ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულები განახევრებულია
ამას წინათ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი საფრანგეთის ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა გაგაცანით და გაკვირვება გამოვთქვით, რომ 60 კილოგრამში საერთოდ არ სახელდებოდა მონაწილე, როცა "მამლებს" ამ წონაში ევროპის 2010 წლის ჩემპიონი სოფიან მილუ ჰყავთ.

მართალია, იმ გამარჯვების შემდეგ მას ხელშესახები წარმატება თითქმის არც ჰქონია და წლევანდელი სეზონიც, პრაქტიკულად, ჩააგდო და საერთაშორისო რეიტინგშიც მე- 19 ადგილამდე დაქვეითდა, მაგრამ მისი იგნორირება მაინც გასაკვირი ჩანდა.

წლეულს მილუ მშობლიურ პარიზის "დიდ მუზარადზე" მეხუთე ადგილზე გავიდა, დიუსელდორფის "დიდ პრიზზე", მასტერსსა და ევროპის პირველობაზე კი ნაადრევად გამოვარდა. თუმცა ის შარშანაც ასე არასტაბილურად გამოდიოდა, ლონდონის ოლიმპიადაზე ბრინჯაოსთვის მაინც იჭიდავა, ოღონდ უზბეკთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ რიშოდ სობიროვთან წააგო და საბოლოოდ მეხუთეზე დარჩა.

ამით იმის თქმა გვსურს, რომ ერთი ტურნირისთვის მომზადება ნამდვილად ძალუძს. ჩვენც სწორედ ეს გაგვიკვირდა, რომ შანსიც არ მისცეს, არადა, არც სხვა მიჰყავთ.

თავის მხრივ, სამწვრთნელო შტაბსაც საკუთარი არგუმენტი ექნება, ოღონდ ამასობაში საქმე მწვავდება - მილუ საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციას მისი უგულებელყოფისთვის სასამართლოში უჩივის და ფედერაციის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

სპორტსმენს მხარს უჭერს თავისივე კლუბი, სოციალურ ქსელებში კი მის პოზიციას იზიარებს ქომაგთა ერთი ნაწილიც. ჯერჯერობით უცნობია ნაკრების ხელმძღვანელთა პოზიცია და ცხადია, ასეთ მოკლე დროში არც სასამართლო გამართულა.

საბოლოო რეიტინგი მსოფლიომდე

ამასობაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა ახალი რეიტინგი, რომელშიც განახევრებულია ოლიმპიადაზე მოპოვებული ქულები.

ესაა საბოლოო რეიტინგი, რომელიც მსოფლიომდე აღარ შეიცვლება და რიოში წილისყრაც მისი მიხედვით ჩატარდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, არ განულებულა მსოფლიოს 2011 წლის შედეგები, რადგან წლევანდელი წილისყრისას მისი ჩატარებიდან 2 წელიწადი ჯერ კიდევ არ იქნება გასული - ეს დრო სულ რაღაც 1 დღის შემდეგ დადგება.

რეიტინგში მოსალოდნელი ცვლილებებისა და მსოფლიოზე წილისყრის შესახებ 26 ივლისს ვწერდით.

რაკი ახალ რეიტინგს არსებითი ცვლილება არ გამოუწვევია, ამიტომ მასზე დაწვრილებით არ შევჩერდებით და მხოლოდ ზოგადად ვისაუბრებთ.

მსოფლიოზე ყოველ წონაში საერთაშორისო რეიტინგის 8-8 მოწინავე ფალავანი განითესება. ჩვენ კი ეს პატივი 7 წონიდან ექვსში გვერგება, მხოლოდ 100-ში არ გვეყოლება განთესილი, თუმცა მოწინავე ოქტეტში მაინც 7 ქართველი იქნება- ეს იმიტომ, რომ 81 კილოგრამში ორი ჩვენებურია დაწინაურებული.

რეიტინგის ლიდერად კვლავაც ორი ქართველი რჩება, ორივე ევროპის ჩემპიონი - ამირან პაპინაშვილი (60) და ვალერი ლიპარტელიანი (90).

მეორეზე ევროპის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული ავთანდილ ჭრიკიშვილია (81), მესამეზე - კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ადამ ოქრუაშვილი (+100).

ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) და ევროპის მესამე პრიზიორი ლევან წიკლაური (81) მეექვსეზე არიან, ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ზებედა რეხვიაშვილი (73) - მეშვიდეზე.

ახალმა რეიტინგმა მხოლოდ შავდათუაშვილი დააზარალა, რომელსაც ოლიმპიადაზე მოპოვებული 600 ქულა გაუნახევრდა და რეიტინგში სამი ადგილით დაქვეითდა.

დღევანდელი მონაცემებით, მას ნახევარფინალში მასტერსის ყაზახი ჩემპიონი სერგეი ლიმი ელოდება, ოღონდ არის საუბარი, რომ იაპონელები არ აჭიდავებენ რეიტინგის მეოთხე ნომერ ტომოფუმი ტაკაჯოს, რაც მსოფლიოზე სიაში გადაადგილებებს გამოიწვევს.

ახალმა რეიტინგმა გვაზარალა მძიმე წონაშიც, ოღონდ - არა პირდაპირ ანუ ოქრუაშვილს არაფერი დაჰკლებია.

სამაგიეროდ, დააკლდა რეიტინგის აქამდელ ლიდერს, დაუმარცხებელ ფრანგ ტედი რინერის, რომელმაც პირველი ადგილი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუთმო.

ამდენად, ფრანგი ძველი განლაგებით ჩვენებურს ფინალამდე თუ ვერ შეხვდებოდა, ახლა მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება.

თუმცა რამდენიმე წონაში რეიტინგმა გვახეირა კიდეც. მაგალითად, ახალი გადანაწილებით 4 ადგილით წაიწია წინ რეხვიაშვილმა და განთესვის ზონაშიც შევიდა.

წიკლაური ოქტეტში მანამდეც შედიოდა, ახლა კი ერთი ადგილით დაწინაურდა, ოღონდ მსოფლიოზე მისი ჭიდაობა, როგორც ვწერდით, ტრავმის გამო სათუოა.

საინტერესო, თუმცა დაუდასტურებელი ხმები ვრცელდება 81 კილოგრამთან დაკავშირებითაც - თითქოს ბრაზილიაში კორეელთა მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი ჯაე ბუმი არ იჭიდავებს. არადა, ის ჭრიკიშვილის ერთ-ერთი სერიოზული კონკურენტია.

პაპინაშვილმა და ლიპარტელიანმა ბოლო დღეებში დაიბრუნეს რეიტინგის ლიდერობა, თუმცა ამით კიდევ უფრო ცუდი ბადე ელოდებათ.

განსაკუთრებით - ლიპარტელიანს, რომელსაც ნახევარფინალში მისთვის უხერხული რუსი კირილ დენისოვი ელოდება, ვისთანაც ხუთივე პაექრობა წააგო.

ასევე დაუდასტურებელი ცნობით, იაპონელები არც ამ წონაში აპირებენ საკუთარი ლიდერის, რეიტინგში მერვეზე მყოფ ოლიმპიურ პრიზიორ მასაში ნიშიამას გამოყვანას, რომელიც ჩვენებურს მეოთხედფინალში ელოდება.

თუ მან არ იჭიდავა, მაშინ მერვეზე აზერბაიჯანელი შაჰინ გახრამანოვი გადმოვა ანუ იმ ეტაპზე ჩვენებურს ის შეხვდება, მასთან კი ლიპარტელიანს, წესით, პრობლემა არ უნდა შეექმნას. თუმცა ისიც საკითხავია, გახრამანოვი საერთოდ თუ მიაღწევს მეოთხედფინალამდე.

სადღეისო რეიტინგით, პაპინაშვილი მეოთხედფინალში მისთვის უხერხულ ყაზახ იელდოშ სმეტოვს უნდა შეხვდეს, მაგრამ აქ მის წინ 2-2 მონღოლი და იაპონელია და საინტერესოა, ორივე ქვეყანა მაინცდამაინც ამ წონას გააორებს? თუ არ გააორებენ, მაშინ სმეტოვი სიაში წინ წაიწევს და ჩვენებურს ფინალამდე ასცდება.

სავარაუდოდ, იაპონელები რამდენიმეგან განთესილთა მიღმა დარჩენილებს ამზადებენ მსოფლიოსთვის - ეტყობა, ამ ეტაპზე მათი მომზადება უფრო აკმაყოფილებთ.

ეს არც ისე კარგია, რადგან განუთესავი ძლიერი ნებისმიერ ეტაპზე, მეოთხედფინალამდეც შეიძლება შეგხვდეს, იქამდე წაგება კი ტურნირიდან გამოვარდნას ნიშნავს, რადგან სანუგეშოში მხოლოდ მეოთხედფინალში წაგებულები გადადიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან წიკლაური სათუოა - ირაკლი უზნაძე შეკრებით კმაყოფილია

ძიუდოს ახალი რეიტინგი - წინსვლა, რომელსაც მეორე ადგილი ჯობდა

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
თბილისის გრან პრის საქართველოს ნაკრების ოთხი ლიდერი დააკლდება
[მსოფლიო ჩემპიონატი] წილისყრა დასრულდა - ქართველი ძიუდოისტების ბადე ცნობილია
მსოფლიო ჩემპიონატი სამშობლოში - ქართველ ძიუდოისტებს იაპონელებთან დიდი ბრძოლა ელით!
ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზეა
ძიუდო. რეიტინგი: 7 წონიდან 4-ში ლიდერთა შორის ვართ
მინსკი 2019. ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილი მედლის გარეშე დარჩა
დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი იწყება - წილისყრამ ქართველები დაინდო
პაპინაშვილი და მხეიძე მე-3 ადგილისთვის იჭიდავებენ(განახლებადი)
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ქართული შვიდეულის გერმანული ხვედრი
ᓫᓘᓣᓓᓝᓡ ᓠᓔᓘᓢᓘᓜᓒᓘ: ᓘᓡᓔᕕ ᕕᓚᓘᓓᓔᓠᓝᓑᓗ, ᓗᓣᓛᓪᓐ ᓝᓠ ᓬᓝᓜᓐᓨᓘ ᓙᓕᕚᓐᓕ ᓛᓫᓘᓛᓔ ᓕᓘᓗᓐᓠᓔᓑᓐᓐ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს გაუსწრო - ძიუდოს წლის საბოლოო რეიტინგი
ძიუდოს მსოფლიო რეიტინგი: ქართველები ტოპებში
მსოფლიოს ჩეპიონატისთვის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების განაცხადი ცნობილია
10-11 თებერვალს ქართველი ძიუდოისტები პარიზის გრანდ სლემზე იასპარეზებენ
[შეჯამება] დაცალკევებული ნაკრები, ოქროს ტურისტი და მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოს სამშობლოში