მაკედონიის ქალაქი შტროუმიცე 18-28 ივლისს 18-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს
მაკედონიის ქალაქი შტროუმიცე 18-28 ივლისს 18-წლამდელ კალათბურთელთა ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

B დივიზიონის 22 გუნდი უმაღლესი ეშელონის 3 საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა.

მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები (უკანახაზელები - გიორგი დვალი ("რუსთავი"), ლუკა ზაქრაძე ("ჰიუნდაი"), თორნიკე ქიტოშვილი ("რუსთავი"), უკანახაზელი, ფორვარდი - ერეკლე ლორთქიფანიძე (რუსთავი), ფორვარდები - ნიკა ღურწკაია ("აკადემია"), სანდრო სანაძე ("ჰიუნდაი"), ალექსანდრე ბოლქვაძე ("ჰიუნდაი"), კახაბერ ტომარაძე ("ჰიუნდაი"), ფორვარდი, ცენტრი - უჩა გამრეკლიძე (ქუთაისი), ცენტრები - მაიზერ რევაზაშვილი ("მაკაბი"), შოთა ნარჩომაშვილი (რუსთავი), არჩილ პულუზაშვილი ("შსს-აკადემია"), ასისტენტები - ზაზა გაბისონია, დიმიტრი ჯაკობოვი) ნორვეგიას, ავსტრიას, ესტონეთს, გერმანიასა და ჰოლანდიას გაუწევენ მეტოქეობას.

თუ როგორ მოემზადნენ ჩვენი ბიჭები პასუხსაგები შეჯიბრებისთვის, ამის შესახებ ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ ბერუაშვილი გვიამბობს:

- შეკრებაზე 16 კალათბურთელი მოვიწვიეთ, მაკედონიაში კი 12 გაემგზავრება. ჯანსაღმა კონკურენციამ კარგი სამსახური გაგვიწია.

საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბეთ. იმის მიუხედავად, რომ ძლიერ ქვეჯგუფში მოვხვდით, უიმედოდ არ ვართ. ევროპის პირველობისთვის ინტენსიური მზადება თვენახევრის წინათ დავიწყეთ.

ვარჯიშები ისე დავგეგმეთ, რომ მაქსიმალურად მივუახლოვდით იმ გრაფიკს, რომელიც მაკედონიაში ასპარეზობისას გვექნება. ჩვენი უპირველესი ამოცანა ქვეჯგუფიდან გასვლაა. ვფიქრობ, ბიჭებს საამისო ძალა შესწევთ და ვეცდებით, შანსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

- სათამაშო პრაქტიკა თუ გაქვთ?

- მზადების პერიოდში ორ-ორი ტესტმატჩი გავმართეთ ლუქსემბურგელ და უნგრელ თანატოლებთან.

ამ შეხვედრებმა ჩვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები დაგვანახვა. მზადების ბოლო დღეებში სწორედ იქ შემჩნეული ხარვეზების აღმოფხვრასა და ტაქტიკური მონახაზის დახვეწაზე ვმუშაობთ.

- მეტოქეებზე რას იტყვით?

- ჯგუფის ფავორიტად გერმანია მიგვაჩნია. ჰოლანდიაც არაფრით ჩამოუვარდება მას. ავსტრიას, ნორვეგიას და ესტონეთს, ფაქტობრივად, ჩვენი დონის გუნდები ჰყავთ, თუმცა დაბეჯითებით რამის თქმა ძალიან ძნელია, რადგან ეს ისეთი ასაკია, რომ ნაკრების შემადგენლობა სტაბილური ვერ იქნება, ცვლილებებზე თვალის მიდევნება კი ჭირს.

მთავარი მაინც ის არის, ჩვენ თავად როგორ ვითამაშებთ. რამდენიმე ტანმაღალი კალათბურთელი გვყავს და "მეორე სართულზე" არ უნდა გაგვიჭირდეს. მთავარი ამოცანა იმ სამ გუნდში მოხვედრაა, რომელიც გაისად A დივიზიონში ითამაშებს. მიზნის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
18-წლამდე ნაკრებს ლაშა ფირცხალაიშვილი უხელმძღვანელებს
20-წლამდელთა ჩემპიონატი: "რუსთავმა" "სოხუმი" ბოლო წუთებზე დაამარცხა
ახალი ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
16 და 18-წლამდელთა გუნდების შემადგენლობა და მოახლოებული მატჩები
საქართველოს თასი. 1/2 ფინალი. "რუსთავმა" და "დინამომ" იმარჯვეს
All Star 2015-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია
All Star 2015-ის გამოკითხვა დაიწყო! აქციას ''თბილისი მოლი'' უმასპინძლებს!
18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალს საქართველო გახსნის
U18 | სასელექციო შეკრება რუსთავში
"შსს აკადემიამ" რუსთაველები 20 ქულიანი სხვაობით დაამარცხა
სუპერლიგა. X ტური: ორი მატჩის ერთი სცენარისტი
ქართველი ახალგაზრდები უნგრეთს ამჯერად დაუზავდნენ