ავსტრალიის ნაკრების ახალმა თავკაცმა ევან მაკკენზიმ გუნდის საბრძოლო რაზმი დაასახელა
ავსტრალიის ნაკრების ახალმა თავკაცმა ევან მაკკენზიმ გუნდის საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელიც ოთხი ერის გათამაშების პირველი ტურის მატჩში, სიდნეიში ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

"ვოლაბების" თავკაცმა გუნდი საგრძნობლად გადაახალისა და არც ექსპერიმენტებს შეუშინდა. ევან მაკკენზიმ მატჩის განაცხადში რვა ისეთი მოთამაშე შეიყვანა, რომლებსაც ბოლო მატჩში "ბრიტანელ ლომებთან" არ უთამაშიათ. ამათგან ხუთი სულაც დებიუტანტია.

მიუხედავად იმისა, რომ მაკკენზიმ ნაკრებში მგეზავი ქუადე კუპერი დააბრუნა, მას ძირითადში ადგილი მაინც არ ანდო. მგეზავის ფუნქციას "ოლ ბლექსთან" დაპირისპირებაში "ბრამბიზის" ათი ნომერი მეთ ტოომუა შეასრულებს, რომელიც ეროვნული ნაკრების კვართს პირველად მოირგებს.

მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ ასეთი ნაბიჯის გადადგმა სარისკო საქმეა, თუმცა მაკკენზი თავის გადაწყვეტილებაში შეუვალია.

ჯეიმზ ოკონორი, რომელიც "ბრიტანელ ლომებთან" სერიაში მგეზავად თამაშობდა, "ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა გარემარბად გაამწესა.

მას უკანა ხაზში პარტნიორობას იზრაელ ფოლაუ და ფულბეკი ჯესი მოგი გაუწევენ. მესამე ხაზში ვეტერანი ჯორჯ სმითი მაიკლ ჰუპერმა შეცვალა.

მაკკენზიმ სათადარიგოთა შორის გაამწესა დებიუტანტები სიო სკოტი, ნიკ ვაითი, სკოტ ფერდი და ტევიტა კურიდრანი.

"როდესაც გუნდის შემადგენლობას ვადგენდით, წამითაც არ მიგვიქცევია ყურადღება იმისთვის, ვის რამდენი კეპი აქვს ეროვნულ გუნდში მოხვეჭილი. ის, რომ ხუთი მორაგბე დებიუტანტია, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. მათ ოდესმე ხომ უნდა დაიწყონ ნაკრებში თამაში. ისინი მხოლოდ ერთი მატჩისთვის არ შეგვირჩევია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც პროვინციების ნაკრებში შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი, ისინი საერთაშორისო კარიერას იწყებენ.

რეალობა ასეთია, ზე რაგბი იქნება თუ ოთხი ერის გათამაშება, ამ ბიჭებს მეტოქე გუნდის მორაგბეებთან თამაშის გამოცდილება უკვე აქვთ. ამიტომ რაიმე კატასტროფულს არ ველოდები.

პირიქით, ისინი შესანიშნავ ფორმაში არიან და, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს იღონებენ, რათა ეროვნულ გუნდში დაიმკვიდრონ ადგილი" - თქვა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევან მაკკენზიმ.

შეგახსენებთ, რომ სიდნეიში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის მატჩში, "ბლედისლოუს თასიც" გათამაშდება, რომელიც ამ გუნდების დაპირისპირებაში გამარჯვებულისთვის ტრადიციული ჯილდოა.

ავსტრალია

15. ჯესი მოგი, 14. იზრაელ ფოლაუ, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. კრისტიან ლეალიიფანო, 11. ჯეიმზ ოკონორი, 10. მეთ ტოომუა, 9. ვილი გენია. 1. ჯეიმზ სლიპეი, 2. სტივენ მური, 3. ბენ ალექსანდერი, 4. რობ საიმონსი, 5. ჯეიმზ ჰორვილი, 6. ჰუგ მაკმენიმანი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. ბენ მოვენი.

16. საია ფაინგაა, 17. სიო სკოტი, 18. სეკოპე კეპუ, 19. სკოტ ფარდი, 20. ლიამ გილი, 21. ნიკ ვაითი, 22. ქუადე კუპერი, 23. ტევიტა კურიდრანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
"შავი ლომი" | ტოპ 14-ისა და ჩელენჯ თასის ორგზის ჩემპიონი თბილისში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატზე - გერმანიამ ავსტრალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
არგენტინამ ავსტრალიას სძლია და მეოთხედფინალში ნიდერლანდებთან ომი ელის [VIDEO]
ოთხი ერი. II ტური: ბლედისლოუ, დიდი ომის შემდეგ
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
ოთხი ერი. III ტურის წინ: პერთსა და ნიუ პლიმუთში
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა
მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა - რას წარმოადგენს ავსტრალიის ნაკრები?
ოთხი ერი. IV ტური: ესეც სიურრეალიზმია?
ოთხი ერი. III ტური: დიდი სენსაცია ახლოს იყო...
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ
არგენტინას ავსტრალიასთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება