8-9 ივლისს, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანთან ახლოს მდებარე დაბა მონდელიუში ყოველწლიური სარაგბო ტურნირი გაიმართა
8-9 ივლისს, საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანთან ახლოს მდებარე დაბა მონდელიუში გაიმართა ყოველწლიური სარაგბო ტურნირი, რომელსაც ადგილობრივი სარაგბო კლუბი "ვალ დე სიენი" ატარებს.

შეჯიბრებაში საფრანგეთისა და სხვადასხვა ქვეყნის სარაგბო კლუბების საფესტივალო ასაკის გუნდები იღებენ მონაწილეობას.

ამ ტურნირში სისტემატურად ასპარეზობს წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის რაგბის კლუბი "მერანი", რომელმაც წლეულს ორი ასაკობრივი გუნდი, 11 და 13- წლამდელები მიავლინა ტურნირზე.

აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში "მერანს" წინა წლებში პირველი ადგილი აქვს დაკავებული.

ტურნირზე "მერანის" საგულშემატკივროდ საფრანგეთში მოასპარეზე ქართველი მორაგბეები, ილია ზედგინიძე, ალექსანდრე მჭედლიშვილი, ლევან ღვაბერიძე, ბექა ურჯუკაშვილი და თენგიზ გელანტია ჩავიდნენ, რამაც პატარა ქართველ მორაგბეებს მოტივაცია კიდევ უფრო გაუზარდა.

ტურნირის ჯგუფური ეტაპის შედეგებით, მერანელების ორივე გუნდი უპრობლემოდ გადიოდა ნახევარფინალში და, შესაბამისად, ტურნირის მოგების შანსიც ჰქონდა. აღსანიშნავია, 13-წლამდელთა გამარჯვება მასპინძელ გუნდთან.

მერანელების საფინალო მატჩები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. თამაშის მსვლელობისას დაიწყო წვიმა, რომელსაც მალევე ელვა და ჭექაქუხილი მოჰყვა, რის გამოც ორივე მატჩი შეწყდა.

საფრანგეთში მოქმედი სარაგბო რეგულაციით, ელვის დროს მიმდინარე მატჩი წყდება. ტურნირის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდების მიერ შეჯიბრების მსვლელობისას მიღებული ქულები და ბურთების შეფარდება დათვალეს, რომლის შედეგად გამარჯვება ფრანგებს მიენიჭათ, ხოლო მერანელებმა მეორე ადგილი დაიკავეს ორივე ასაკობრივ ჯგუფში.

ისინი "კლერმონის" მოთამაშემ, კანადის ნაკრების მეორეხაზელმა ჯიმი კუდმორმა დააჯილდოვა.

რაგბის კავშირის პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

demur
სად ვარჯიშობთ?
demur
სად ვარჯიშობთ ის მაინტერესებს?
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა