წარსულში ცნობილი კალათბურთელი თბილისში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით იმყოფება
გიგი უგულავა სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ვლადე დივაცს შეხვდა. თბილისის მერი სერბ სტუმარს თბილისში არსებულ სპორტული ინფრასტრუქტურაზე მიაწოდა ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნო.

წარსულში ცნობილი კალათბურთელი, NBA- ს სხვადასხვა კლუბების წამყვანი მოთამაშე თბილისში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოწვევით იმყოფება. მისი ჩამოსვლა უკავშირდება ქართული მხარის სურვილს, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისმა უმასპინძლოს.

ფესტივალის მასპინძლობის სურვილს, თბილისის გარდა, ჩეხეთის ქალაქი ბრნოც გამოთქვამს. ფესტივალის მასპინძლის ადგილი ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური ასამბლეა გადაწყვეტს, რომელიც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 26-27 ნოემბერს გაიმართება.

როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე თბილისის მერმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, თბილისში ოლიმპიური ფესტივალის სამზადისი უკვე დაწყებულია და ყველაფერი გაკეთდება, რათა ამ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას ქალაქმა ღირსეულად უმასპინძლოს.

ვლადე დივაცმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ საბოლოო გადაწყვტილება თბილისის სასარგებლოდ იქნება მიღებული.

სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თბილისში დღეს, გამთნიისას ჩამოვიდა. თბილისის მერთან შეხვედრამდე მან მცხეთა დაათვალიერა და ძიუდოს კომპლექსს სტუმრობდა. ვლადე დივაცი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორესაც შეხვდა.

დღესვე სერბი სტუმარი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდება, დაათვალიერებს თბილისის სპორტის სასახლესა და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს.

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა