რუსეთის პირველი ლიგის "მორდოვიას" ქართველმა მცველმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
23 ივლისს გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მონაწილეობა ორმა ქართველმა ლეგიონერმა, მამუკა ღონღაძემ და გიორგი ჩიხრაძემ მიიღო.

ისევე, როგორც წინა კვირას გამართული შეხვედრა, მათთვის და მათი გუნდისთვის ეს დღე მეტად წარუმატებელი აღმოჩნდა - ლატვიური "დაუგავა" შინ შვედურ "ელფსბორგთან" 0:4 განადგურდა, ორრაუნდიანი დაპირისპირება კი კატასტროფული სხვაობით, 1:11 დათმო. ჩიხრაძემ სრულად ითამაშა, ღონღაძე კი შესვენებაზე შეცვალეს.

რუსეთის პირველ დივიზიონში "მორდოვიამ" "ენისეის" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. "მორდოვიას" მცველმა აკაკი ხუბუტიამ გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.

მან შეუცვლელად ითამაშა და 63-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" სტუმრად 1:5 განადგურდა ტულის "არსენალთან". "სკა-ენერგიას" რიგებში გოგიტა გოგუამ შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი გიორგი ნავალოვსკი კი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.

ნალჩიკის "სპარტაკმა" ვლადიკავკაზის "ალანია" მიიღო და დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა შემადგენლობაში დავით სირაძემ 65-ე წუთამდე ითამაშა.

ბერლინის "ჰერტამ" საკონტროლო მატჩში იტალიურ "პალერმოს" 2:1 სძლია. გერმანელთა შემადგენლობაში ლევან კობიაშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა.

ვეტერანმა ქართველმა უნივერსალმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელებმა პირველი ტაიმი მოიგეს, "ჰერტამ" კი ალექსანდერ ბაუმიოჰანის დუბლით გაიმარჯვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ასე სადაა? მაშინ, ჭაბუკთა ჩემპიონატი ჩაატარონ - ჩელებაძეს ცხადაძის იდეა არ მოსწონს
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
დილა-ტორპედო 5:1 - გოგიტა გოგუა გოლით დაბრუნდა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა