საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს კანადის, აშშ-ისა და სამოას ნაკრებებთან გამართავს
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქეები კანადის, აშშ-ისა და სამოას ეროვნული გუნდები იქნებიან.

ცხადია, ნოემბერში ჩვენს ნაკრებს ურთულესი მატჩები ელის. ოკეანისგაღმელები უკვე კარგად ნაცნობი გუნდები არიან, მათთნ სამ-სამჯერ უკვე ვითამაშეთ. შარშან, ივნისის ტესტებზე "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად ორივესთან წააგო და ამჯერად რევანში გვაქვს ასაღები.

სამოას ნაკრები პირველი ეროვნული გუნდია მსოფლიოს კლასიფიკაციის პირველი ათეულიდან, რომელიც თბილისში გვეწვევა.

სამოელები 80,42 ქულით IRB-ის რეიტინგში მე-7 ადგილზე არიან და ისეთ სარაგბო ქვეყნებს უსწრებენ, ირლანდია, შოტლანდია და არგენტინა რომ არიან.

"ჩვენი განვითარება ეტაპობრივად მიმდინარეობს. იყო დრო, როცა პირველ ეტაპზე ვაგებდით ისეთ გუნდებთან, რომლებიც სარაგბო დონით ახლა ჩვენთან შედარებით ბევრად დაბლა იმყოფებიან. მაგალითად, გავიხსენოთ მარცხი ჰოლანდიასა 3:55 (1995 წ) და პოლონეთთან 6:23 (1993 წ.).

ვისწავლეთ მათთან თამაში, დავიწყეთ მოგება, განვვითარდით და გადავედით შემდეგ ეტაპზე ევროპის ერთა თასის A დივიზიონში.

დაგვჭირდა დრო, რომ გვესწავლა ესპანეთსა და პორტუგალიასთან თამაში, შემდგომ რუსეთთან დავიწყეთ მოგება და ბოლო დროა, რაც გავუთანაბრდით რუმინეთს, რომლის დამარცხება ჩვენთვის იმ პერიოდში დიდ სირთულეს წარმოადგენდა.

ახლა გადავედით განვითარების თვისობრივად სულ სხვა ეტაპზე. დავიწყეთ თანაბარი დონის და შედარებით უფრო ძლიერ, მეორე და პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან თამაში.

ესენია: მეორე დონის აშშ, კანადა, იაპონია, ფიჯი; პირველი დონე - არგენტინა და სამოა.

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების სწორ გზაზე მივყავართ.

მესმის ჩვენი გულშემატკივრების სურვილი, რომ უკვე ამ ეტაპზე ვეთამაშოთ ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებს, მაგრამ ამის მისაღწევად და რაც მთავარია, განვითარებისათვის, ამ გზის გავლა არის საჭირო.

ჯერ ამ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, დავიწყოთ მათთან მოგება და როდესაც ეს სტაბილურ ხასიათს მიიღებს, უკვე შემდგომ შესაძლებელი იქნება შემდეგ ეტაპზე ფიქრი" - თქვა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

9 ნოემბერი

საქართველო-კანადა

16 ნოემბერი

საქართველო-აშშ

23 ნოემბერი

საქართველო-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს