სფფ-ის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა ნახევარმცველს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა - აპელაცია თუ ზესტაფონში დაბრუნება?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა განიხილა ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილის სარჩელი და ვერდიქტიც გამოიტანა - მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ფეხბურთელი კვლავ "ზესტაფონის" წევრად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "ზესტაფონში" გაურკვევლობა იყო და, შესაბამისად, ხელფასები გვიანდებოდა. ფიფას წესებით კი, თუ კლუბი ფეხბურთელს ხელფასს არ უხდის, მოთამაშეს უფლება აქვს, გათავისუფლების ფურცელი მოითხოვოს, ანუ თავისუფალი აგენტი გახდეს.

გორგიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სატრანსფეროდაც საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ მაშინ დაწინაურდა "ზესტაფონში", როცა გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. მას მერე კი, რაც ფეროელთა მთავარი მწვრთნელი სერბი რატკო დოსტანიჩი გახდა, გორგიაშვილს ამ გუნდში არ უვარჯიშია.

ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, გორგიაშვილი მაინც არ გამოცხადებულა "ზესტაფონში".

ფეხბურთელის სამსახურებრივი მოვალეობა ვარჯიში და თამაშია, იურიდიულად ის ჯერაც "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ ფაქტობრივად, კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობა შეწყვეტილია.

შევიტყვეთ, რომ გორგიაშვილი ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და რადგან "ზესტაფონში" ჯერ არ დაბრუნებულა, დიდი შანსია, სწორედ აპელაციის გზას დაადგეს.

დასანანია, რომ ასეთი მონაცემების ფეხბურთელი უქმადაა. როგორც ჩანს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შემდეგ მოლაპარაკება არ ყოფილა და ყველაფერი იურიდიული პროცედურებით გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს

თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია

ლევანი
ფედერაციამ სარჩელი დაუკმაყოფილა გორგიაშვილსო, მართალია?
zestas fani
TORNIKE – რატომაც არა, წინა სტატიებიც წავიკითხე 3 თვიანი დავალიანება ქონია კლუბს, არ ჯობია გაანთავისუფლონ ვალდებულებებისაგან, ვიდრე საბოლოოდ დამცირდეს კლუბი ამ ფაქტის გამო? იცი რა გამოდის, რომ ტრეფიკინგია, ამუშავებ და არ უხდი, მე გავუშვებდი და ბოდიშსაც მოვუხდიდი, არ არის ეს დასაძრახი ჩვენი მხრიდან ეს ბიჭი ამით არსებობს და პრობლემები არ უნდა შევუქმნათ
Tornike
ვერ მისცემ მასე განთავისუფლების ფურცელს, მერე ყველა დაიკიდებს კონტრაქტს
zestas fani
იცით, ეხლა ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები რამხელა ღვარძლი აქვს ზოგს და რის გამო ალბათ თავადაც არ იციან, არ ვიცავ გორგიაშვილს მაგრამ ფაქტია ბინძურად ებრძვიან თუნდაც ამ კომენტარებით და ეს ყველაფერი რაში აწყობს ჩვენს გუნდს ვერ ვხვდები, მე კოკაიას ადგილას მივცემდი განთავისუფლების ფურცელს და ამით ამოვწურავდი კონფლიკტს, ეს ამბავი პირველ რიგში ზესტაფონს არ აწყობს, იმიჯის მხრივ.
klubi
როგორც ვიცი არც კლუბის მოტხოვნა დაუკმაკოფილებია კომიტეტს
giorgi
მეე პირადად ზესტაფონელი ვარ და გორგიაშვილი აგარ მინდა გუნდში უბრალოდ კონტრაქტის გამო მოცდა მოუცევს არ ინერვიულოტ მაგის ადგილი მაინც აგარაა გუნდსში
avtors
გამოაქვეყნეთ ერთი ეგ ვერდიქტი, რა არის ამისთანა, თუ შეიძლება გამოქვეყანება და საერთოდ ჟურნალისტმა საიდან მიიღო? ფედერაციამ გაასაჯაროვა? მაშინ ჩვენ, გულშემატკივრებმა რატომ არაფერი ვიცით?
sabam
2222- მისაღები უკვე მიიღე ტყუილების წერისთვის
daviddavid
ვერდიქტი უკვე გამოუტანეთ ფეხბურთელს? ყველა გზა მოუჭერით? დავიჯერო ეს მხოლოდ უცოდინარი ჟურნალისტის მიერ მოტანილი სიტყვაა და მეტი არაფერი? მინდა მჯეროდეს მაგრამ... თქვენი წინა სტატიებიც წავიკითხე ამ "პრეცედენტის" შესახებ და ეჭვი მაქვს დიდი ობიექტურობით გამოირჩეოდეთ.
2222
წაშალეს, თუმცა მიაღები მიიღე რომ იცოდე
2222
რა ეშველება ამდენ ტვინგაყინულს. კოკაია ყოფილა გორგის აგენტი და სხვა ვეღარ დაელაპარაკება თურმე :) საბა, შენ შეგეხე საერთოდ?
ნიკოლოზა
2222 - კარგად გაერკვიე, სამი თვის სახელფასო დავალიანება რამდენის მიმართ აქვს სულ და კლუბის სახელით ნურავინ ისაუბრებს. მე "ვბალეშჩიკობ" გორგიაშვილს რადგან, ხმა ამოიღო და თამამად თქვა ის რასაც სხვები ვერ ბედავენ.მე ზესტას შექმნის დღიდან ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, ოღონდ ისეთი არა კოკაიას ფან-მონები რომ არიან. თორნიკე გორგიაშვილის აგენტი კი ნამდვილად ვიცი, რომ კოკაია არის თვითონ.
saba
2222 (წაიკითხე ჩემი წინა კომენტარი და იქ თუ ტყუილს იპოვი, დაწერე ) რამდენჯერაც ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა იმდენი მტყუანს მოხვდეს, რამდენიც სიტყვა გატეხა მაგ არაკაცმა კოკაიამ იმდენი მტყუანს მოხვდეს. Tornike შენ, რო წერ აგენტი ურევს ტვიინსო, ეტყობა არ იცი, რო კოკაიამ წელიწადზე მეტია ვითონ იტვირთა გორგიაშვილის აგენტის ფუნქცია.
Tornike
წასვლა უნდოდა, ესაა მთავარი. მიზეზს ეძებს, ვიგაც აგენტი ურევს ტვინს
2222
კონტრაქტს არღვევს ტიპი და კიდევ ეს იჩაგრება? ხელფასი დაუგვიანდა მთელ კლუბს, თანც არა სამი თვით. ტრანსფერზე დაყენება ეთხოვა ჯობდა, მაგრამ მოუკლო სერიოზულად ისედაც და იყიდდა ვინმე?
ნიკოლოზა
უყურე შენ აქ რა ამბები ხდება, გორგიაშვილის "დაჩაგვრა" არ უნდა შევარჩინოთ, იმიტომ რომ ერთადერთია მგონი ვინც ხმა ამოიღო,
saba
ისე, კოკაიას ახლა გორგიაშვილისთვის ცხელა? დინამოს თამაშზე დაუცხიათ დინამოელებს კოკაიასთვის, ხვითოობის გამო, დიდი გაწევ-გამოწევა ყოფილა დინამო არენაზე. ა ნახეთ ციხეში თუ არ ამოალპოს, სუყველა მაგენი.განა ადრეც არ იმუქრებოდა, თქვენ საციხოდ გაქვთ საქმეო. მარა ქონქბის გადასახადს რო არიდებ თავს, აქეთ არ მოგედაონ.
temo
ანუ გაწირეს ბიჭი? რას ქვია აირტყავს?! ძლივს ვიღაცამ ხმა ამოიღო,სახელფასო პრობლემა გააპროტესტა და ასე ექცევით? სამი თვე ხელფასი არ აუღიაო ეწერა, საინტერესოა შემოსავლის გარეშე ვინ როგორ იარსებებდა 3 თვე? წინა სტატიებს გადავხედე, თავართქილაძეს ზესტაფონი VS გორგიაშვილზე ექსკლუზივი აქვს მგონი :):):) მე გავასაჩივრებდი ფედერაციის გადაწყვეტილებას.
saba
სტატუსის კომიტეტმა დაამახინჯა ფაქტები და საერთაშორისო პრაქტიკის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რაზეც რათქმა უნდა სააპელაციოში იმსჯელებენ. რაც შეეხება კომიტეტის მიერ კლუბის მიმართ მიცემულ მითთითებებს, (სტატიის ავტორმა ჭორაობის ნაცვლად, მთლიანი ვერდიქტი გამოაქვეყნოს) გამოქვეყნდეს ის პუნტები. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, ს.კ. "ზესტაფონი" 2 წლის წინ ბეწვზეა გადარჩენილი. კოკაიას კაი კაცობის გამო. ხოლო მკითხველებმა, თავი შეიკავეთ გორგიზე უსაფუძვლო ბრალდებებისაგან! რადგან სადაო ჯერ ძალიან ბევრია და ბევრს თმები ყალყზე დაუდგება სიმართლეს, რო გაიგებს.
1111111
სამწუხაროდ არასწორ გზას დაადგა და აირტყამს დისკვალიფიკაციას.
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"შავი ლომი" - სამხრეთ აფრიკაში "ჩიტასთან" ორი ტესტისთვის
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
"მილანსა" და "ინტერს" ახალი სტადიონი ექნებათ - 2031 წლიდან კლუბები ლეგენდარულ "სან სიროზე" აღარ ითამაშებენ
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
"მადლობა უფალს, რომ ეს შანსი მომცა" - თორნიკე შენგელია "ბარსელონაში" დებიუტისთვის ემზადება
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ზესტაფონი VS სპარტაკი - სხვადასხვა მიზანი
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება