კახა კაჭარავა ორჯერ იყო "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი. მერე "ზესტაფონს" თავკაცობდა. ფეხბურთელი კაჭარავას კარიერა კი სამტრედიიდან დაიწყო
კახა კაჭარავა ორჯერ იყო "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი. მერე "ზესტაფონს" თავკაცობდა. ფეხბურთელი კაჭარავას კარიერა კი სამტრედიიდან დაიწყო.

სწორედ ამ პატარა ქალაქში დაინახეს მისი საფეხბურთო მონაცემები 80-იან წლებში და საქმე იქამდე მივიდა, რომ კაჭარავა თბილისის "დინამოში" მიიწვიეს. მაშინ "დინამო", ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრები იყო...

კაჭარავამ თბილისის "დინამოში" 1989-92 წლებში ითამაშა, შემდეგ ორი წლით კვიპროსულ "ნიქოზიაში", მერე ცოტა ხანი თურქულ "ტრაბზონსფორშიც" ითამაშა, ბოლოს ისევ "დინამოში" დაბრუნდა, კარიერის ბოლო წლები კი გერმანიის ქვედა ლიგის გუნდებში გაატარა.

ახლა კი კაჭარავა იმ გზას იხსენებს, სამტრედიის "ლოკომოტივიდან" თბილისის "დინამომდე" რომ გაიარა...

სამტრედიის "ლოკომოტივს" ჯუმბერ ჯალაღონია წვრთნიდა, როცა საბჭოთა კავშირის მეორე ლიგის მეცხრე ზონის ჩემპიონები გავხდით. ჩვენი გუნდის უფროსი მაშინ კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე გახლდათ. ავთანდილ ქანთარია, დურმიშხან თვალაბეიშვილი, ალიკა კვერნაძე, ედიშერ კაკაბაძე...

"სამტრედია" საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული; გვყავდა კიდევ სერგეი შვეცოვი, მოსკოვის "სპარტაკისა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

გუნდის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 27-28 წელი იყო. მაშინ ამ ასაკის მოთამაშეებს რატომღაც ვეტერანებს ეძახდნენ. ურთულესი თამაშები გვქონდა საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში, სადაც ბევრი ისეთი ფეხბურთელი იყო, უმაღლეს და პირველ ლიგაში რომ ჰქონდა ნათამაშები. 4-4-2 სისტემით ვმოქმედებდით. მაშინ საყრდენი ნახევარმცველი ვიყავი, ჩემ წინ კი შვეცოვი თამაშობდა.

ბათუმის "დინამო" მიწვევდა. ეს გუნდი მაშინ საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში თამაშობდა. იმავდროულად, მიმიწვია ქუთაისის "ტორპედომაც" და რადგან "ტორპედო" საქართველოს მეორე გუნდად ითვლებოდა, მეც იქ წასვლა გადავწყვიტე. მერაბ მეგრელაძე, ენუქი თევზაძე, მერაბ თევზაძე, სოსო ფრუიძე...

ქუთაისურ გუნდში ასეთი ხალხი თამაშობდა, მწვრთნელი კი რევაზ ძოძუაშვილი გახლდათ.

"ტორპედო" მაშინ უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის არ იბრძოდა, 1988 წელი იყო, გუნდის მიზანი პირველ ლიგაში მყარად ყოფნა და თასის გათამაშებაში რაც შეიძლება შორს წასვლა გახლდათ.

თასზე ოდესის "ჩერნომორეცს" სტუმრად 2:0 მოვუგეთ: გოლები მე და მეგრელაძემ გავიტანეთ. მომდევნო ეტაპზე შინ ალმათის "კაირატი" 1:0 დავამარცხეთ და მერე უკვე კიევის "დინამოს" გადავეყარეთ - უკრაინაში 0:3 წავაგეთ. იმ შეხვედრაში არ მითამაშია, სეზონის ბოლო იყო და უკვე თბილისის "დინამოში" ვიყავი მიწვეული.

სანამ "დინამოში" მივიდოდი, ძოძუაშვილმა "ტორპედოში" ამპლუა შემიცვალა - ცენტრალურ თავდამსხმელად გამამწესა. ცოტა არ იყოს, უხერხულად ვიგრძენი თავი, თავდამსხმელად რომ ვითამაშე პირველად, გოლი არ გამიტანია, მომდევნო შეხვედრაში კი ორი ბურთი შევაგდე და ამის მერე უკვე შევეგუე ახალ ამპლუას. "ტორპედოს" თავდასხმაში მეგრელაძის გვერდით ვთამაშობდი. 1988 წელს მან 42 გოლი შეაგდო, მე კი, თუ არ ვცდები, 30.

მეგრელაძისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, თითქმის ყოველი ვარჯიშის შემდეგ მოედანზე ვრჩებოდით და მის რჩევებს ვისმენდი. მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს თავდამსხმელად ჩამოყალიბებაში. ის იქ იხსნებოდა, სადაც საჭირო იყო, ტყუილუბრალოდ არ გაიქცეოდა. ძალიან ოსტატურად იხსნებოდა, გოლის გატანის არაჩვეულებრივი ალღო ჰქონდა.

"დინამოში" გადასვლის შანსი "ტორპედომდე" მქონდა. საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში მოასპარეზე ქართული გუნდების ფეხბურთელებიდან რამდენიმე ნაკრები კეთდებოდა და სასელექციო ტურნირში თამაშობდნენ.

1986 წელს ნოდარ ახალკაცს გაუჩნდა ჩემი "დინამოში" აყვანის სურვილი, თუმცა ამის შემდეგ "დინამოში" მწვრთნელი შეიცვალა და ჩემი ამ გუნდში გადასვლაც გადაიდო.

"ტორპედოს" მერე "დინამოში" რომ მივედი, გუნდს დავით ყიფიანი წვრთნიდა. მისი ძალიან მადლობელი ვარ, სულ გვგრძნობდი ამ მწვრთნელის ნდობას. მაშინაც ბევრი კარგი შემტევი ფეხბურთელი ჰყავდა "დინამოს": მამუკა ფანცულაია, თემურ ქეცბაია, კახი გოგიჩაიშვილი, გრიგოლ ცაავა... ცენტრფორვარდი კი იმ დროისთვის მხოლოდ მე ვიყავი.

1989 წელს თასზე დაუვიწყარი მატჩი მოვუგეთ მოსკოვის "სპარტაკს" . 9 აპრილის მოვლენების გამო მოედანზე გასვლას არ ვაპირებდით, მაგრამ მაშინ ისეთი პოლიტიკური რეჟიმი იყო, რომ მაინც მოგვიწია ამ მატჩის გამართვა. ზოგი რომ ამბობს, ის მატჩი ჩაწყობილი იყოო, ტყუილია. "სპარტაკს" თბილისში 2:0 მოვუგეთ. დიდი ენთუზიაზმით ვითამაშეთ, 9 აპრილის მერე ისე ვიყავით მოტივირებულები, რომ "სპარტაკს" კი არა, არავის ექნებოდა ჩვენი დამარცხების შანსი.

"სპარტაკის" მერე თასის ნახევარფინალში ჩვენი მეტოქე დნეპროპეტროვსკის "დნეპრი" იყო. 1:2 წავაგეთ. ნაღდი საგოლე მომენტი მქონდა, მაგრამ "დნეპრის" მეკარემ სასწაული ბურთი მოიგერია. რამდენიმე გულშემატკივარი ტრიბუნიდან მოედანზე გადმოვიდა. ერთი მათგანი მე შევაკავე და ტრიბუნამდე "მივაცილე".

რამდენიმე დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დამიბარეს. თურმე ტრიბუნაზე მიბრუნებული ის გულშემატკივარი მილიციელებს დაუკავებიათ, მაგრამ გულშემატკივარს უთქვამს, კაჭარავას ბიძაშვილი ვარო და გაუშვეს. მერე კი ცენტრალური მთავრობის მილიცია დაინტერესებულა ამ ყველაფრით და იმ გულშემატკივრის ძებნა რომ დაიწყეს, ამიტომაც დამიბარეს.

ავუხსენი, ბიძაშვილი საერთოდ არ მყავს, მამაჩემს ორი ძმა ჰყავდა და ორივე ფრონტზე დაიღუპა-მეთქი. მილიციამ ყველაფერი გადაამოწმა და ასე დამთავრდა ეს ამბავი.

რომ მეკითხებიან, რომელი სჯობდა შენთვის, ნახევარმცველად დარჩენილიყავი თუ თავდამსხმელობაო, ვფიქრობ, თავდამსხმელობა სწორი გადაწყვეტილება იყო. 1989 წელს უმაღლეს ლიგაში რვა გოლი გავიტანე და ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტად დამასახელეს.

ბომბარდირი სერგეი როდიონოვი გახდა 16 გოლით, მეორე ადგილზე იური სავიჩევი გავიდა 12 ბურთით, მესამე მაჩვენებელი ოლეგ პროტასოვს ჰქონდა 10 გოლით და მათ შემდეგ მე ვიყავი.

"ტენის ბორუსია", "ჰომბურგი" და "ვალდჰოფი" - გერმანულ გუნდებშიც თავდამსხმელი ვიყავი, მხოლოდ "ტენის ბორუსიაში" მიწევდა ხანდახან ფორვარდის უკან თამაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ნოდარ ახალკაცი ფიფას ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს
"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე
კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
"ჯანომ ერთი წუთი მაინც რომ ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, მერე რუსები ვეღარ წაგვართმევენ-მეთქი"
ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპრეზიდენტი ფიფაში დააწინაურეს
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
1982 წელს ახალკაცის, ბესკოვისა და ლობანოვსკის ერთად ყოფნამ დაგვაბნია - ბლოხინმა წარსული გაიხსენა
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...