27 ივლისს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" პირველი საკონტროლო მატჩი გამართა
27 ივლისს თურქულ შეკრებაზე მყოფმა საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" პირველი საკონტროლო მატჩი გამართა.

ზემოიმერელთა მეტოქე თურქეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი "მანისასპორი" გახლდათ.

შეხვედრა სასტუმრო "გრინ პარკის" საფეხბურთო კომპლექსის ერთ-ერთ მოედანზე გაიმართა და ადგილობრივი დროით 17:00 (თბილისის დროით - 18:00) საათზე დაიწყო.

თურქული კლუბი, რომელსაც დღესდღეობით ადგილობრივი სპეციალისტი ქემალ ოზდეში წვრთნის, მაისში დასრულებულ თავის ქვეყნის ჩემპიონატში სუპერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში იასპარეზა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში დასავლეთ თურქეთის წარმომადგენლებს გზა "კონიასპორმა" გადაუღობა.

"მანისასპორში" ავსტრიელი, პოლონელი და სერბი ლეგიონერები ასპარეზობენ.

შეხვედრაში ზესტაფონელებმა დანაკლისი თავიდან ვერ აიცილეს - ზურგის ტრავმის გამო თურქთა წინააღმდეგ ვერ იასპარეზა ფორვარდმა საბა ლომიამ.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანასთან ახლოს მაინც ქართველები იყვნენ - თავის გუნდის დაწინაურების შესაძლებლობები გიორგი ჭანკოტაძესა და გიორგი ადამიას მიეცათ.

გამოსარჩევია ადამიას მონაწილეობით შექმნილი ეპიზოდი - "მანისასპორის" გოლკიპერმა ვოლკან ბაბაჩანმა შეცდომა დაუშვა და გიორგის თითქოს ბურთი ცარიელ კარში უნდა გადაეგზავნა, თუმცა მანისელები ისევ თურქთა მეკარის თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა...

მეორე ტაიმში ქართველთა უპირატესობა გამოიკვეთა და მათ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე ძალიან სახიფათო ეპიზოდი შექმნეს "მანისასპორის" კართან - გოლის გატანა ოთარ კვერნაძესა და ირაკლი ქობალიას შეეძლოთ, თუმცა ორივე ამ ეპიზოდში თურქთა გოლკიპერმა იყოჩაღა.

მალევე სწორედ ამ დუეტის მონაწილეობით ზესტაფონელებმა აშკარა საგოლე მომენტი შექმნეს - ირაკლი ქობალიამ ოთარ კვერნაძე დროული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა ამ უკანასკნელი დამაგვირგვინებელი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მატჩის მიწურულს გამარჯვების მოპოვების შანსი მანისელებსაც მიეცათ, თუმცა ქართველთა მხარეს ჯერ ხარიხა აღმოჩნდა, შემდეგ კითავის ოსტატობის დემონსტრირების საშუალება უკვე კახა მეშველიანს მიეცა. საბოლოოდ, მატჩი დასრულდა უგოლოდ - 0-0.

იხილეთ ვიდეო

მატჩში ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: კვასხვაძე (მეშველიანი, 46), კანდელაკი (კიკნაველიძე, 46), თედო გრიგალაშვილი (დოს სანტოსი, 46), კაჭკაჭიშვილი (გაგოშიძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ტერზიჩი, 46), ჭანკოტაძე (რაჟამაშვილი, 46), შარიქაძე (ჭანტურიშვილი, 46), იელიჩი (თედო გრიგალაშვილი , 67), კუტალია (სარდალიშვილი, 46), რეკრუკი (კვერნაძე, 46), ადამია (ქობალია, 46).

fczestafoni.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ბოლნისის "სიონი" თურქეთში გამართულ საკონტროლო მატჩში ბატე-სთან დამარცხდა
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ-ᓡᓘᓝᓜᓘ 1:2 - ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓔᓚᓔᓑᓡ 7 ᓬᓣᓗᓘ ᓓᓐᓐᓙᓚᓓᓐᓗ [VIDEO]
ლადო ბურდული: გამოცდილი ფეხბურთელები ნელ-ნელა ფორმაში შედიან
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები
ᓡᓘᕝᓜᕘ-ᓒᓣᓠᕘᓐ 2:0 - ᓕᕘᓜ ᕨᓔᓐᕩᓔᓠᓔᓑᕡ ᕑᓝᓚᓜᕘᕡᓔᕚᓔᓑᕡ?
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
რატკო დოსტანიჩი: წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო