გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ თორნიკე გორგიაშვილს რომელიმე აგენტმა მისცა რჩევა - "ზესტაფონთან" კონტრაქტის ანულირება მოითხოვეო
"ზესტაფონს" თორნიკე გორგიაშვილი დაუპირისპირდა (იხილეთ ვრცლად). ზესტაფონელთა 25 წლის შუახაზელი გუნდის სეზონისწინა სამზადისზე არ გამოცხადდა და ფეროელებს არც თურქულ შეკრებაზე გაჰყოლია. სამაგიეროდ, საჩივარი შეიტანა ფეხბურთის ფედერაციაში - "ზესტაფონთან" კონტრაქტის ანულირებას ითხოვს.

ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტი ამ საკითხს 26 ივლისს განიხილავს, თუმცა გაჩნდა ინფორმაციაც, რომ ფეხბურთელი და კლუბი თვითონ მორიგდებიან.

როგორც უნდა იყოს, არა მგონია, რომ გორგიაშვილს ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად, ვიღაცის რჩევის გარეშე გადაედგა. ის 25 წლის არის, ეროვნულ ნაკრებში სამჯერ უთამაშია, აქვს კარგი მონაცემები და შესაბამისად, სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელია.

მოკლედ, გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ გორგიაშვილს რომელიმე აგენტი დაელაპარაკა, რჩევა მისცა და ფეხბურთელმაც დაუჯერა მას - თავისუფალი აგენტის სტატუსი ხომ ტრანსფერს აადვილებს.

ზოგადად, კარგია, როცა ფეხბურთელს ჰყავს ისეთი აგენტი, რომელიც მას სასარგებლო რჩევებს აძლევს. ფეხბურთელი ასეთი აგენტით თავს იცავს, რომ კლუბი უსამართლოდ არ მოექცეს და კარიერაში სწორი ნაბიჯები გადადგას. არაერთხელ მომხდარა, ნიჭიერ ფეხბურთელს არასწორი ნაბიჯი გადაუდგამს და ამის გამო ისე ვერ წასულა წინ, როგორც მის ნიჭს შეეფერებოდა.

ამის მაგალითი ბევრია. ფეხბურთელი გახდა 18 წლის და ფინანსურად ღონიერ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს აწერს ხელს. ცხადია, კლუბი დაინტერესებულია, რომ ნიჭიერთან მაქსიმალურად გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ტიტულოვანი და ფინანსურად ძლიერი კლუბი მიმზიდველია, ოღონდაც ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ განვითარების რა პირობები ექნება იმ კლუბში, რომელიც შედეგზე მკაცრად არის ორიენტირებული, იწვევს ლეგიონერებს, საქართველოს ნაკრების მოქმედ თუ ყოფილ ფეხბურთელებს.

ასეთი კლუბის პირველ გუნდში მოხვედრა ახალგაზრდისთვის ძალიან ძნელია და მეორე გუნდში უწევს ყურყუტი. მისი გადაბირებით სხვა ქართული გუნდი თუ დაინტერესდა, სატრანსფერო ფასი იმდენად მაღალია, რომ იმ კლუბს ამდენის გადახდა არ უღირს.

და სად არის ასეთ დროს ფეხბურთელის აგენტი? როგორ შეიძლება იყოს დაცული ასეთი ფეხბურთელი?

კონტრაქტში უნდა ჩაიწეროს კონკრეტული სატრანსფერო თანხა, რომლის გადახდის შემთხვევაში სხვა კლუბს შეუძლია ამ ფეხბურთელის აყვანა. ცხადია, ეს თანხა რეალური უნდა იყოს, ასეულათასობით დოლარს მეორე გუნდის ფეხბურთელში არავინ გადაიხდის, თუ ის რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში სასწაულებს არ მოახდენს.

დაცვის მორიგი მექანიზმი ის არის, რომ კონტრაქტი არ იყოს ხუთწლიანი.

არსებობს კიდევ ერთი მექანიზმიც: თუ ფეხბურთელს კლუბი სხვა გუნდში ანათხოვრებს, იქ გატარებული დრო უნდა ეთვლებოდეს კლუბთან კონტრაქტის ხანგრძლივობაში - ანუ გავანათხოვრე ჩემი ფეხბურთელი ექვსი თვით, მაგრამ ეს ექვსი თვე კონტრაქტის ვადას არ აკლდება და რამდენჯერაც უნდა გავანათხოვრო ფეხბურთელი, სანამ ხუთ წელიწადს ჩემთან არ გაატარებს, მისი კონტრაქტი არ ამოიწურება.

როცა კლუბი ასეთ პირობას უყენებს ფეხბურთელს, სწორედ მაშინ სჭირდება მოთამაშეს კარგი აგენტი.

მენეჯერის პროფესია მხოლოდ ის არ არის, რომ ფეხბურთელი ერთი გუნდიდან მეორეში გადაიყვანოს, მან უნდა დაიცვას ამ ფეხბურთელის სხვა ინტერესებიც. მაგალითად, ფიფას რეგულაცია არ კრძალავს იმას, კონტრაქტში ჩაიწეროს, რომ ფეხბურთელმა სეზონის პირველი ათი მატჩი აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში უნდა ითამაშოს.

თბილისში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ღონიერი კლუბია: "დინამო თბილისი". ფაქტია ისიც, რომ ასე თუ ისე ნორმალური საფეხბურთო აკადემიები თუ სკოლები მეტწილად დედაქალაქშია, ანუ ნიჭიერი მოზარდების თავმოყრა ხდება თბილისში და ნიჭიერ ახალგაზრდას თუ მის მშობელს, ბუნებრივია, დედაქალაქური კლუბი ურჩევნიათ პერიფერიულს.

ადრე "ვიტ ჯორჯია" იყო ისეთი კლუბი, ეფექტურ სელექციას რომ ახერხებდა, ახლა კი თბილისში, "დინამოს" გარდა, არ არსებობს ამბიციური, წელგამართული კლუბი. არადა, კონკურენცია აუცილებელია, კონკურენციის გარეშე ვიღებთ არაჯანსაღ გარემოს.

რჩევა, ახალი გუნდის მოძებნა და დაცვა სჭირდებათ მწვრთნელებსაც. ჩვენთან ჯერ არ ჩანან ისეთი მენეჯერები, ქართველი მწვრთნელების ტრანსფერებზე რომ იმუშავებენ. არის მხოლოდ მამუკა ჯუღელი, რომელმაც გიორგი დარასელია წაიყვანა "ხაბაროვსკში".

საერთოდ, ჯუღელი წარმატებული მენეჯერია, თანაც ისეთი, ვისაც კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს. სხვა ქართველ აგენტებს ვგულისხმობთ, არადა, კონკურენცია აქაც აუცილებელია. განა ნორმალურია, რომ თითქმის ყველა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის აგენტი ჯუღელია?

ჯუღელმა შექმნა აღორძინებული გორის "დილა" წელიწადნახევრის წინათ. რომ არა ის, ამდენი კარგი ფეხბურთელი ერთბაშად ვერ მოხვდებოდა "დილაში". ამ გუნდში ახლაც არიან ჯუღელის ფეხბურთელები და ზოგი მათგანი "დილაში" დარჩენას მანამდე აპირებს, სანამ გუნდი ევროსარბიელზე გამოდის.

შესაძლოა, ეს ჯუღელის გულმოწყალების შედეგია, ან უბრალოდ იმის, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში მათი უცხოურ გუნდში გადასვლა ვერ ხერხდება.

ბევრისგან გაიგონებთ, საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ყოველთვის ჰყავდა და ეყოლებაო. მართლაც, ფეხბურთის თამაშის ნიჭი თითქოს სისხლში გვაქვს. ალბათ აგენტობასაც თავისებური ნიჭი სჭირდება, მხოლოდ იღბლის ხარჯზე ვერ გააკეთებ ბევრ და თანაც სარფიან ტრანსფერს.

ჯუღელმა ქართველ ფეხბურთელებს ფული აშოვნინა, თუმცა კონკურენტი მასაც უნდა გამოუჩნდეს - ერთი კაცის მიერ მართული სატრანსფერო ბაზარი, ცოტა არ იყოს, მოსაწყენია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zestafani!
იცით რა ვერ გავიგე? გორგიაშვილით იწყებ და ჯუღელით ამთავრებს, იქნება ვინმემ გამარკვიოს რა შინაარსის არის და რისი მომცემია ეს სტატია?
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ჯუღელის ნათქვამი მალე აცხადდება? - საუდის არაბეთში ოსიმენის კონტრაქტის გამოსასყიდს იხდიან, "მანჩესტერ იუნაიტედი" სხვა ფორვარდს იმატებს
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდა, ჯუღელის პირობები დაკმაყოფილდება" - "კვარას" ახალი ხელშეკრულების დეტალები ცნობილია
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
"კვარაცხელიას ტრანსფერზე 6 თვე ხმაურის გარეშე ვმუშაობდით" - აგენტმა სიტუაცია განმარტა
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა