ოთხი ერის წლევანდელი გათამაშება იმით იქნება გამორჩეული, რომ შერკინების ახალი წესები სწორედ აგვისტოში, მისი დაწყებისთანავე დაინერგება
ოთხი ერის წლევანდელი გათამაშება იმით იქნება გამორჩეული, რომ შერკინების ახალი წესები სწორედ აგვისტოში, მისი დაწყებისთანავე დაინერგება.

რაგბის საერთაშორისო საბჭოს კომისიამ, რომელშიც ყოფილი ელიტარული მსაჯები: ჯონ ჯეფი, ლინდონ ბრაი, ტარე ჰენინგი, დონალდ კორტნი, კლეიტონ ტომასი და ჯოელ ჯუტი შედიოდნენ, მიზნად დაისახა, შერკინების მოთამაშეების უსაფრთხოებასა და სანახაობრივ მხარეზე ეზრუნა.

ახალი წესებით გაიმართება მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მატჩი კანადისა და აშშ-ის ნაკრებებს შორისაც.

ევროპელი მორაგბეები კი შერკინების "ახალ ხიბლს" სექტემბრიდან ეზიარებიან.

"ჩვენ სპეციალურად მოვითხოვეთ, ახალი წესებით ახლავე გვეთამაშა. ეს სამხრეთელ მოთამაშეებს გარკვეულ უპირატესობას მისცემს ნოემბრის ტესტებისას.

მათ გაცილებით მეტი გამოცდილება ექნებათ მიღებული და ახალი წესების მიმართ უფრო ადაპტირებულნი იქნებიან, ვიდრე ევროპელები" - თქვა სანზარის (ოთხი ერის ორგანიზატორი) აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ პიტერსმა.

ამასთან ერთად, სანზარმა უკვე შეარჩია ის მსაჯები, რომლებიც ოთხი ერის გათამაშების მატჩებს განსჯიან. ესენია: კრეიგ იუიბერი (სამხრეთი აფრიკა), კრის პოლოკი (ახალი ზელანდია), სტივ უოლში (ავსტრალია), ალან როლანი, ჯორჯ კლენსი (ორივე - ირლანდია), ჟაკო პეიპერი (არგენტინა) ჟერომ გარსესი, რომან პუატი (ორივე - საფრანგეთი), ნაიჯელ ოუენსი (უელსი) და უეინ ბარნსი (ინგლისი).

"ჩვენ ვცდილობთ, თამაში რაც შეიძლება სანახაობრივი გავხადოთ. ერთი თვალით შორს ვიყურებით.

გვინდა, 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის თამაშის განვითარების მაქსიმალურად სასურველი ვარიანტი შევიმუშავოთ.

საამისოდ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ და კონსულტაციებს გავდივართ სხვადასხვა გუნდის მწვრთნელებთან და რაგბის კავშირების სპეციალისტებთან" - თქვა ჯონ ჯეფიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

akaki
სტატიის ავტორს მგონი დაავიწყდა დაეწერა ახალი წესები რაში მდგომარეობს ვახ ჩემი :(
ბესიკის წკეპლა
ისე ამ სტატიის ავტორს ისიც რომ დაეწერა რაში მდგომარეობს ახალი წესები, სულ არ იქნებოდა ურიგო ...
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა