მანჩინი: წინ გადადგმული ნაბიჯი - ბოლო წამზე გოლი არ გავუშვით
მანჩესტერულ დერბიში „სიტიმ“ და „იუნაიტედმა“ ერთმანეთს თავი შეაკლეს. ვერც ქალაქის ერთმა ნაწილმა აჯობა მეორეს და ვერც მეორემ პირველს, შეხვედრა 0:0 დასრულდა და... ამით „ჩელსიმ“ ისარგებლა, „ფულჰემს“ მოუგო და წინა ტურში „შეფერთხილი“ პოზიცია გაიუმჯობესა. ახლა დასავლეთ ლონდონელები „იუნაიტედს“ 4 ქულით უსწრებენ. მანჩესტერული გუნდების შეხვედრა „სიტის“ სტადიონზე, ისტლენდში გაიმართა. ზოგადად, თამაშითა და ინიციატივით „იუნაიტედი“ სჯობდა, მაგრამ, ტაბლოზე ეს არანაირად არ ასახულა. მატჩის შემდეგ სტუმრების თავკაცი სერ ალექს ფეხგიუსონი ამბობდა:

„თამაშის ფასი იმდენად დიდი იყო, რომ იგი ღია და ლაღი ვერაფრით იქნებოდა. მესმის ხალხი რასაც ელოდა, მაგრამ ის ფეხბურთი ამჯერად იმთავითვე გამორიცხული იყო. ჩვენ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა საგოლე მომენტები ვერ შევქმენით. კუთხურებს და ჯარიმებს ნუ ჩავთვლით და თამაშ-თამაშ სულ ორი სახიფათო ეპიზოდი შევქმენით, რაც გულდასაწყვეტია. მოგებისთვის ვიბრძოდით, როგორც გითხარით, ბურთის ფლობაც საჩვენო იყო, მაგრამ მოწინააღმდეგის კარში ბურთის შეგდებამდე ვერა და ვერ მივიყვანეთ საქმე. ახლანდელი „სიტის“ დამარცხება ისტლენდზე უკვე ძალიან ძნელი საქმეა. ხომ დააკვირდით, მეორე ტაიმში როგორი დაცვა დააყენეს მასპინძლებმა? ამ საქმეში ისინი ძალიან გაიწაფნენ.

აქ, ისტლენდზე „ჩელსიც“ დამარცხდა და „არსენალთან“ თამაშიც სხვა შედეგით დასრულდებოდა მსაჯს „სიტის“ ერთი ფეხბურთელი ადრევე რომ არ გაეგდო მოედნიდან“.

მატჩის საუკეთესო ფეხვურთელად „იუნაიტედის“ მცველი ნემანია ვიდიჩი დაასახელეს. სერბმა თქვა, რომ მანჩესტერული დერბი ისეთი თამაში გამოვიდა, რომელშიც პირველ პლანზე დაცვა გამოდის.

„ფრედ დამთავრდებოდა, აბა რა მოხდებოდა. დღეს ხომ ჩვენ ვნახეთ ორი გუნდი, რომლებიც თავს კარგად იცავდნენ – თქვა სტუმრების კაპიტანმა – გამარჯვებას უპირველეს ყოვლისა როგორც მასპინძლისგან, „სიტისგან“ ელოდნენ. ჩვენ კარგად კი ვითამაშეთ, მაგრამ მასპინძლებმა საგოლე მომენტების შექმნის საშუალება არ მოგვცეს“.

ვიდიჩიმა, როგორც ხედავთ, ისტლენდელებს დაცვა და ოსტატობა შეუქო – თავადაც მცველია და სხვისი „მდგრადობა“ დააფასა. ჰოლანდიელმა მეკარემ ედვინ ვან დერ სარმა კი საკითხს სხვა მხრიდან შეხედა.

„მასპინძლებს ფაქტობრივად არ შემოუტევიათ. უკან იდგნენ. აშკარად ჩანდა, რომ მათთვის ჩვენთან ფრე კარგი შედეგი იყო. ჩვენ ძალიან გვინდოდა მოგვეგო, მაგრამ „სიტი“ მეტისმეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა. პირადად მე ბევრი საქმე არ მქონია, ჯარიმებს ვიგერიებდი და ეს იყო. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ თამაში კიდევ რომ გაგრძელებულიყო, მოვიგებდით“.

ვან დერ სარისგან ასე გაკრიტიკებული გუნდის თავკაცმა, იტალიელმა რობერტო მანჩინიმ კი თავისი გუნდის თამაშში ხინჯი ვერ დაინახა. სხვათა შორის, სტადიონზე აქა-იქ უკმაყოფილო ფანების „ბუუც“ გაისმა, მაგრამ ამას დიდი მასშტაბები არ მიუღია.

„სულ არ მაინტერესებს გამაკრიტიკებენ თუ არა – თქვა მანჩინიმ – დღეს მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ და ფაქტის წინაშეც ვდგავართ: სეზონის მსვლელობისას „მანჩესტერ იუნაიტედს“ თანდათანობით ვუახლოვდებით.

საერთოდ, „იუნაიტედთან“ შეიძლება მოიგო და შეიძლება დამარცხდე, მაგრამ ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შემიძლია – თუ ამ გუნდს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას მისცემ, მაშინ აუცილებლად ის მოიგებს. ჩვენ გამარჯვება, რასაკვირველია, გვინდოდა, მაგრამ დამეთანხმებით, ჯობდა ფრედ გვეთამაშა ვიდრე წაგვეგო“.

პრესკონფერენციაზე გაიხსენეს, რომ გასულ სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ „იუნაიტედთან“ ოთხჯერ ითამაშა და სამჯერ გოლი ბოლო წითებზე გაუშვა. ამაზე მანჩინიმ უპასუხა: „ამ მხრივ გასულ სეზონთან შედარებით წინ გადავდგით ნაბიჯი. გასულ სეზონში სულ ბოლო წამს ვუშვებდით გოლებს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა