გიორგი ილურიძეს კოჭი აქვს გასიებული, ლაშა გვალიას - კუნთი დაჭიმული
გორის "დილა", რომელიც ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა და იქ ვენის "რაპიდს" დაუპირისპირდება, საკადრო პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში "დილამ" სტუმრად "სიონი" 2:1 რომ დაამარცხა, ორი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა - გიორგი ილურიძეს კოჭი გადაუბრუნდა, ირაკლი მოდებაძემ კი თავის ტრავმა მიიღო.

12 აგვისტოს გავიგეთ, რომ მოდებაძეს ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც ის ვერც მომდევნო ტურში (17 აგვისტოს თბილისის "დინამოსთან") ითამაშებს და ვერც 22 აგვისტოს - "რაპიდთან" პირველ შეხვედრაში.

28 წლის მოდებაძე "დილაში" მნიშვნელოვანი ფიგურაა, ისეთი ცენტრფორვარდია, პირველ ბურთს რომ იღებს და გუნდი "ამოჰყავს". მოკლედ, გორელები დიდი დანაკლისით ხვდებიან "დინამოსაც" და "რაპიდსაც".

21 წლის ილურიძის მდგომარეობა შედარებით უკეთ არის, გასიებული კოჭი ოდნავ ჩაუცხრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მძიმე ტრავმას გადაურჩა. თუმცა ილურიძე გამოაკლდება საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, რომელიც 14 აგვისტოს სტუმრად ამხანაგურ მატჩს გამართავს ლატვიელ თანატოლებთან. ჯერ ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყებს ნიჭიერი თავდამსხმელი სრული დატვირთვით ვარჯიშს.

კუნთი აქვს დაჭიმული "დილას" 21 წლის საყრდენ ნახევარმცველ ლაშა გვალიას და "დინამოსთან" მისი თამაში სათუოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Beqa
უეჭველი უნდა გადადოს დილა - დინამოს შეხვედრა ფედერაციამ.... სტიაუას 2 თამაში გადაუტანეს თავის ლიგაში დინამოსთან შეხვედრის წინ...
givigagnidze
იქნებ ფეხბურთის ფედერაციამ გაიზიაროს გულშემატკივართა მოსაზრება და გადადოს დილა- დინამოს მატჩი,სამამთლიანი იქნება.ველოდებით ფედერაციის საქმისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. საჭირო გადაწყვეტილებას. ვ
odala
"28 წლის მოდებაძე "დილაში" მნიშვნელოვანი ფიგურაა, ისეთი ცენტრფორვარდია, პირველ ბურთს რომ იღებს და გუნდი "ამოჰყავს" - ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს. რა პირველ ბურთს იღებს და საიდან ამოყავს??? უბანში ბაზრობენ შენთან ეტყობა ასე? მე არ მესმის ამ წინადადების მნიშვნელობა, გულახდილად ვამბობ.
odala
"28 წლის მოდებაძე "დილაში" მნიშვნელოვანი ფიგურაა, ისეთი ცენტრფორვარდია, პირველ ბურთს რომ იღებს და გუნდი "ამოჰყავს" - ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს. რა პირველ ბურთს იღებს და საიდან ამოყავს??? უბანში ბაზრობენ შენთან ეტყობა ასე? მე არ მესმის ამ წინადადების მნიშვნელობა, გულახდილად ვამბობ.
odika
კარგი იქნება თუ დინამოსთან თამაში გადაიდება, მეტი დრო ექნებათ ბიჭებს მოსამზადებლად და დასასვენებლად.
bibo
აბა რაა დაასვენეთ ყველა ფეხბურტელი სასტავის ხალი თუ არ გადაიდება იმიტომ რო 5 დღე ცოტა ტან ღმერთმა არ ქნას კიდე არაფერი იტკინონ, ოხ ბოლნისი რა ხართ რაა თქვენ არ გეღირსოთ უექიმოთ მო*მა.:)))))))
geo
17 აგვისტოს დინამოსთან და 22-ში რაპიდთან? დინამოსთან თამაშის გადადება ხომ არ ჯობია?
bibo
ოხ ბოლნისის ***. . . . . რა გააკეტეს ეს მაგ ბოროტებმა მგათმა გაუცალიეცეს ქართულ ფეხბურტს და გორის დილას.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]