ახალი ერა ჟოზე მოურინიოსთან ერთად
"გარდიანის" ჟურნალისტმა დომინიკ ფაიფილდმა "ჩელსის" განელ ნახევარმცველზე, 30 წლის მიკაელ ესიენზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, სადაც გაანალიზებულია ვეტერანი აფრიკელის პერსპექტივები "სტემფორდ ბრიჯზე".

ვფიქრობთ, ამ მასალასთან გაცნობა არც ჩვენი მკითხველისთვის უნდა იყოს უინტერესო.

- ერთი შეხედვით, მიკაელ ესიენი არ შეცვლილა. მისი ხმა ძველებურად მშვიდია, ყოველ სიტყვას ძველებურად მოსდევს ღიმილი და ეს ყოველთვის დადებითად მოქმედებს შენს განწყობაზე. მისი ძლიერი ფეხები და გამობერილი მკერდი კი დღემდე აშინებს მის მეტოქეებს.

"ჩემი სტილი არ შეცვლილა. ნებისმიერი, ვინც დამეჯახება, შეუძლია დარწმუნდეს, რომ ძველებურად ძლიერი ვარ," - აცხადებს ის.

ბრაზილიელმა კლეიტონ სილვამ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა "სინგჰის ვარსკვლავების" რიგებში ასპარეზობისას. მას ალბათ დღემდე ერთნაირად აწუხებს ნატკენი ნეკნები და შელახული თავმოყვარეობა.

თუმცა ბანგკოკში, ამხანაგურ შეხვედრაში ვიღაცის წაქცევა და პრემიერლიგაში საკუთარი დინამიკურობით სხვების გაოცება სულ სხვა რამეა. ოდესღაც შეუცვლელი მოთამაშის კარიერა მუხლის სამმა უმძიმესმა ტრავმამ გააფუჭა.

2012 წლის ზაფხულში რობერტო დი მატეო აშკარად არ იყო დარწმუნებული მიკაელის პოტენციალში, როცა ის ერთწლიანი იჯარით "რეალში" გაუშვა, სადაც მას ჟოზე მოურინიო დახვდა. პორტუგალიელი მას დღემდე "შვილს" უწოდებს, ესიენმა კი წლების მერე პირველად დაარქვა მას "მამა". ჟოზესა და მიკაელის ურთიერთობები უკვე წლებია გრძელდება. ერთმანეთის გვერდით ისინი თავს უფრო მშვიდად გრძნობენ.

მიუხედავად ინგლისის ორგზის ჩემპიონის სახელისა, ახალ "ჩელსიში" ესიენს ხელახლა მოუწევს საკუთარი საჭიროების მტკიცება. არადა, შარშანდელ სეზონში "ჩელსის" ძალიან ხშირად სწორედ ნახევარდაცვის ცენტრში აკლდა ხალხი. ეს მაშინ, როცა მიკაელმა მადრიდელთა რიგებში, მისთვის ჩვეული პოზიციის გარდა, დაცვის ფლანგებზეც მოასწრო თამაში. მოურინიომ მასზე ბრძანა:

- მიკაელი ბრწყინვალე ფეხბურთელია. ის ჩემი ერთგულია, "ჩელსის" ერთგულია, მადრიდის ერთგულიც არის. რაც მთავარია, ის კარგი ადამიანია და მასში ამ წუთას განსაკუთრებულ მოტივაციას ვხედავ. მადრიდში ის სათამაშოდ იმიტომ წავიდა, რომ ლონდონში სიტუაცია იყო რთული, თუმცა იქაც იპოვა ბედნიერება. ფორმაში შევიდა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალები და ესპანეთის თასის ფინალი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

ყველამ იცის, რომ ის უკვე დიდი ხანია აღარ არის 20 წლის ყმაწვილი, მაგრამ მიკაელი ის ფეხბურთელია, რომელიც ახალგაზრდობას ალბათ ყველაზე მეტად გამოადგება, რადგან უზარმაზარ გამოცდილებას ფლობს. ის გუნდს აბალანსებს".

ყველაფერი რიგზეა

ფეხბურთელი აცხადებს, რომ მიუხედავად გაუთავებელი ტრავმებისა, მას წამითაც არ უფიქრია ფეხბურთიდან წასვლაზე.

- მუხლები უკვე აღარ მაწუხებს. მსგავსი დაზიანებების შემდეგ ყოველთვის ძალიან რთულია სათამაშო რიტმის დაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ 8 თუ 9 ოპერაცია მაქვს გადატანილი, მოდუნება არასოდეს მიფიქრია. ყოველთვის თავიდან ვიწყებდი მუშაობას ძალების აღსადგენად.

არ ვიცი, სხვები რას ფიქრობენ ჩემზე, შეიძლება ზოგიერთმა ხაზიც გადამისვა, მაგრამ არასოდეს არაფრის შემშინებია. არასოდეს გამჩენია ეჭვი, ფეხბურთი უნდა მეთამაშა თუ არა. სადაც არ უნდა ვიყო, ცუდ ხასიათზე ვერსად მნახავთ. სიამოვნებას ვიღებ ფიზიოთერაპევტთან ვიზიტის შემდეგაც კი, მათთანაც კი ვიღიმი. "ჩელსისთან" კონტრაქტში ორი წელი დამრჩა. რა მოხდება, ამის მერე ვნახავთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიხაელ ბალაკი, "ჩელსი" და ჟოზე მოურინიო

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
კრიშტიანო რონალდოს "სუპერმენმა" ვაჟმა მამის ინტერვიუ შეაჩერა [VIDEO]
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
გელზენკირხენის "შალკეს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ᓞᓝᓠᓢᓣᓒᓐᓚᓘᓐ VS ᓒᓐᓜᓐ - ᓒᓐᓜᓐ ᓧᓕᓔᓚᓐᓤᓔᓠᓡ ᓤᓣᓚᓘ ᓬᓧᓕᓔᓢᓡ?
მიკაელ ესიენი მილანელია
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
რეალი VS შალკე - ნაკლები პასი, მეტი სისწრაფე
რობერტ ლევანდოვსკი: მეტი უნდა გამეტანა
რობერტო დი მატეო ჩემპიონშიპის კლუბიდან გაათავისუფლეს
გინდათ მუნდიალზე? მაშინ გამოვხიზლდით, სანამ დროა!
რობერტო დი მატეო "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ჩელსის" ლაბირინთებში: მატიჩი და სალაჰი, მატას და ესიენის ნაცვლად
გელზენკირხენის "შალკეს" ლაზარეთი შეთხელდა
საბა კვირკველია: 2014 წელი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება
ზინედინ ზიდანის ყველაზე ტკბილი ლუკმა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
ვიქტორ სანიკიძე: როცა შეთავაზებებს მივიღებ, შემდეგ გადავწყვეტ, სად მიჯობს თამაში
ახლა 20-25 %-ით უკეთესები ვართ - ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან და ფილ ჰილისთან [VIDEO]
ᓡᓔᓠᓘᓐ A-ᓡ ᓮᓣᓗᓘ ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓓᓐᓣᓤᓐᓡᓔᓑᓔᓚᓘ ᓓᓐ ᓒᓐᓓᓐᓤᓐᓡᓔᓑᓣᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘ
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
რობერტო დი მატეო "ასტონ ვილას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ჟოზე მოურინიო რაიან ბერტრანს არ ენდობა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს