მანჯუკიჩი, ბლაშჩიკოვსკი, სანტანა და სხვები გასაჭირში
ეს ფეხბურთელები შარშან ძირითადი შემადგენლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდნენ, დღეს კი მათ სათადარიგოთა სკამზე დარჩენის პერსპექტივა ემუქრებათ. გერმანულმა "ბილდმა" ჩამოწერა ბუნდესლიგის იმ 5 ვარსკვლავის სია, ვინც შარშან ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ წელს გარანტირებული არაფერი აქვს და შესაძლოა, ამის გამო სკანდალის მომსწრენიც გავხდეთ...

მარიო მანჯუკიჩი (27 წლის, "ბაიერნი") - ხორვატმა წინა სეზონის ბუნდესლიგაში 15 გოლი გაიტანა და "ბაიერნის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ წელს ყველაფერი შეიცვალა - მიუნხენურ კლუბში მოვიდა ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც უფრო ტექნიკურ და მოძრავ ფორვარდებს ანიჭებს უპირატესობას. თანაც, მარიო გიოტცე საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და ახალგაზრდა გერმანელმა შესაძლოა სწორედ მანჯუკიჩის ადგილი დაიკავოს. არადა ხორვატმა პირველ ტურში საკმაოდ კარგად ითამაშა, მოედანზე 90 წუთი გაატარა და გოლიც გაიტანა.

კონფლიქტის შანსი: 70%

იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (27 წლის, "ბორუსია", დორტმუნდი) - ბოლო პერიოდში "კუბას" ვირუსი სჭირდა და მას გარკვეული დრო გაუცდა. "აუგსბურგთან" გამართულ პირველი ტურის შეხვედრაში პოლონელი თავიდან სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მინდორზე მხოლოდ 57-ე წუთზე შევიდა, მის პოზიციაზე მოთამაშე პიერ-ემერიკ ობამეიანგმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპს უყვარს როტაცია, ბლაშჩიკოვსკი ძირითადში ხშირად უნდა ვიხილოთ.

კონფლიქტის შანსი: 1%

ფელიპე სანტანა (27 წლის, "შალკე") - "ჩემი მიზანი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაა", - განაცხადა ფელიპე სანტანამ და პირველივე ტურის მატჩს 90 წუთის განმავლობაში სკამიდან უცქირა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან "ჰამბურგთან" (3:3) ჯოელ მატიპმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა ("ბილდის" შეფასება: 6, "კიკერის": 5) და შესაძლოა, მომდევნო ტურში ("ვოლფსბურგთან") ძირითად შემადგენლობაში ექს-დორტმუნდელი ვიხილოთ.

კონფლიქტის შანსი: 50%

სიმონ როლფესი (31 წლის, "ბაიერი") - "ბაიერის" მწვრთნელმა სამი ჰიიპიამ "ფრაიბურგთან" (3:1) მატჩის წინ სიმონ როლფესს უთხრა, რომ მას შეხვედრა რეზერვისტად უნდა დაეწყო. შარშანდელ სეზონში გუნდის კაპიტანმა 30 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ახლა "ბაიერში" მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ლარს ბენდერი, გონსალო კასტრო, შტეფან რაინარტცი, ემრე ჩანი, იენს ჰეგელერი და ლევინ იოზთუნალი - ყველა ამ ფეხბურთელს შეუძლია როლფესის ნაცვლად თამაში.

31 წლის ნახევარმცველმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: "ტირილს ნამდვილად არ დავიწყებ იმის გამო, რომ ერთი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დავიწყე". ეს კი გასაგებია, მაგრამ რა იქნება, თუ ასე რამდენიმე ტურის განმავლობაში გაგრძელდა?

კონფლიქტის შანსი: 30%

რონი (27 წლის, "ჰერტა") - მეორე ბუნდესლიგაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი (18 გოლი, 15 საგოლე პასი) იძულებული იყო, რომ პირველი ტურის მატჩისთვის თვალი გვერდიდან ედევნებინა, მინდორზე კი მისი კონკურენტი ალექსანდრ ბაუმიოჰანი ბრწყინავდა. ბრაზილიელი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო და მიუხედავად მცირე სათამაშო დროისა, გოლი მაინც გაიტანა.

"რონიმ სათადარიგოთა სკამზე კოლეგების ყველა გოლი იზეიმა, რაც კარგის ნიშანია," - განაცხადა "ჰერტას" მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა.

კონფლიქტის შანსი: 40%

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"შალკემ" ადამ სალაი გაიფორმა
მანჯუკიჩი "მილანში" ჩაირიცხა - იბრაჰიმოვიჩი მეტოქეებს ემუქრება
ლევანდოვსკი VS ბლაშჩიკოვსკი - დაპირისპირება პოლონეთის ნაკრებში
რაულ გონსალესის ბოლო აკორდი
გერმანია. ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნი" წინ უკვე 16 ქულით გაიჭრა [VIDEO]
ევრო 2016. C ჯგუფი. III ტური: პოლონეთის ნაკრებმა ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა [VIDEO]
საქართველოს ფუტსალის ნაკრებში ბრაზილიელი ბომბარდირი ითამაშებს
კრისტიან ერიკსენი თითქმის "დორტმუნდელია"!
"მილანი" კიდევ ერთ ცნობილ ვეტერანს დაიმატებს
სერია A. ბოლო დღის ტრანსფერები: დედლაინამდე წუთით ადრე
იაკუბ ბლაშჩიკოვსკი: მე დავინახე, როგორ მოკლა მამამ დედა, მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა!
მეორე ფეხბურთელი ისტორიაში - სილვაზე წინ ახლა მხოლოდ მანჯუკიჩია
ფელიპე სანტანა "დორტმუნდიდან" "შალკეში" გადავიდა
მარიო მანჯუკიჩმა "მანჩესტერში" გადაბარგება გადაწყვიტა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
პოლონეთის ნაკრების თავკაცმა საქართველოსთან მატჩისთვის გუნდის 18-კაციანი სია გამოაცხადა
ევრო 2016. 1/8-ფინალი. შვეიცარია-პოლონეთი: ფაბიანსკიმ და იღბალმა პოლონეთი მეოთხედფინალში გაიყვანეს [VIDEO]
საქართველო-ესტონეთი 6:3 - პირველი მოგებულია! [VIDEO+PHOTO]
მარიო მანჯუკიჩი ყატარის "ალ-დუჰაილში" გადაბარგდა