ჩემპიონთა ლიგა. III საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
წელიწადი და ერთი თვე გავიდა იმის მერე, რაც თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დუშან უჰრინი-უმცროსი დაინიშნა და ჩეხი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა 30 ივლისს პირველი საშინაო ოფიციალური მატჩი წააგო!

ოღონდ, მოდი, გულახდილად ვთქვათ: 30 ივლისს მართლაც ღირსეულმა გაიმარჯვა და, ჩვენდა სამწუხაროდ, წყვილში გამარჯვებულის ბედიც, ფაქტობრივად, უკვე გარკვეულია.

კი, ბატონო, ერთ კვირაში საპასუხო მატჩია და ხომ შეიძლება, სწორედ სტუმრად შეხვედრაში შეძლონ დინამოელებმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა, მაგრამ, ვეჭვობთ, რუმინეთის მართლაც გამორჩეულმა გუნდმა ეს ორბურთიანი უპირატესობა ქარს გაატანოს.

მით უმეტეს, გუშინდელი მატჩის შემხედვარე, ალბათ, ძალიან მცირე იქნება იმ ქართველ ქომაგთა რიცხვი, ვინც "ბუქარესტული სასწაულის" იმედად იქნება.

ჰო, მართლაც სასწაული თუ გვიშველის, რამეთუ გუშინ "სტიაუამ" უმაღლესი კლასის ფეხბურთი უჩვენა და, რაც მთავარია, რუმინელ ფეხბურთელთა ქმედებაში უდიდესი რესურსიც იგრძნობოდა, ეგ კი არა, ძალიან დიდი ალბათობა იყო, სტუმრებს ბევრად უფრო სოლიდური ანგარიშითაც მოეგოთ: ყოველ შემთხვევაში, მატჩის ბოლო წუთებში "სტიაუამ" ერთი მეორეზე უკეთესი მომენტები გაანიავა!

...რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რომ "სტიაუას" სახით "დინამოს" ერთობ სოლიდური და ევროტურნირებზე გამოცდილი მეტოქე ჰყავდა, მაგრამ, ისიც ვაღიაროთ, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა: ლაურენციო რეგეკამპფის გუნდმა თანამედროვე ფეხბურთის "გაკვეთილი" ჩაუტარა მოწინააღმდეგეს და, ფაქტობრივად, ყველა კომპონენტში აშკარად დაჩაგრა კიდეც!

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

თანაც, "სტიაუას" სიძლიერე პირველსავე წუთებში გამოჩნდა და თამაშის განმავლობაში უფრო და უფრო თვალში საცემიც გახდა: ბურთის ფლობაში მინიმალური წუნი, ფლანგების აქტიური და ეფექტიანი გამოყენება, საჭირო დროს პრესინგი მოედნის მთელ მონაკვეთზე, შეტევების უსწრაფესი წამოწყება და სტანდარტულების მაქსიმალურად სახიფათოდ შესრულება, - მოკლედ, ყველაფერში დაგვჯაბნეს.

მეტოქის ჩინებული გუნდური თამაში და სათამაშო დისციპლინის მკაცრი დაცვა ხომ მართლაც ქებას იწვევდა, არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ "სტიაუას" ცალკეული ფეხბურთელებიც; ყოველ შემთხვევაში, ცენტრალურმა მცველმა ლუკაშ სუკალამ, საყრდენმა ნახევარმცველმა და გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ბურჩეანუმ და შეცვლაზე შემოსულმა შემტევმა გაბრიელ იანკუმ მართლაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს.

აღარაფერს ვამბობთ კრისტიან ტანასეზე - 26 წლის ეს მარცხენა გარემარბი გუშინდელი შეხვედრის, უდავოდ გამორჩეული პერსონა გახლდათ და მართლაც უზადო ტექნიკითაც დაგვამახსოვრა თავი.

და კიდევ: "დინამო-არენის" პრესლოჟაში კოლეგებთან ერთად ვიხსენებდით და ვერაფრით გავიხსენეთ, თუ როდის გვეწვია ბოლოს ასეთი ორგანიზებული და ძლიერი კლუბი თბილისში...

მხოლოდ ჩისკოს ნუ დავაბრალებთ...

...ჩისკოს რომ პენალტი გაეტანა, არავინ იცის, თამაში როგორ დამთავრდებოდაო, - აი, ეს ფრაზა ისმოდა ყველაზე ხშირად მატჩის დამთავრების შემდეგ.

ჰო, შესაძლოა, მართლაც სხვანაირი თამაში წასულიყო, მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ სტუმრები მანამდეც... მხოლოდ მოსაგებად ჩამოსულებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე ფრეზე ან მინიმალური სხვაობით წაგებაზე თანახმა გუნდს!

ჰო, ჯერ ის გვენიშნა, სტუმართა თავკაცმა შესვენების შემდეგ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ტანმაღალი ცენტრფორვარდი (193 სმ) სტეფან ნიკოლიჩი რომ შეცვალა და მის ნაცვლად მოედანზე 19 წლის გაბრიელ იანკუ რომ შემოიყვანა; ეგ კიდევ არაფერი: 57-ე წუთზე რეგეკამპფმა მეორე შემტევიც ნიკულაე სტანჩუც რომ გაიყვანა მოედნიდან, - ანუ, "სტიუას" თავკაცს 0:0 არ აკმაყოფილებდა და, როგორც მერე გაირკვა, თურმე ყველაფერი სწორადაც გაუთვლია.

აი, რაც შეეხება მის ჩეხ კოლეგას, შესაძლოა, ბევრს განსხვავებული აზრიც ჰქონდეს დუშან უჰრინის გადაწყვეტილებებზეც.

უპირველესად, რაღა თქმა უნდა, მოედნიდან ჩისკოს გაყვანას ვგულისხმობთ: ბევრის აზრით, ესპანელი შემტევი მოედანზე უნდა დარჩენილიყო!

გასაგებია, რომ ასეთი დონის მატჩში (როცა ერთ გოლს, ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამის გადაწყვეტა შეეძლო) პენალტის ვერგატანა თვითონ ფეხბურთელზეც (და, საერთოდ, მთელ გუნდზეც) დამთრგუნველად იმოქმედებდა, მაგრამ ასეთი გამოცდილი ოსტატი, ჩვენი აზრით, ალბათ, მაინც მოედანზე უნდა ყოფილიყო.

აღარაფერს ვამბობთ იმ არასასიამოვნო რეაქციაზეც, "დინამო-არენის" ტრიბუნებიდან რომ წამოვიდა: ზოგიერთმა ჩვენმა გულშემატკივარმა ჩისკო მოედნიდან... სტვენით გააცილა!

არადა, მხოლოდ ესპანელის ბრალი რომ არ იყო "დინამოს" გუშინდელი მარცხი, ამაში, ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება; ისე როგორც იმაში, რომ ასეთი საპასუხისმგებლო მატჩების წინ "დინამოს" ბევრად უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი ესაჭიროებოდა!

რა თქმა უნდა, ტრავმებისგან დაზღვეული არავინ არის და იმავე პეტერ გრაიციარის და ირაკლი ძარიას არყოფნა დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ, ადრეც ვწერდით ამ თემაზე და კვლავაც გავიმეორებთ, რომ ამ ზაფხულს "დინამოს" ბევრად მეტი აქტიურობა მართებდა სატრანსფერო ბაზარზე: თუმცა, გუშინდელმა მატჩმა ყველაზე ცუდი რაც დაგვანახვა, სხვა იყო: სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისათვის მზად არ არის! ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მეტოქესთან მატჩში ეს ყველაფერი ნათლად ჩანდა...

მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა

ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც, რომელიც სტუმრების... უმწვავესი შეტევით დაიწყო: მიჰაი პინცელის პასით კრისტიან ტანასე ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, რასაც ჩვენს კართან ზედიზედ ორი კუთხური მოჰყვა.

ჩვენების საპასუხო შეტევაც არ იყო ურიგო, დარკო გლიშიჩის მოხდენილი პასის მერე ბურთი ჩისკომ რომ გაატარა, რასაც გიორგი მერებაშვილის აქტიურობა და სტუმართა კართან კუთხური მოჰყვა; მერე ჩისკოს სახიფათო დარტყმულიც ვნახეთ, ბურთი გარედან რომ მოხვდა სტუმართა კარის ბადეს.

საერთოდაც, პირველ ტაიმში ჩვენები რამდენჯერაც ტემპს მოუმატებდნენ, მაშინვე სახიფათო მომენტი იქმნებოდა, მაგრამ ვერც გლიშიჩის, ვერც ლევან ხმალაძის და ვერც გივი კვარაცხელიას მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

ყველაზე რეალური მომენტი კი "დინამოს" 28-ე წუთზე ჰქონდა: ჯაბა დვალმა კარგი პასით გიორგი მერებაშვილი მოძებნა, დინამოელთა მარჯვენა ნახევარმცველმა (ისე, ჩვენი აზრით, მისი გამწესება სხვა პოზიციაზე უფრო პროდუქტიული იქნებოდა - გ. ტ.) ოსტატურად ჩამოიცილა იასმინ ლატოვლევიჩი და "ცაციათი" ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ "სტიაუა" მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუმ იხსნა, დამატებაზე კი ელგუჯა გრიგალაშვილმა ვერ იყოჩაღა.

ისე, "დინამოს" რაც არ დაეწუნებოდა, ეს "გახსნილი თამაში" იყო, თუმცა, ამით სტუმრებმა უფრო ისარგებლეს, - მოედნის ცენტრს უპრობლემოდ გადმოდიოდნენ და მერე, მრავალფეროვანი შეტევებითაც უამრავ ხიფათს რომ გვიქმნიდნენ.

პირველ ტაიმში სტუმართა მომენტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს: ვლად ჩირიჩესმა თავური დარტყმით ოდნავ ააცილა, ლატოვლევიჩის შეტევა გიორგი ლორიამ მოიგერია, ისე როგორც იმ ეპიზოდში, როცა სტეფან ნიკოლიჩი მახვილი კუთხიდან ცდილობდა გოლის გატანას.

არც ის დაგვავიწყდეს, ერთ მომენტში კრისტიან ტანასემ ჩინებული "სლალომით" მარცხენა ფლანგზე რომ გაინავარდა და კიდევ კარგი, მის გამჭოლ გადაცემას ვერავინ მიუსწრო, თორემ პირველი ტაიმი უგოლოდ არ დამთავრდებოდა.

შორია ჯგუფურ ეტაპამდე...

მეორე ტაიმის საწყისი წუთები "უცნაურად მშვიდი" გამოდგა. თუმცა, მერე რუმინელები ისევ გააქტიურდნენ და ეფექტური სამსვლიანი კომბინაციაც ვიხილეთ იანკუს, ტანასესა და პოპას შესრულებით; მერე ისევ ტანასემ იაქტიურა და გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა!

საერთოდაც, რაღაც უცნაური 10-წუთიანი მონაკვეთი ვიხილეთ: ბურთი მოედნის ცენტრში რომ არ ჩერდებოდა და "დინამომაც" ორჯერ სახიფათოდ რომ შეუტია, მაგრამ ელგუჯა გრიგალაშვილის წამოწყებულ კომბინაციას დარკო გლიშიჩმა სათანადო გაგრძელება ვერ მოუძებნა, უსტარიცის ეფექტური თავური დარტყმა კი "სტიაუას" მეკარემ მოიგერია.

ჩიპრიან ტატარუშანუ მალე მატჩის გმირიც გახდა: შეხვედრის ავსტრიელ არბიტრს არ გამოეპარა სტუმართა მცველის ხელით თამაში და პენალტიც დანიშნა, მაგრამ ჩისკოს დარტყმული "სტიაუას" მეკარემ ხელებში გააქვავა!

ჰოდა, აი, აქ დამთავრდა "დინამოს" ილუზიები: ისევ ტანასეს სახიფათო შეტევა და კვლავაც ლორიას უშეცდომო თამაში, მაგრამ გაბრიელ იანკუს საშუალო მანძილიდან დარტყმულ ბურთს ჩვენმა მეკარემ ვერაფერი მოუხერხა.

ისე, დარტყმის მომენტში რუმინელი ფეხბურთელი მარტო რატომ იდგა, ძნელი სათქმელია; თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ამით არ დასრულებულა: სტუმრებს ერთბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ და მატჩის დარჩენილი 25 წუთი... შეტევებში გაატარეს.

აი, ამ მონმენტების აღწერას კი ნამდვილად აღარ შევუდგებით, უბრალოდ, მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ერთხელ ძელმა გადაგვარჩინა, ერთხელ - ლორიამ, სამი-ოთხჯერ იღბალმა გადმოგვხედა, მაგრამ შეუჩერებელმა ტანასემ მორიგი "შოუ" რომ მოაწყო მარცხენა ფლანგზე და ჩვენს საჯარიმოში მარტოდმარტო (!) მყოფ გაბრიელ იანკუს ზუსტად რომ გადააწოდა ბურთი (ამ უკანასკნელმაც პარტნიორს გარჯა არანაკლებ ზუსტი დარტყმით დაუფასა), "დინამო-არენის" ტრიბუნებიდან გულშემატკივარმა წასვლა დაიწყო...

მატჩის შემდგომი კომენტარები:

დუშან უჰრინი: ბუქარესტში სწრაფი გოლის გატანას შევეცდებით

ლაურენციო რეგეკამპფი: მაღალ დონეზე ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ

30. 07. თბილისი. "დინამო-არენა". 30000 მაყურებელი

დინამო-სტიაუა 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 იანკუ (64), 0:2 იანკუ (8, ტანასეს პასით)

გაფრთხილება: გრიგალაშვილი (24), სტანჩუ (42), პინტილი (45), ლატოვლევიჩი (60), სუკალა (64), ხმალაძე (71), გარდოში (86)

არბიტრი: რ. შორგენჰოფერი (ავსტრია)

დინამო (4-4-2): ლორია, სეთურიძე, კვარაცხელია, უსტარიცი, კვირკველია, მერებაშვილი (86 ხოჭოლავა), გ. გრიგალაშვილი, ხმალაძე, გლიშიჩი, დვალი (79 გოგა), ჩისკო ( 67 ვუო)

მწვრთნელი: დ. უჰრინი

სათადარიგოები: ზარქუა, ხურცილავა, გველესიანი, პაპავა

სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ, გეორგიევსკი, სუკალა, ჩირიჩესი, ლატოვლევიჩი, პინტილი (83 გარდოში), ბურჩეანუ, პოპა, სტანჩუ (46 იანკუ), ტანასე, ნიკოლიჩი (57 პიოვოკარი)

მწვრთნელი: ლ. რეგეკამპფი

სათადარიგოები: კოჟოკარუ, პრეპელიცა, რადუცი, პირვულესკუ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MARADONA
არა რა,პირდაპირ გასაოცარია ზოგიერთი ქართველი გულშემატკივარის მოსაზრებები.რა გავიდოდით რისგავიდოდით,პენალტიო თორემ მოვიგებდითო.აუუუ ჩამოფრინდით რა მიწაზე.81 წელი 30 წლის წინ იყო.2 - პასს ზუსტად რომ ვერ გადააწვდის ფეხბურთელები ერთმანეთს კარში გოლი როგორ უნდა გავიდეს?.ჯამარაული,არველაძეები,ქინქლაძე,ქეცბაია...ამათ შემდეგ მოკვდა ქართული ფეხბურთი.უნგრული სინდრომია ეს...7 :0 რომ მოვუგეთ სომხებს ადრე,ახლა აქეთ მიგვამყნობენ ასეთი ანგარიშით,ისეთი ფეხბურთელები ყავთ.ჩვეენ?...
Lou
ფეხბურთი უნდა აიკრძალოს საქართველოში კანონის დონეზე ერთი 10 წლით!ყველა გუნდურ სპორტში რაღაცას მივაღწიეთ ევროპულ და მსოფლიო ასპარეზზე, ფეხბურთში მაქსიმუმი იყო მე-3 ადგილი ჯგუფურ ეტაპზე ნაკრების დონეზე, ისიც რამდნეი ხნის წინ!! მარტო ფეხბურთი განიცდის რეგრესს!! მარტო ქართველი ლეგიონერები აიღე, შეადარეთ არველაძეები, კალაძე, ქინქლაძე და ძმანი მათნი და ეხლანდელები. მითხარით, ყველაზე ცნობილი გუნდი, რომელშიც ქართველი ირიცხება! "დნეპრი"?!არადა ის ფული რაც ფეხბურთის ფედერაციის შენახვაზე იხარჯება, რო განაწილდეს სხვა ფედერაციებზე, მერე ნახე სქართველოს დროშის ფრიალი მსოფლიოში!
wrew
არ მომეწონა ეს სტატია ყოველგვარი ოფტიმიზმისგან შორს იყო, და მე ვიტყვი მაინც რომ იმ პენალმა გადაწყვიტა ყველაფერი რადგან მანამდე ვფიქრობდი ჩვენები მოიგებდნენ ისე ითამაშეს, და პენალის მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა
222
რა თანამედროვე ფეხბურთი უჩვენა გუშინ სტიაუამ, ამის დამწერი შორსაა თანამედროვე ფეხბურთისაგან საერთოდ. უბრალოდ უფრო სუსტ მეტოქეს აჯობა და ეგ იყო, თორე თანამედროვე ფეხბურთს ჯგუფში აჩვენებენ მაგათ, თუ მივიდნენ ექამდე საერთოდ
akhali
,,ხალხი-ბრბოა!დღეს -შეგაგინებს,ხვალ-შენი ფეხის ნაბან წყალს დალევს!,,-მგონი ასეა კუკარაჩადან მურტალოს სიტყვებია.... კულტურით ყოველთვის გამოირჩეოდა ქართველი გულშემატკივარი 80-იან წლებამდე,მერე რამ გადარია და გააველურა ეს ხალხი? მახსოვს რუსი მსაჯი სტუპარი აღნიშნავდა-მიყვარს თბილისში მსაჯობა,ყველაზე ობიექტური და თამაშის მცოდნე გულშემატკივარიაო!!!
akhali
სტიაუა აღმ.ევროპაში ალბათ მხოლოდ შახტარს თუ ჩამოუვარდება,ისიც შარშანდელს მხითარიან,ფერნანდინიოითი.აშკარად არ გაგვიმართლა წილისყრაში!რუსეთის ნებისმიერ კლუბს სტიაუა 2 მატჩის ჯამში იხმარს და ალბათ ორივე თამაშშსაც მოუგებს. გუშინ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი იყო,ძალიან მაღალი ტემპი იყო და დინამოც საკმაოდ კარგად გამოიყურებიდა პენალტამდე!პრობლემები გვექმნებოდა ცენტრში(უჰ ის დ...მ...ამხანაგური მოსკოვის დინამოსთან-გრაიციარი მაგრად გვაკლდა) და დაცვის მარჯვენა ფლანგზე,საიდანაც პრაქტიკულად მხოლოდ ჰქმნიდა ხიფათს სტიაუა(პენალტამდე)! მთავარია ეხლა გლადიატორებმა დაამშვიდონ და გაამხნევონ ფეხბურთელები(განსაკუთრებით ჩისკო).პენალტი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს ვერ გაუტანიათ და განსაკუთრებით კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩში(ბაჯომ მუნდიალის ფინალში!1986-1/4-ბრაზილია-საფრანგეთი-ჯერ თამაშიდან ზიკომ!მერე პლატინომ და სოკრატესმა!იმ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა მარადონას შემდეგ!)და ეს გინება რა ქაჯობაა,როცა პირიქით მხარდაჭერაა საჭირო?წიონ განმეორებითი მატჩია ღირსეულად ჩასატარებელი და ევროლიგის პლეი-ოფი!!!დაამშვიდეთ და გაამხნევეთ ფეხბურთელები და უჰრინიც.დინამომ ამ ერთ წელიწადში ძალიან მაგრად მოუმატა ათლეტიზმში(გუშინ მაგრად მომეწონა კვარაცხელია!)!მე რუსეთის ჩემპიონატის თამაშებს ხშირად ვუყურებ და ასეთი მაღალი ტემპი არ არსებობს,მგონი გუშინ დღევანდელ ზენიტს მოვუგებდით! სტიაუა კიდევ ბევრჯერ გააოცებს წელს ბევრს(თუ არ გაყიდა ფეხბურთელები)
akhali
როცა მოედნის ცენტრში ბურთზე კონტროლი გიჭირს და ხშირად კარგავ ბურთს,მაშინ ყველა რგოლი ნელნელა ირღვევა !იგივე მოხდა 19წლის ნაკრებშიც!!!ტექნიკური,ბურთის დამჭერი და გამჭრიახი გონების ,თამაშის რიტმის წამმართველი ფეხბურთელები აღარ გვყავს ქართველებს!!!აღარ!!!რა მოგვივიდა,ბურთის ფლობა არასდროს არ იყო ჩვენი პრობლემა და ბავშვებს რა ჯანდაბას ასწავლიან ეს ვაი -ბარიგა-ნარკომანი მწვრთნელები???სადაა მანუჩარ მაჩაიძეები და დათო ყიფიანები??? თავი დაანებეთ ბარიგობას ბავშვთა მწვრთნელებო!!!ან სულ ნუ გაეკარებით ბავშვებს,ნუ აფუჭებთ მომავალ თაობებს!!!აგენტებო არაფრისმაქნისებო ჯერ ფეხბურთელის კარიერაზე იფიქრეთ და ფული მერე იშოვეთ!!!ბავშვები სწორად ,ჯერ როგორც პატრიოტები და ღირსეული მოქალაქეები აღზარდეთ,რომ მერე ფეხბურთის თამაში და თავდადება მოსთხოვო!!!პირიქით არ გამოვა!მივიღებთ ნიჭიერ ზარმაცებს,,,იქს5-ზე და ნაშების უნახავ ფეხბურთელებს!!!
Irakli
პენალტი იყო თამაშის გადამწყვეტი მომენტი. ამის შემდეგ გაშვებულმა გოლმა საერთოდ მოშალა გუნდი. ასეთ სიტუაციაში ფსიქოლოგიურად მტკიცედ დადგომა და თამაშის შემობრუნება ბარსელონას და რეალსაც გაუჭირდება. პირველი ტაიმი კარგად ვეთამაშეთ და ჩვენი შეტევები უფრო მწვავე იყო. გუნდს გამოცდილება აკლია აშკარად და წაადგება ეს თამაში. ფეხბურთელებს რაც შეეხება, სეთურიძემ და გრიგალაშვილმა ძალიან სუსტად ითამაშეს. მერებაშვილი თავის ფლანგზე გაცილებით კარგად თამაშობს. ჩისკოს შეცვლა იყო შეცდომა, პირიქით თავდასხმა უნდა გაძლიერებულიყო ჩემი აზრით. მოკლედ მეორე თამაში უნდა ვითამაშოთ ღირსეულად, გავითვალისწინოთ დაშვებული შეცდომები და ევრპის ლიგისთვის გამოვიყენოთ. საკუთარი ფეხბურთელების გინება კიდე არ არის გულშემატკივრობა, გაშვებული გოლის შემდეგ პირიქით მთელი სტადიონი გვერდზე უნდა დადგომოდა გუნდს. არ არის ადვილი 1 წლის ჩამოყალიბებულმა გუნდმა აჯობოს სტიაუას, ჩელსი ლამის გამოთიშა წინა სეზონში ევროპის ლიგიდან. მოკლედ იმედიანად ვარ მე მაინც და ველოდები რუმინეთში ღირსეულ თამაშს და ევროპის ლიგაზე გასვლას, ასევე ღირსეულ გულშემატკივრობას შემდეგ საშინაო მატჩზე.
maqsime mesxi
რა ლიგა კარგით რა მართლა... ჯერ ერთი იქ ასეთი გუნდით ვინ შეგიშვებს და თუ რამე ყველა რეკორდი ჩვენზე დამყარდება ისეტი ანგარიშებიტ მოგვიგებენ...
nika
დინამოს არაფერი ეშველება. 19 ნომერს მიხედეთ მაგარი ბიჭია , ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში ეგ იყო გუშინ, კაი ფეხბურთელია!!!
gizog
ყველაზე სუსტი გუშინ იყო მწვრთნელი.
ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით
პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ლაურენციო რეგეკამპფი: მაღალ დონეზე ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ
ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
"სტიაუას" მწვრთნელი "საბურთალოსთან" მატჩზე: კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია
ევროპა ლიგის მატჩის წინ "სტიაუა" მოედნის 9 ფეხბურთელითა და 3 მეკარით დარჩა
დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის
"ჩელსი" 19 წლის რუმინელ თავდამსხმელს 88 მილიონად შეიძენს?
დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა
რუმინეთის თასზე გოლი 14 წლის თავდამსხმელმა გაიტანა [VIDEO]
დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
ლაურენციო რეგეკამპფი: დაგეგმილი გვაქვს "დინამოს" ბარიერი გადავლახოთ
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
დინამო VS სტიაუა - გვინდა ლიგა? გადავახტეთ "სტიაუას"
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
თბილისის "დინამოს" მეტოქე "სტიაუა" - შთამბეჭდავი ისტორია შინაც და გარეთაც
"ჩელსი" "სტიაუას" ტალანტს აკვირდება
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში
ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა