზაპოროჟიეს "მეტალურგში" დავბრუნდი. "ზაპოროჟიე" მაშინ ერთ-ერთი ნორმალური, სერიოზული კლუბი იყო უკრაინაში და გული მწყდება, რომ იქ ახლა არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ თამაშობს.
- რა მოგცა უკრაინაში გატარებულმა წლებმა? ახლა როგორ ფიქრობ, არ ჯობდა, უკრაინის ნაცვლად, ევროპაში გეთამაშა?
- უკრაინაში რომ წავედი, 17 წლის ვიყავი და იქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. უკრაინის ჩემპიონატი არ არის ადვილი სათამაშო. საქართველოდან იქ წასვლა ყველა ფეხბურთელს წაადგება, ეს არ იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.
- უკრაინიდან საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდი...
- საქართველოში დაბრუნებით კმაყოფილი ვარ, კარგ გუნდში ვარ და ევროსარბიელზეც გვიწევს თამაში. ერთი სიტყვით, საქართველოში ჩამოსვლას არ ვნანობ.
- წინა სეზონის შემდეგ "დილა" არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა - რა იყო ამ გუნდში დარჩენის მოტივაცია?
- "დილაში" დარჩენა ორივე მხარის სურვილი იყო - ჩემიც და კლუბის ხელმძღვანელობისაც. იქამდე მოვედით, რომ გუნდი ევროსარბიელზეა გასული და აქვს იმის უნარი, ეტაპები გაიაროს. ამიტომაც დავრჩი აქ. ვფიქრობ, კარგ გუნდად ვყალიბდებით და "დილა" არ უნდა იყოს მოკლევადიანი პროექტი. თუ ხელშეწყობა იქნება, "დილა" ნორმალური დონის ევროპული გუნდი გახდება.
- "ოლბორგთან" მატჩამდე დიდი დრო აღარ დარჩა...
- "ოლბორგი" მართლაც კარგი გუნდი უნდა იყოს, მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებს კი 50/50-ზე ვაფასებ. ჩვენ მხოლოდ წარმატებაზე ვფიქრობთ, რადგან შეგვწევს იმის ძალა, რომ ეს ბარიერი გადავლახოთ. ყველას გულით გვინდა ამ წარმატების მიღწევა.
მადლობელი ვარ "დილას" გულშემატკივრების, მათ დიდ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით და იმედი მაქვს, რომ "ოლბორგთანაც" ასე იქნება. მატჩი თბილისში გაიმართება, თუმცა, როგორც ვიცი, გორიდან ბევრი გულშემატკივარი ჩამოვა ამ მატჩზე დასასწრებად.
ქართული გუნდი ევროსარბიელზე რომ თამაშობს, ის იქ უკვე ქვეყნის სახელით გამოდის და ყველას მხარდაჭერის იმედიც გვაქვს.
- ბოლო წლებში "დილა" ერთ-ერთი მოწინავე გუნდი იყო საქართველოს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. ახლა ისეთი ვითარებაა, რომ "დინამო თბილისის" ძლევამოსილებაში ეჭვის შეტანა ძნელია. მიგაჩნია, რომ 2013-14 წლების სეზონში "დინამოს" სერიოზული კონკურენტი არ ეყოლება? როგორც ვიცით, "დილას" დაფინანსება დეკემბრამდე აქვს და მერე რა იქნება, უცნობია...
- იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც იყო "დილაში" ივნისამდე, ალბათ დადგა იმის დრო, რომ სამომავლოდ მსგავსი აღარ განმეორდეს. "დილა" შეიცვალა და ახალი გუნდის ჩამოყალიბება მიდის, ოღონდაც, როგორც უკვე აღვნიშნე, "დილა" მოკლევადიანი გუნდი აღარ უნდა იყოს.
"დინამოს" კარგი ნამდვილად არ მწყინს, პირიქით, საინტერესოა ძლიერ მოწინააღმდეგესთან პაექრობა. ვფიქრობ, "დინამოს" ეყოლება კონკურენტები და "დილასაც" ეყოლება კონკურენტი "დინამოს" და სხვა გუნდების სახით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გიორგი დევდარიანი: "ოლბორგთან" ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია
lash
გორელები მარტლა არიან, 2-3 ბიჭი...იმავე ხსენებული ტყებუცავას ახალგაზრდულიდან, მოდებაძესთან ერთად , გოგინაშვილი და ბურნაძე ვაბშე კაპიტანი იყო იმ ნაკრებში!!! მაგრამ დღეს ციხეშია:((
გიორგი
თუ მოდებაძე და რამდენიმე ძველი ფეხბურთელი ბოლომდე დარჩება და მათ დაემატებიან გორელი ბიჭები მაგალითად სადაღაშვილი ხორგუაშვილები და სხვები მშვენიერი გუნდი დადგება და ხელოვნურადაც არ იქნება გაბერილი!!!! მოდებაძე მაგარი ხარ!!!
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
რატი ალექსიძე: ფეხბურთელებმა მეტი "სინაგლე" უნდა გამოიჩინონ!
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ᓠᓐᓢᓘ ᓐᓚᓔᓥᓡᓘᓫᓔ: ᓡᓬᓝᓠᓔᓓ ᓛᓐᓨᓘᓜ ᓛᓝᓮᓓᓐ ᓘᓡ, ᓠᓐᓪ ᓐᓠ ᓣᓜᓓᓐ ᓒᓐᓛᓔᓡᓘᓜᓯᓐ
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
"მე და ქინქლაძეს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს" - ნუკრი კაკილაშვილი "დინამოს" დავაზე
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კობიაშვილი და "დინამო": ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა!
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ᓐᓠ ᓒᓐᓛᓝᓢᓝᓕᓝᓗ "ᓚᓔᓚᓝ week"-ᓘᓡ ᓐᓮᓐᓚᓘ, 25-ᓔ ᓜᓝᓛᕔᕠᓘ [+ ᓞᓝᓡᓢᓔᓠᓘ]
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
ვიტალი დარასელია: მთელი ცხოვრება ვცდილობდი, მამის სახელი არ შემერცხვინა...