როგორც ვივარაუდეთ, ლანჩხუთის "გურიისა" და კიევის "დინამოს" ვეტერანთა მატჩს სკანდალური გაგრძელება მოჰყვა
როგორც 27 ივლისს ნომერში ვივარაუდეთ, ლანჩხუთის "გურიისა" და კიევის "დინამოს" ვეტერანთა მატჩს სკანდალური გაგრძელება მოჰყვა.

ეს რთული სავარაუდო სულაც არ იყო - "ევგრაფი შევარდნაძეზე" იმ სახელოვანი "გურიიდან" მხოლოდ მალხაზ მახარაძე გამოჩნდა.

ლანჩხუთის მაჟორიტარ თემურ ჩხაიძეს საპატიო მიზეზი გააჩნდა - კლუბის ლეგენდარულ კაპიტანს იმ დღეს პარლამენტში სხდომა ჰქონდა.

რატომ ვერ მოხვდნენ "გურიის" ვეტერანთა რიგებში გიგლა იმნაძე, კარლო მჭედლიძე, დავით უგრელიძე, გოჩა ტყებუჩავა, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, ოთარ კორღალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მამუკა აბუსერიძე, ავთანდილ ქანთარია, ლევან ბარათაშვილი, დავით ცომაია და სხვები, კითხვებს ტოვებს.

ეს ადამიანები ყველა იმ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, რაც "გურიასთან" არის დაკავშირებული.

როგორც კულუარებში ითქვა, ადგილობრივ ხელისუფლებას გარკვეული დაპირისპირება აქვს "გურიის" რამდენიმე წევრთან, რომლებიც საარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" და თემურ ჩხაიძეს ეხმარებოდნენ.

მათი დაუპატიჟებლობაც, სავარაუდოდ, ამის მიზეზია, ხოლო დანარჩენები იმიტომ არ ჩამოიყვანეს, რომ სკანდალი არ აგორებულიყო.

"არავის დავუპატიჟებივარ, არც თამაშზე და არც სტუმრის რანგში," - გვითხრა 80-იანი წლების "გურიის" წევრმა, მერაბ თევზაძემ.

ჩვენ დავუკავშირდით "გურიის" ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ ოთარ კორღალიძეს.

- ბატონო ოთარ, კიევის "დინამოსთან" ამახანაგურ თამაშზე არც თქვენ დაგპატიჟეს?

- არა, არ დამპატიჟეს და ძალიან ნაწყენი ვარ. მერამდენედ აკეთებენ უკვე ამას? 5 წელიწადი მარტო კაპიტანი ვიყავი გუნდის, ლანჩხუთელი მეუღლე მყავს...

ნუთუ იმდენი არ გამიკეთებია "გურიისთვის", რომ ასეთ შეხვედრაში დავეპატიჟებინე? სირცხვილია, უბრალოდ! კი მაინტერესებს, ვინ არიან დაპატიჟებულები?

ბატონ ოთარ რამდენიმე მონაწილის გვარი ვუთხარით, რაზეც მის კომენტარს აქვე გთავაზობთ:

- მაგ ხალხს ეკუთვნის მიპატიჟება და ოთარ კორღალიძეს არა? აწი, აღარ მიხსენონ "გურია"! უნამუსოები არიან!

გავარკვიეთ, რომ მიპატიჟება არ მიუღია ლანჩხუთის ყოფილ გამგებელ გია გოგუაძესაც, ვისაც კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის და ორი წლის წინათ "გურიის" ვეტერანებს ლამაზი საღამო მოუწყო.

"არავის დავუპატიჟებივარ. თუ მიხეილ ფომენკო ჩამოვიდოდა, მე ვალდებული ვიყავი დაპატიჟების გარეშეც მივსულიყავი და მენახა, რადგან ერთი კვირა მასთან ვცხოვრობდი სახლში. შარშანწინ ის მოვიპატიჟეთ, მაგრამ ვერც მაშინ ჩამოვიდა," - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გია გოგუაძემ.

ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის დირექტორი დურმიშხან ჩხაიძეც ამბობს, რომ ის არავის დაუპატიჟებია.

ცნობისთვის, მან ორჯერ მოაწყო "გურიის" ვეტერანთა გრანდიოზული საღამო - ერთხელ მერაბ ჟორდანიას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მეორედ კი "გურიის" 80 წლის იუბილეზე.

როგორც გავიგეთ, მიპატიჟებულთა შორის არც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია იყო და არც ის ადამიანები, ვინც "გურია" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანეს.

კომენტარი გრფფ-ის პრეზიდენტს კახა ებრალიძესაც ვთხოვეთ:

- როგორც ვიცი, თქვენ თამაში შემოგთავაზეს.

- კი, მაგრამ უარი ვთქვი. ორი კვირის წინათ გუნდიდან გაგვიშვეს მთელი შემადგენლობა და ახლა როგორ მივიღებდი მონაწილეობას?

- ამბობენ, თემურ ჩხაიძესა და გამგებელთან შეხვედრაზე ამ მატჩში მონაწილეობაზეც შეთანხმდით.

- მე არ ვესწრებოდი შეხვედრას, თუმცა იმ შეთანხმებიდან ყველაფერი დაარღვიეს და რაღა მაინცდამაინც ეს შეგვესრულებინა?

- გრფფ სტუმრის რანგში თუ დაპატიჟეს მაინც?

- არა. აქვე ვიტყვი, რომ ამ შეხვედრაში მე ნამდვილად არ უნდა მიმეღო მონაწილეობა, რადგან აქ უნდა ყოფილიყო იმ დიდი "გურიის" წევრები. როცა 80-იანი წლების "გურიას" არ პატიჟებ, ჩემი დაუპატიჟებლობა რა მოსატანია.

- თუმც ასევე ხართ გრფფ-ის პრეზიდენტი.

- რა გითხრათ, რეგიონულ ფედერაციას არანაირი მოწვევა არ მიუღია. ასევე მეტად გასაოცარია ის, რომ ასეთ საფეხბურთო საღამოზე მიპატიჟება არ მიუღია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

გარდა იმისა, რომ ასეთ საღამოზე ფედერაციის მიწვევა დაუწერელ კანონად ითვლება, ზვიად სიჭინავასთან გურულებს საპრეტენზიო არც უნდა ჰქონდეთ - სწორედ ამ ფორმაციის ფეხბურთის ფედერაციამ დააგო ლანჩხუთში თანამედროვე მინდვრის საფარი, რომელსაც ხეირიანად ვერ უვლიან და შეუძინა რეგიონული ფედერაციის ოფისი, რომლის თავკაცობისთვის პოლიტიკური ბრძოლაა გამოცხადებული.

ჩვენ თამაშამდე დავუკავშირდით სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას და კომენტარი ვთხოვეთ.

- ბატონო ზვიად, დღეს "გურიისა" და კიევის "დინამოს" ვეტერანთა მატჩია, არ ესწრებით?

- არავის უთქვამს ჩემთვის, თქვენგან ვიგებ პირველად.

- ანუ დაპატიჟებული არ ხართ?

- არა, ნამდვილად! ფეხბურთის ფედერაციაში არც სატელეფონო და არც წერილობითი შეტყობინება არ მოსულა. კარგი, მე არ დამპატიჟეს, არც ვიცე-პრეზიდენტები მიუწვევიათ - არც საშა ჩივაძე და არც მურთაზ ხურცილავა.

კარგია, უკრაინელი ვარსკვლავები რომ ჩამოდიან. უბრალოდ, ძალიან ცუდია, რომ არ დაგვპატიჟეს. თუ თამაშს გრფფ ატარებს, ორშაბათს დავიბარებ კახა ებრალიძეს და გავარკვევ.

- ისიც არ არის დაპატიჟებული.!

- არ მინდა ცუდზე ვიფიქრო. ეტყობა, დაავიწყდათ ფეხბურთის ფედერაციის არსებობა, რაც კარგი ნამდვილად არ არის.

ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე ადგილობრივ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ზვიად სიჭინავასთან ურთიერთობა არასდროს ჰქონია და სფფ-ის თავკაცი ამიტომაც არ დაპატიჟა (!), სამაგიეროდ - მიიპატიჟა სპორტის მინისტრი.

სამწუხაროა, რაიონის გამგებელი ნაცნობობით თუ პატიჟებს ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ადამიანებს, ამით მან თავისივე ნაშრომი ხომ წყალში ჩაყარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გაუფერულებული საფეხბურთო შოუ ლანჩხუთში [VIDEO]

Roma
Sirckhvilo!!!!!
vita
Sacodavo saqartvelo!!!!!! Vis khelshi aris Guria, usindiso GHOREBI!!!!! ra saqme aqvt am idiotebs fekhburttan, qajebi!!!!! gulshematkivrebi albat ar apatieben aset saqmeebs egret tcodebul khelmdzghvanelebs....Tokhi khelshi da yanashi tcaetriet gamgebelo....
Jonny
ეჰჰჰ საცოდავო საქართველო...
vep1963
ვაი ჩვენს პატრონს,საწყალო ქართველებო
dudu
სირცხვილი
glexi
კიპიანი ლევანი არც სპორცმენი არ იკავი და არაც კაცად არ უკნია გმერთს.მატრიოშკა ხარ რა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ესპანური კლუბი სკანდალში გაეხვა - გასახდელში სტრიპტიზიორი მიიწვიეს [VIDEO]
ეს უკვე კატასტროფაა - გიორგი დევდარიანი "ნორჩი დინამოს" სკანდალზე
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
რაიან გიგზის დაწყევლილი 2011 წელი - ღალატობდა მეუღლეს და ძმის ცოლთან იწვა
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ქართული გუნდი სკანდალში გაეხვა - "ნორჩ დინამოს" მატჩების ჩაწყობაში ადანაშაულებენ
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!