რუბრიკა "სპეციალისტის აზრში" თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი თავკაცი ნაკრებსა და წამყვან ქართულ კლუბებზე ღიად საუბრობს
ქართულ საფეხბურთო სამყაროში ისეთი რესპონდენტის მოძებნა ჭირს, კომპეტენტურად და საინტერესოდ რომ მიმოიხილავს ვითარებას. არადა, სპეციალისტის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ახლა, როცა ქართულ ფეხბურთში საინტერესო და დამაფიქრებელი პროცესები ხდება...

ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 14 აგვისტოს ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და არა მგონია, ეს შემთხვევითობა იყოს.

ქართული გუნდების გამოსვლა წლევანდელ ევროსარბიელზე ერთობ დამაფიქრებელია, თუნდაც იმიტომ, რომ გამოჩნდა, საკლუბო დონეზე არცთუ ისე ბეჩავები ვართ, როგორც ზოგს ჰგონია.

ჩვენი რესპონდენტი გია გეგუჩაძე გახლავთ, თბილისის "დინამოს", "ზესტაფონისა" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვინც ამ ინტერვიუში ღიად საუბრობს როგორც ნაკრებზე, ისე წამყვან ქართულ კლუბებზე...

- ყაზახეთთან მატჩით დავიწყოთ. რა პოზიტივები და ნეგატივები დაინახეთ?

- რთული იყო დადებითის დანახვა. დიდი უპირატესობა გვქონდა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, რაც ბურთის ფლობის ხანგრძლივობაში გამოიხატებოდა. ბევრი კუთხური მოვიპოვეთ, ბევრი იყო კარისკენ დარტყმა, ანუ სტატისტიკური მონაცემებით, უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო.

სხვა საქმეა, რამდენი სახიფათო მომენტი შევქმენით, რამდენად გააზრებული იყო ჩვენი პოზიციური შეტევები...

საბოლოო ჯამში, ჩვენი სტატისტიკური მაჩვენებლები შედეგში ვერ ავსახეთ, უპირატესობის რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ, ჩვენს შეტევებს აკლდა სიმწვავე, იმის გააზრება, თუ საიდან და როგორ ჯობდა იერიშის განვითარება. მეტოქის საჯარიმო მოედნის მისადგომებთან და საჯარიმოში გვიჭირდა წინაღობების გადალახვა, ყაზახები კონტრშეტევებზე თამაშობდნენ და ამის საწინააღმდეგო იარაღი ჩვენ არ აღმოგვაჩნდა.

- ეროვნული ნაკრების კონტინგენტზე რას გვეტყვით? ეს რესურსი რა შედეგს უნდა გასწვდეს?

- ამ კონტინგენტით თამაში შეიძლება. თუმცა ნახეთ, რაშია საქმე - მწვრთნელმა გუნდი სრულად 13 აგვისტოს შეკრიბა, თამაში კი მეორე დღეს იყო...

- გასაგებია, მაგრამ ყოველთვის ასეთ სიტუაციაში ხომ არ უწევს საქართველოს ნაკრებს თამაში? მხოლოდ ეს ხომ არ არის პრობლემა?

- სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მოედანზე გაგვყავს სამი თავდამსხმელი, ოთხი-ხუთი შემტევი ნახევარმცველი, მაგრამ ურთიერთქმედებისა და მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი არ არის.

- ყაზახეთთან მატჩისთვის არ იყო გამოძახებული ლევან ყენია. მას საკმაოდ ბევრი გაუცდა და როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რამდენად საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის?

- როგორც კი ყენია გამოჩნდა, მაშინვე იმედისმომცემ ფეხბურთელად წარმოაჩინა თავი. მისი პოტენციალი გამოსაყენებელია. იმედია, ჩადგება ოპტიმალურ ფორმაში და ნაკრებშიც დაიმკვიდრებს ადგილს. ნაკრების მწვრთნელი ყველაზე ახლოს არის სიტუაციასთან. მისი უპირველესი მოვალეობაა, თვალყური ადევნოს ამა თუ იმ ფეხბურთელის მდგომარეობას. სელექცია და კონკრეტული მატჩისთვის სწორი შემადგენლობის შერჩევა - ნაკრებში მთავარი ეს არის.

- საქართველოს ნაკრების დაცვაში მნიშვნელოვანი სისუსტეებია. დაცვის ცენტრი ხშირად მორღვეულია, ფლანგებიდან არ არის შემტევი აგრესია, გურამ კაშიას ფუნქციაც გაუგებარია, ზოგი მცველი უკვე ვეღარ თამაშობს ნაკრების დონეზე. სამაგიეროდ, დაწინაურდა გორის "დილას" მცველი მამუკა კობახიძე... თქვენი აზრით, არის თუ არა ის საინტერესო ფეხბურთელი ეროვნული ნაკრებისთვის?

- საერთოდ, გუნდურ თამაშს ვემხრობი. ნომინალური თავდამსხმელების სიუხვე არ ნიშნავს მაღალ შემტევ პოტენციალს. დაცვაში თამაშის დროსაც ყველაფერი გუნდურად უნდა ხდებოდეს.

ყაზახეთთან მატჩში ბევრი სახიფათო კონტრშეტევა მივიღეთ, მაგრამ ეს იერიშები მეტოქის ნახევრიდან იწყებოდა. ამიტომ პრობლემების მოგვარება, პირველ რიგში, გუნდურ თამაშშია საჭირო.

რაც შეეხება დაცვის კონტინგენტს, ალბათ, შეიძლება ცვლილებების შეტანა. ჩვენი პოტენციალი სრულად უნდა იყოს გამოყენებული. თუ რომელ ფეხბურთელებს შეარჩევენ ნაკრებისთვის, ზოგადად, ამაზე მწვრთნელი უნდა იყოს პასუხისმგებელი.

- "დინამო" და "დილა" ევროსარბიელზე აგრძელებენ გამოსვლას. წინა შეხვედრებში მათ თამაშს როგორ მიმოიხილავდით?

- "დილას" ფონზე "დინამო" უფერულად გამოიყურებოდა. შესაძლოა, "დილას" უფრო სუსტი მეტოქეები შეხვდა, ვიდრე "სტიაუა" იყო "დინამოსთვის", მაგრამ "დილას" და "დინამოს" თამაშის ხარისხი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა.

მომეწონა "დილას" სწორი და გააზრებული თამაში. "ჰაიდუკთან" სტუმრად გამართული შეხვედრის ბოლოს გუნდს დაღლა დაეტყო, თუმცა მისთვის სასურველი შედეგით დაასრულა თამაში და საპასუხო მატჩისთვის საქმე გაიადვილა. თბილისში კი სანახაობრივად უკეთ ითამაშა.

"დინამოს" პოზიტივზე იმას ვიტყოდი, რომ რუმინეთში, მეორე ტაიმის დასაწყისში, კარგად ითამაშა, ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ მერე სად გაქრა და რატომ გაქრა ეს მუხტი, ვერ გეტყვით. ჩავთვალოთ, რომ ეს "სტიაუას" დამსახურება იყო.

ჩემი აზრით, "სტიაუა" არ იყო დაუძლეველი ბარიერი "დინამოსთვის". ვფიქრობ, "დინამოს" უფრო ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, ვიდრე "სტიაუას". როცა ამას ვამბობ, მხოლოდ იმ ფეხბურთელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც მოედანზე იყვნენ. "სტიაუამ" გუნდური, ორგანიზებული თამაშით აჯობა საქართველოს ჩემპიონს, "დინამო" კი თავისი შემტევი ფეხბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობას ეყრდნობოდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ "დინამოსთვის" "ტოტენჰემის" დამარცხება ურთულესი საქმეა, "დილას" კი უკეთესი შანსი აქვს ევროპალიგის ჯგუფში შესასვლელად, რისი თქმის საფუძველსაც ამ გუნდის წინა თამაშები მაძლევს.

ორივე ქართულ გუნდს გულით ვუსურვებ წარმატებას, მათი კარგი შედეგი განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის.

- ნაკრების პრობლემა კი, ალბათ, უფრო საფუძვლიანად არის განსახილველი...

- საქართველოს ნაკრები არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე მდგომი გუნდი, მას ბევრი შემადგენელი ნაწილი აქვს. ნაკრები არ არის მხოლოდ მწვრთნელი და ფეხბურთელები. ამ გუნდს ჰყავს ხელმძღვანელობა, გულშემატკივარი, ნაკრების პარტნიორია მასმედია და როცა არსებობს კომუნიკაციის დეფიციტი, ალბათ, ესეც მოქმედებს გუნდის შედეგზე.

შესაძლოა, ეს ფაქტორი ყველაზე მნიშვნელოვანიც კი იყოს.

შარშან ჩვენმა 17-წლამდელებმა ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, წლეულს 19-წლამდელთა ნაკრებმა, ძალიან კარგი გუნდი ჩანს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც და ყველაფერი ეს ერთ სისტემაში უნდა იყოს მოქცეული.

რისთვის არსებობს ნაკრები, რა მიზნები აქვს - ეს ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს და ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეროვნულის წინსვლაში. როცა ამ პასუხისმგებლობას ყველა გადაინაწილებს და გაითავისებს, ეს გააადვილებს საერთო საქმეს.

ცუდი შედეგის მხოლოდ მწვრთნელზე გადაბრალება არ არის სწორი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

...მაშინ წადი! - ქომაგის მიმართვა თემურ ქეცბაიასა და ნაკრებისადმი [VIDEO]

თემურ ქეცბაია: ასეთ კარგ თამაშში წაგება საწყენი არაა

სანდრო კობახიძე: შეგვეძლო მოგება, მაგრამ ბურთი კარში არ შედიოდა

ყაზახეთი-საქართველო 1:0 - თავისუფალი ვარდნა გრძელდება! [VIDEO]

ფრაგმენტი ჩემი კარიერიდან: ერთი იდეოლოგია გვქონდა

გია გეგუჩაძე: რომ არა მწვრთნელობა, ჟურნალისტი გავხდებოდი

avoieeee
ფეხბურთში ყველა ერთმანეთს იცნობს,ახლობლობენ და ამიტომაც ერიდებიან სიმართლის თქმას. ფეხბურთი კი იღუპება. შორსმხედველი "ბოსები კი თითქმის არ არიან.ყველას უცბად უნდა ფული.ნაცნობ-ნათესავებს, ერთს ან ორს აიტანს გუნდი,მაგრამ მთლიანად არა.
messi
დაბალანსება გაუკეთეთ და თუ გინდათ ბალანსიროვკა ჩვენს ფეხბურთელებს მაინც არ გამოვა ამათგან არაფერი, ეჰ რა დონის ფეხბურთელები გვყავდა შენგელია, დარასელია ყიფიანი.. ყველა ფეხბურთელი 80იანი წლების დინამოდან და რა დონის გვყავს დღევანდელ დღეს, ფეხბურთი შემაძულეს ამათი თამაშის შემყურე
Onz
საუკეთესო ქართველი მწვრთნელი!
nick_amaglobeli
ეს კაცი თუ უშველის ქართულ ფეხბურთს. ყველაფერს სწორს ლაპარაკობს, იმედია მალე ვიხილავთ საქმეში. წარმატებები
PARFIUMER
რაც შეუძლიათ ის მაინც რომ ითამაშონ ჯანდაბას, იმენა ეზარებათ...
Gela
ჩემი აზრიტ კველას ცივადზე ჯობია. გუნდსი მცრტნელი უნდა იკოს მკაცრი დზმაკაცი, რომელსაც პეხბურტელებტან არ უნდა კონდეს დადზაბული სიტუაცია,ტორემ რაცარუნდა მაგარი მოტამასე იკოს მაინც ვერ იტამასებს
ruben
რუბენიჩ, აბა რა შენ იცი რაც იცი.
avaza
სასცრაფოდ უნდა ცავიდეს ქეცბაია აი ეს კაცი კი უნდა მოვიდეს.......... მაშინ ფინჯანი ყავაც შენ მიართვი თამაშზე.
kkk
დიდი არაფერი
ავთო
კარგი ადამიანია და ძლიერი მწვრთნელი...
imereli
სასცრაფოდ უნდა ცავიდეს ქეცბაია აი ეს კაცი კი უნდა მოვიდეს
ogafa
ეს ვითომ ქეცბაიაზე უკეთესია.არავითარ შემთხვევაში შედეგი უარესი იქნება.მიზეზიყველამ იცის
Georgi
როგორც ქეცბაია მეცოდებოდა როცა ნიშნავდნენ, ისე გეგუჩაძეც მეცოდება საქართველოს ნაკრების მწვრთნელობისთვის..
ალეკო
ჩემი აზრით საუკეთესო კანდიდატი ნაკრებისათვის
გიორგი
სამუშაოს დაწყება მოუნდა :დ :დ ისე მართალია
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ