ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?

დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?

როგორ ფიქრობთ, საკუთარ მოედანზე 0:2-ზე წაგებული მატჩის მერე "დინამოს" კიდევ დარჩა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი?
უდიდესი რესურსი

როგორ ფიქრობთ, საკუთარ მოედანზე 0:2-ზე წაგებული მატჩის მერე თბილისის "დინამოს" კიდევ დარჩა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი?

თუ მხოლოდ 30 ივლისის შეხვედრის მიხედვით ვიმსჯელებთ, არა გვგონია რუმინული საკლუბო ფეხბურთის გრანდმა "სტიაუამ" სტუმრად მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავოს;

დავეთანხმებით დინამოელთა მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს "სტიაუასთან" წაგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნათქვამში:

"სტუმრად სწრაფი გოლი თუ გავიტანეთ, შემდეგ, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს" (იხილეთ ვრცლად).

მოვლენების ასეთი განვითარება კი ქართველ გულშემატკივარს რატომაც არ უნდა აწყობდეს, თუმცა ერთია - სურვილი, მეორე კი - რეალობა!

ანუ, ყველასათვის ცხადია, რომ საპასუხო მატჩში "დინამოს" დასაკარგავი არაფერი ექნება, - მხოლოდ და მხოლოდ გოლის გატანაზე უნდა იფიქროს და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს.

აი, "სტიაუას" თავკაცი ლაურენციო რეგეკამპი რა ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს, ძნელი სათქმელია - ადრეც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ თბილისურ მატჩში რუმინული გუნდის თამაშში უდიდესი რესურსი იგრძნობოდა.

თანაც, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქის თავკაცს უფრო საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი თბილისის "დინამოს" ძლიერი თუ სუსტი მხარეები, ვიდრე დუშან უჰრინს - "სტიაუას" თამაშის სტილი.

ყოველ შემთხევევაში, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რამეთუ, ჩვენი ფეხბურთელები არ აღმოჩნდნენ მზად რუმინელთა მრავალფეროვანი კომბინაციების "გასაშიფრად"; აღარაფერს ვამბობთ სტუმრების ფლანგებზე მოპოვებულ კოლოსალურ უპირატესობაზე, სადაც მართლაც წაგვლეკეს და მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს კართან შექმნილი იმ უამრავი სახიფათო მომენტიდან უმრავლესობა სწორედ ფლანგებიდან იქმნებოდა.

ოღონდ, ამ შემთხვევაში ისე არავინ გაიგოს, თითქოს ცენტრალურ ზონას ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქეს მხოლოდ ფლანგები დავუთმეთო, - სამწუხაროდ, მოედნის ცენტრსაც "სტიაუას" ფეხბურთელები აკონტროლებდნენ (გუნდის კაპიტანის, ვერცხლისწყალივით მოძრავი ალექსანდრე ბურჩეანუს ძალისხმევით) და ჩვენს ნახევარზე იმათი უსწრაფესი გადმოსვლა ხომ მატჩის დასაწყისიდანვე თვალში საცემი იყო.

კიდევ ერთი ნიუანსიც: ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, "სტიაუას" ყველა შეტევა კარგად გააზრებულ-გათვლილი იყო, მაშინ, როცა ჩვენები უმეტეს შემთხვევაში ქაოტურად ან კიდევ ცალკეული ფეხბურთელის ინდივიდუალიზმის ხარჯზე უტევდნენ.

ჰო, ამ შემთხვევაშიც გავმეორდებით და გუშინდელის მსგავსად, დღესაც ვიტყვით, რომ "სტიაუამ" ჩინებულად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა; თანაც, ყველა რგოლში ერთიმეორეზე გამორჩეული პერსონებიც ჰყავდა: მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუმ პირველ ტაიმში გიორგი მერებაშვილის არცთუ იოლი დარტყმაც მოიგერია და, რაც მთავარია, ჩისკოს პენალტი აუღო!

არანაკლებ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს ცენტრალურ მცველთა "დუეტმა", თუმცა ტანმაღალი ლუკაშ სუკალა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია, ისე როგორც ზემოთ ნახსენები საყრდენი ნახევარმცველი ალექსანდრ ბურჩეანუ, მარჯვენა გარემარბი ადრიან პოპა და შეცვლაზე შემოსული ახალგაზრდა შემტევი გაბრიელ იანკუ (ორი გოლი ვინც გაგვიტანა).

აი, მარცხენა გარემარბი კრისტიან ტანასე კი იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და საპასუხო მატჩში მისი განეიტრალება როგორ უნდა შეძლონ "დინამოს" ფეხბურთელებმა, ძნელი სათქმელია...

სხვა რეალობა

...და მაინც: რის ხარჯზე შეიძლება მოახერხოს "დინამომ" საპასუხო მატჩში თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევა?

მით უფრო, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ჩემპიონს ბუქარესტში, სულ მცირე, ორი გოლი სჭირდება, თანაც საკუთარი კარი უსაფრთხოდ უნდა შეინახოს!

ჰო, ძალიან ძნელი საქმე იქნება ამის გაკეთება ძალიან ძლიერ მეტოქესთან; თუმცა ისიც დავამატოთ, რომ იმავე "სტიაუას" მაგალითზე "ძლიერი" სულაც არ ნიშნავს "უძლეველს" და ყოველივე ეს თბილისურ მატჩშიც გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, არავინ იცის, საპასუხო შეხვედრაში მეტოქე რა "შინაარსის" თამაშს შემოგვთავაზებს, მაგრამ "დინამოსთვის" ამას მნიშვნელობა არ ექნება - დუშან უჰრინის გუნდი უპირატესობას ყოველთვის "პირველ ნომრად" თამაშს ანიჭებს და ეს თბილისურ მატჩშიც დამტკიცდა უფრო ზუსტად, 30 ივლისის შეხვედრაში (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) ჩვენები რამდენჯერაც ტემპს მოუმატებდნენ და "გადაბმულად" რამდენიმე ზუსტ პასს გააკეთებდნენ, სტუმართა საჯარიმოსთან მაშინათვე ხიფათი იქმნებოდა.

სამწუხაროდ, ასეთი ეპიზოდები არც ისე ბევრი იყო. სამაგიეროდ, ბოლო არ უჩანდა ბურთის ზედმეტად "თრევასა" თუ მეტოქის საჯარიმოსკენ გაკეთებულ მაღალ გადაცემებს, რასაც სტუმრები იოლად უმკლავდებოდნენ.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ "სტიაუას" ფეხბურთელები ჩინებულად იყენებდნენ გუნდურ პრესინგს (განსაკუთრებით - მოედნის ცენტრში), რის გამოც დინამოელებს სწრაფი და სწორი გადაწყვტილების მიღება უჭირდათ.

მოკლედ, ოფიციალურ მატჩებში წაგებადავიწყებული "დინამო"... სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა: საქართველოს ჩემპიონატში მთელი წლის განმავლობაში გუნდს, ფაქტობრივად, წინააღმდეგობა არსად შეხვედრია და აი, უცბად, ჩინებულად ორგანიზებულ გუნდთან მოუწია დაპირისპირებამ. თანაც, "სტიაუასაგან" განსხვავებით, "დინამოს" თამაშის "შინაარსის" შეცვლის რესურსიც არ გააჩნდა: ჩვენი ჩემპიონის სათადარიგოთა სკამზე ორი მცველი იჯდა (დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი), ორი სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდა ბიჭი (გიორგი პაპავა, დავით ხოჭოლავა) და ორიც გუნდის ახალწვეული, რომლებთაც "დინამოსთან" ერთად მოსამზადებელი ეტაპი... არ გაუვლიათ!

ჰო, კოტდივუარელი პატრიკ ვუო "დინამოში" მაშინ ჩაირიცხა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე ორი დღე რომ იყო დარჩენილი; რუმინელი დორინ გოგას "დინამოს" საევროპე განაცხადში მოხვედრა კი სულაც "სტიაუასთან" შეხვედრის წინა დღეს გადაწყდა!

რა თქმა უნდა, წინასწარ ვინ იფიქრებდა, რომ გუნდის ორი საკვანძო ფეხბურთელი პეტერ გრაიციარი და ირაკლი ძარია "უდროო დროს" (შესაბამისად, მოსკოვის "დინამოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში და ფარერების "სტრეიმურთან" საშინაო მატჩში) მიიღებდნენ ტრავმებს და გუნდს გარკვეული დროით გამოაკლდებოდნენ, თუმცა ბევრი დაგვეთანხმება, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის ჩვენს ჩემპიონს უფრო მეტი აქტიურობა მართებდა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მცირე იმედი მაინც უნდა დავიტოვოთ და ვისურვოთ, რომ ჩვენმა ჩემპიონმა მოსალოდნელზე ბევრად ძლიერ მეტოქეს ყველა ქართველი ქომაგისათვის სასურველი ანგარიშით სწორედ საპასუხო მატჩში მოუგოს და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც გავიდეს!

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]

• ა

პირველ რიგში გორის დილას წარმატებას გილოცავთ. ეს ერთი და სხვა მრავალი! ტაშკენტში თასის მოგების შემდეგ, დინამოსა და ბათუმელების საზეიმო შეხვედრაზე, შოთა იამანიძემ თქვა: ეს ზეიმი ორმაგად სასიხარულო იგნებოდა მწვრთნელიც, რომ ქართველი გვყოლოდაო. საბედნიეროდ მალე ესეც აგვიხდა, სულმნათმა ნოდარ ახალკაცმა თითქმის შეუძლებელი შესძლო. საუბედუროდ დღეს ყველაფერი სულ თავიდან უნდა დავიწყოდ. ვეთანხმები ლაშას, მაქსიმალურად ჩვენი ძალებით უნდა ვეცადოთ. რეზერვი საკმაოდ დიდია, როგორც ფეხბურთელების ასევე მწვრთნელების. ერთხელ კიდევ ვიმეორებ დინამოს აქვს დიდი შანსი ეს, მიწასთან გასწორებული ხალხი, ერთხელ კიდევ გაგვახაროს. ამ შანსის გამო, პირადად მე ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც რომელიც გასვლით თამაშზე, მოედანზე გამოვა, უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ.

• ლაშა

მონსტრს ნუ ქმნით ჯერ ერთი და ეს იდიოტური პესიმიზმი რა საჭიროა, ვერ ვხვდები. მარტო მოგებულებს გულშემატკივრობს ხალხი ამ ქვეყანაში და იმ ადამიანს, ვინც წინასწარ 4-0-ებზე ლაპარაკობს და პირველივე გაშვებულ გოლზე მიდის სტადიონიდან, არაფრის თქმის მორალური უფლება არა აქვს. მეორე საკითხია ამ ლეგიონერებით გუნდის გატენვა, როცა უამრავი კარგი ფეხბურთელი უგუნდოდაა დარჩენილი და არც ერთი მათგანი არ იტყვის უარს დინამოზე (სტატია დევს კიდეც აქ). ჩისკო გამოცდილია, ტექნიკური, მაგრამ ეგეთები საქართველოშიც ბლომად გვყავს. სამაგიეროდ არ გვყავს თავდამსხმელი, რომელსაც ბურთის 1-2 შეხებით კარში ზუსტად გაგზავნა შეუძლია, არ გვყავს გამთამაშებელი, რომელიც მთელს მოედანს ხედავს და ზედმეტად არ ათრევს ბურთს (გრიგალაშვილი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ძალიან ბევრ ზედმეტ შეხებას აკეთებს ბურთთან). ლორიას შეეძლო პირველი ბურთის აღება, მაგრამ ეს გოლი მისი ბრალი არაა. კვარაცხელია კი საუკეთესო იყო დინამოელებისგან. ძალიან საიმედო მცველის შთაბეჭდილება დატოვა. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ბავშვებს არასწორად ზრდიან და ეს დაულაგებელი და არაკომბინაციური ფეხბურთი სწორედ ამის დამსახურებაა. და კიდევ: საქართველოს ჩემპიონატი ორი კლუბი არაა, დილას და დინამოს ძლიერება თუ გინდათ, სხვა გუნდებსაც უნდა შეუწყოთ ხელი, რომ ჩვენებს ძლიერი მოწინააღმდეგე მარტო ზაფხულში არ ხვდებოდეთ.

• ა

სტატიაც და კომენტარებიც ემოციების გავლენითაა დაწერილი. ავტორებს გთხოვთ დაფიქრდეთ, რომ გაგვეტანა პენალი, გვქოდა თუ აღა 90%-იანი შანსი? მე არ ვთვლი, რომ დინამომ ყველაფერი დაკარგა. სტიაუა არაა ის გუნდი, რომ მისი დამარჩხება მისავე მოედანზე შეუძლებელი იყოს. მთავარია მონდომება და ფსიქოლოგიური მზადება.

• gizo

პელეს ვეთანხმები მთლიანად და ეს არ ნიშნავს, რომ დინამოელებს ვემდუროდე.ფეხბურთი საქართველოში დიდი ხანია სულს ღაფავს და ამაში დამნაშავე სპეციალისტებზე არანაკლებ ჟურნალისტები და ტელევიზია არიან. რა იქნა ცეცაძის "ქართული ცეკვა" მოედანზე? კი არა და, როგორც კი ვერ გაამართლა 19 წლიანთა ნაკრებმა ნატრაბახებ დონეზე, ის ტელევიზიამაც მიატოვა და ბოლო მატჩები არც გადმოსცა. ბევრი ქართველი სახელოვნად გამოდის სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მაგრამ სპორტულ ამბებში მხოლოდ ამერკულ კალათბურთსა და ევროპულ ფეხბურთზე საუბრობენ, რადგან ეს მასალები ადვილად მოიძიება ინტერნეტში, ჟურნალისტები და დიქტორები კი ისეთი სიამაყით გვაცნობენ ამ ამბებს, თითქოს მათი შექმნილი იყოს რამე!

• guja_kakhadze

გია ტუხაშვილი: ჩვენები რამდენჯერაც ტემპს მოუმატებდნენ და "გადაბმულად" რამდენიმე ზუსტ პასს გააკეთებდნენ, სტუმართა საჯარიმოსთან მაშინათვე ხიფათი იქმნებოდა. თქვენს შეკითხვებს თვითონვე პასუხობთ. ასე ითამაშონ და გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩება!

• kaxa

იმ იტალიელზე რას იტყვით შეცვლაზე რო შემოვიდა? მას ხო წინა 2 თამაშში ვარდართან 2 ყვითელი ბარათი ქონდა? უეფას საიტზე გადავამოწმე და ნამდვილად ეგრეაადმინისტრაცია: უეფას რეგლამენტის მიხედვით ჩემპიონთა ლიგის მატჩებში პირველ ჯერზე ფეხბურთელი შეხვედრას ავტომატურად 3 ყვითელი ბარათის შემდეგ ტოვეს, ხოლო შემდეგ ორი ყვითელი ბარათის შემდეგ.

• lado

• Dinamo Fan

ძალიან მინდა რომ იქ ჩვენებმა კარგად ითამაშონ შეუტიონ და გოლებიც გაიტანონ მაგრამ , მეშინია წინ წასული დინამო არ გაანადგუროს სტიაუამ : ||

• pele

რა სწრაფი გოლი, რის სწრაფი გოლი?! რეალურად შეხედეთ მოვლენებს. "სტიაუა" 10 თავით მაღლა დგას "დინამოზე" და ნუ შევქმნით ილუზიებს. მეორე მატჩის ანგარიში იქნება 4:0

ნასერ ალ-ხელაიფი: "ბარსასთან" მატჩს მოუთმენლად ველოდებით

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია

"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]

ლაურენციო რეგეკამპფი: მაღალ დონეზე ვითამაშეთ და გოლებიც გავიტანეთ

ბოლო შეტევა, ბოლო ჩაწოდება და... - წლის ფოტო რუმინეთიდან [VIDEO]

"სტიაუას" მწვრთნელი "საბურთალოსთან" მატჩზე: კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია

ევროპა ლიგის მატჩის წინ "სტიაუა" მოედნის 9 ფეხბურთელითა და 3 მეკარით დარჩა

დუშან უჰრინი ლევან ყენიაზე: იმედია, ეს შარშანდელის მსგავსი ტრავმა არ არის

"ჩელსი" 19 წლის რუმინელ თავდამსხმელს 88 მილიონად შეიძენს?

დუშან უჰრინი: ლევან ყენიას ტრავმა ცუდად გამოიყურება

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ლევან ყენიამ დისკვალიფიკაცია მოიხადა

რუმინეთის თასზე გოლი 14 წლის თავდამსხმელმა გაიტანა [VIDEO]

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

ლევან ყენია: მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში სწორად მოვიქეცი...

ლაურენციო რეგეკამპფი: დაგეგმილი გვაქვს "დინამოს" ბარიერი გადავლახოთ

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

დინამო VS სტიაუა - გვინდა ლიგა? გადავახტეთ "სტიაუას"

თბილისის "დინამოს" მეტოქე "სტიაუა" - შთამბეჭდავი ისტორია შინაც და გარეთაც

"ჩელსი" "სტიაუას" ტალანტს აკვირდება

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ლეგიონი გუშინ: ჯაბა კანკავას მესამე ყვითელი მესამე მატჩში

ლევან ყენიამ შესაძლოა, "ზლინის" წინააღმდეგ ითამაშოს