მარტინ კიოუნი "არსენალს" სუარესის შეძენას ურჩევს
ლუის სუარესის "ლივერპულიდან" "არსენალში" გადასვლაზე ერთი ამბავია ატეხილი. ეს ბუნებრივიც არის, რადგან 26 წლის ურუგვაელის დონის ფეხბურთელები ერთი ინგლისური კლუბიდან მეორეში ყოველ წელს არ გადადიან. ანალოგიური ხმაურია უეინ რუნის "ჩელსიში" შესაძლო ტრანსფერის გამოც, თუმცა დღეს ჩვენი თემა სამხრეთამერიკელი ვარსკვლავია. "დეილი მეილის" მესვეტემ, "არსენალისა" (1993/2004, 311 თამაში) და ინგლისის ნაკრების (53 თამაში) სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა მარტინ კიოუნმა საინტერესო მოსაზრება შემოგვთავაზა, თუ რატომ უნდა გადავიდეს სუარესი ჩრდილოლონდონურ კლუბში.

- "ლივერპული" სწორად იქცევა, როცა ლუის სუარესის შესანარჩუნებლად თავგამოდებით იბრძვის. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია, თუმცა არსენ ვენგერი ზუსტად ის ადამიანი გახლავთ, ვინც ფეხბურთელს დაეხმარება საკუთარი უარყოფითი მხარეების დაძლევაში.

გარიგება ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან. მეტიც, ასეთი ტემპერამენტის მოთამაშის გადაბირება ყოველთვის მოიცავს რისკს. ფეხბურთელი უკვე რამდენჯერმე მოექცა სკანდალის ეპიცენტრში. მას ჯერ კიდევ მოუწევს გონებაში იმის ჩაბეჭდვა, რომ რასობრივი ნიშნით ადამიანების შეურაცხყოფა და მოედანზე მეტოქის მცველთან ორთაბრძოლისას აკრძალული ილეთების გამოყენება (მაგალითად კბენა) არ შეიძლება. ამ შემთხვევაში მისთვის უკეთესი დამრიგებლის პოვნა, ვიდრე არსენ ვენგერია, შეუძლებელია. ფრანგი შეძლებს სუარესის ცხოვრებაში ჰარმონიის შეტანას.

ვენგერი ცხოვრებაში ყოველთვის განსაკუთრებული მაგალითია ხოლმე გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. მართალია, საფეხბურთო მინდორზე სულ სხვა მოთხოვნებია, მაგრამ სუარესი ასეთ შემთხვევაში მაინც მოგებული დარჩებოდა. გულის სიღრმეში ალბათ ყველამ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ ვენგერისთვის მთავარია საქმე და არა სიტყვა.

ფეხბურთელს ხასიათი შეეცვლება მინდორზეც. არ დაგავიწყდეთ, რომ ვენგერს უამრავი ტოპკლასის თავდამსხმელთან უმუშავია, მაგალითად, იან რაიტთან, ნიკოლა ანელკასთან, დენის ბერგკამპთან, ტიერი ანრისთან, ნვაკვო კანუსა და რობინ ვან პერსისთან. თითოეულმა მათგანმა ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით მხოლოდ გააუმჯობესა თამაშის ხარისხი. ემანუელ ადებაიორმა სწორედ ვენგერის წყალობით გაიარა გზა რამდენიმე მეტრიდან ძელის ამცილებელი ფეხბურთელიდან სეზონში 30 გოლის გამტანამდე.

სუარესის ტალანტის შემჩნევა კი შეუიარაღებელი თვალითაც იოლად შეიძლება. გააქვს გოლები, თანაგუნდელებთან მისი ურთიერთქმედების ხარისხი კი ნათლად მიუთითებს, რომ მას გონება ნამდვილად უჭრის. "არსენალს" ჩემპიონობისთვის საბრძოლველად უმაღლესი კლასის თავდამსხმელი სჭირდება. ეს აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი გუნდისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში შევეჩვიეთ, რომ "არსენალი" ვარსკვლავებს მხოლოდ ყიდის. ახლა უკვე ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ხმაურიანი კონტრაქტი გავჩარხოთ. ამ გარიგებას შეუძლია, "მეთოფეებს" ახალი იმედები გაუღვივოს და იმავდროულად "ლივერპულის" ამბიციებს წერტილი დაუსვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლივერპული" "არსენალს" - გადაიხადეთ ან გაჩუმდით!

brola
მიდი არსენ დროზე ქენი რამე! სანამ ყველა არ გაიყიდება მნამდე არა ტოკდება არსენალი!
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
მარტინ კიოუნი: იოზილი "არსენალიდან" გონებით უკვე წასულია
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
ექსპერტები "არსენალზე": მან ისიც კი ვერ გაიაზრა, რამდენით ჩამორჩა...
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
[VIDEO] უსახური მატჩი "ემირეითსზე" - "არსენალმა" და "ლივერპულმა" ქულები გაიყვეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"არსენალს" 14 ქულით სწორედ ამიტომ ჩამოვრჩებით" - არნე სლოტი
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა