ESPN-მა ორი დიადის ვირტუალური მატჩი მოაწყო
ამერიკულ ვებგვერდს ESPN-ს საინტერესო რუბრიკა აქვს - ის ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებს შორის ვირტუალურ მატჩებს აწყობს. ვებგვერდის ექსპერტები აანალიზებენ მოთამაშეთა უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს მათი სპორტული ფორმის პიკის პერიოდში და ამ ხერხით ვირტუალური გამარჯვებულის გამოვლენას ცდილობენ. საბოლოო სიტყვა ყოფილ ამერიკელ ჩოგბურთელს, ამჟამად მწვრთნელსა და ექსპერტს ბრედ გილბერტს ეკუთვნის.

ამჯერად, ESPN-მა ორი ლეგენდარული ჩოგბურთელი დააპირისპირა - გერმანელი შტეფი გრაფი და ამერიკელი მოქმედი სპორტსმენი სერენა უილიამსი. ვირტუალური მატჩის ჩატარების ადგილად ავსტრალიის ღია პირველობა დასახელდა.

ფაქტორები შტეფი გრაფის სასარგებლოდ

ალბათ, ყველაზე რთული სწორედ ამ მატჩის გამარჯვებულის განსაზღვრა უნდა იყოს. ბევრი რამ პირად სიმპატიებს ეფუძნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასოდეს გახდება ცხადი, ვინ არის ამ ორ შორის საუკეთესო.

გრაფი ყველა დროის სამ უდიადეს ჩოგბურთელს შორის იკავებს ადგილს - ამაზე არავინ კამათობს. უფრო მეტიც, კარიერული მონაცემებით, ჩოგბურთის ისტორიაში შტეფის პირველ ადგილზე დაყენება შეიძლება. თავად განსაჯეთ: მან მოიგო "დიდი სლემის" 22 ტიტული, გაიმარჯვა WTA-ის 107 ტურნირში და 377 კვირის განმავლობაში სათავეში ედგა კლასიფიკაციას. სხვათა შორის, 107 ტიტული ორჯერ მეტია სერენას ამჟამინდელ მაჩვენებელზე.

თუმცა ავსტრალიის ღია პირველობაზე მათი მაჩვენებლები პრაქტიკულად იდენტურია: გრაფმა აქ მოიპოვა ოთხი ტიტული, მატჩების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 47 მოგება-6 წაგება. უილიამსს მელბურნში ხუთჯერ გაუმარჯვია, ხოლო მოგება/წაგების სტატისტიკა ასეთი აქვს: 54-7.

იმის მიუხედავად, რომ გრაფი ყველას ანადგურებდა თავისი ფორჰენდით, მას გაუჭირდებოდა სერენას ძალასთან გამკლავება. თუმცა ავსტრალიის ღია პირველობის თანამედროვე ნელი საფარი, გარკვეულწილად, გაანეიტრალებდა სერენას ტემპს. ამას ასევე ხელს შეუწყობდა გერმანელის ათლეტიზმი, რომელიც დიდ როლს თამაშობდა ბევრი მოწინააღმდეგის დამარცხებაში. ავსტრალიაში მათი შეხვედრა ნამდვილი ტესტი იქნებოდა ამტანობაზე, ამაში კი გრაფი ყოველთვის ძლიერი იყო.

1988-90 წლებში, სამი სეზონის განმავლობაში, შტეფიმ ავსტრალიის ღია პირველობაზე მხოლოდ ერთი სეტი წააგო. ეს არის ჩოგბურთის ისტორიაში ერთი ჩოგბურთელის დომინირების ერთ-ერთი უდიადესი პერიოდი, როცა გრაფმა "დიდი სლემის" ცხრა ტიტულიდან რვა მოიგო. 1988 წელს, მან კალენდარული "დიდი სლემი" შეასრულა, რასაც სეულის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედალი დაუმატა. ეს იყო გამარჯებათა დაუჯერებელი სერია, სადაც გერმანელის ძალა კარგად ეხამებოდა ნებისმიერ საფართან ბრწყინვალე ადაპტაციის უნარს.

კორტზე გრაფი თითქმის არ ავლენდა ემოციებს, მას არ ჰქონდა ისეთი ჩავარდნები, როგორსაც, ხანდახან სერენას მოქმედებაში ვხედავთ. გერმანელი ჩოგბურთელი მოედანზე გადიოდა ისე, რომ მხოლოდ ერთ მიზანს იყო დამორჩილებული - მოგება.

ფაქტორები სერენა უილიამსის სასარგებლოდ

ამ სეზონში ჩოგბურთის მოყვარულმა ბევრი სენსაცია იხილა, მაგრამ გულშემატკივრებს შორის ყველაზე დიდი გაოცება გამოიწვია სერენას მარცხმა ავსტრალიის ღია პირველობასა და უიმბლდონის მეოთხე რაუნდში.

ამ სეზონში ამერიკული ფანტასტიკურად თამაშობდა. მან მოიგო ზედიზედ 34 შეხვედრა, რაც საუკეთესო სერიაა მის კარიერაში. ის პრაქტიკულად ყველა ტურნირზე იმარჯვებდა. რამდენიმე კვირაში სტარტს აიღებს ამერიკის ღია პირველობა და ვინ არის დღეს ისეთ ფორმაში, რომ უმცროსი უილიამსის შეჩერება შეძლოს? რა თქმა უნდა, არავინ ამტკიცებს იმას, რომ ამერიკელი დაუმარცხებელია, მაგრამ მაინც, უმრავლესობა ვერ გარისკავს ფსონის ჩამოსვლას სერენას წაგებაზე.

დიახ, უილიამსმა წააგო სლოუნ სტივენსთან ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალი, მაგრამ მას მელბურნში ხუთი ტიტული აქვს მოპოვებული. თანამედროვე ჩოგბურთში მას არ ჰყავს ისეთი მეტოქე, როგორიც შეიძლებოდა შტეფი გრაფი ყოფილიყო.

ვერავინ დაიკვეხნის სერენაზე რეგულარული გამარჯვებებით. ეს ეხება ფიზიკურად ისეთ ძლიერ ჩოგბურთელებს, როგორიც ვინუს უილიამსია, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ დომინირებდა საკუთარ დაზე. ეხება ასევე ჭკვიან და ტექნიკურ მოთამაშეებს. ასეთი იყო ჟუსტინ ანენი, რომელსაც ექვსჯერ დაუმარცხებია სერენა, მაგრამ აქედან ოთხჯერ გრუნტზე, თანაც ამერიკელისთვის არც ისე წარმატებულ სეზონებში.

ნებისმიერ ლეგენდარულ სპორტსმენს აქვს ნაკლი. ეს შეიძლება იყოს უხერხული მეტოქე, რომელთანაც ის რეგულარულად აგებს, ან უხერხული საფარი. თუ გავიხსენებთ ახლო წარსულში სერენა უილიამსის წაგებებს, გონებაში ამოტივტივდება ბალახზე საბინ ლისიცკისთან, ჰარდზე ვიქტორია აზარენკასთან და გრუნტზე ვირჟინ რაზანოსთან მარცხი. საერთო ჯამში, ეს ერთეული შემთხვევები შეგვიძლია მივაწეროთ იმ კონკრეტულ მომენტში დიადი ამერიკელის ცუდ ფორმას.

დღეისთვის, სერენას თაობის პრაქტიკულად ნებისმიერი ჩოგბურთელი ვერ ახერხებს დიდი თამაშის ჩვენებას. ამ დროს კი სერენას 2011 წლიდან მოყოლებული, 80 მატჩი აქვს მოგებული და მხოლოდ 7 წაგებული. ეს დაუჯერებელი ციფრებია. სპორტული ფორმის პიკზე მყოფი შტეფი გრაფისთვისაც კი ძალიან რთული იქნებოდა ამ "ქარიშხალის" მოგერიება, მით უმეტეს, რომ სერენას ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოწოდება გააჩნია.

ბრედ გილბერტის ვერდიქტი

ისტორიას არ ახსოვს უფრო დიადი მოთამაშეები. ამ დაპირისპირებაში ერთმანეთს შეხვდებოდნენ XX საუკუნის უდიადესი ჩოგბურთელი და XXI ასწლეულის საუკეთესო სპორტსმენი.

მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე შტეფი დომინირებდა ჰარდის საფარზე, მას სერენას დამარცხების ყველაზე კარგი შანსი გრუნტზე ექნებოდა. უფრო სწრაფ კორტზე ჩვენ ვიხილავდით შეტევისა და ტემპის ბრწყინვალე ნაზავს, ხოლო სერენას ძალა და მისი ბრწყინვალე მოწოდება, ამერიკელს ამ მატჩებში ფავორიტად აქცევდა.

და მაინც, გილბერტის აზრით, შტეფი გრაფისა და სერენა უილიამსის ათ ურთიერთდაპირისპირებაში ანგარიში - 5:5 იქნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ESPN-მა პრიზები დაარიგა

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
დიდი დევნა დასრულებულია
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ხანდახან მათაც ერჩიან - ჩოგბურთის ვარსკვლავობა ზოგჯერ სახიფათოა
მარტინა ჰინგისის დუბლი
ნუ ჩამოწერთ სერენა უილიამსს
სერენა უილიამსი სულ სხვა განზომილებაა
ავსტრალიის ღია პირველობა: ჰინგისის ორი მოგება
მარტინა ჰინგისი: პარტნიორი მეუღლესავითაა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
"ზვიგენი" ლიეჟიდან
ანდრე აგასი რეკორდს წინასწარმეტყველებს
სერენა უილიამსი მონიკა სელეშზე წინ
როჯერ ფედერერის საზაფხულო კრიზისი
აშშ-ის ღია პირველობა: რობერტა ვინჩიმ სერენა უილიამსი გააწბილა
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
დიდი სლემის წლის მეორე ტურნირის წინ: როლან გაროსი ციფრებში
ᓟᓣᓡᓢᓘᓜ ᓐᓜᓔᓜᓘ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓝᓑᓐᓡ ᓐᓞᓘᓠᓔᓑᓡ
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება
სერენა უილიამსის 10 გაელვება
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
უიმბლდონი 2013: ციფრები ლაპარაკობენ
ავსტრალიის ღია პირველობა: მწვერვალზე მესამე ცდიდან
მარია შარაპოვას მეცხრე სპონსორი
მიქსტი ფედერერსა და ჰინგისს შორის
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია