ამასთან დაკავშირებით გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე სტატუსი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
17 აგვისტოს გორში "დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი გაიმართა.

შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩში ბევრი საკამათო ეპიზოდი იყო, ძირითადად კი, აქცენტი დვალის გატანილ გოლზე და გოლერებისთვის არდანიშნულ პენალტზეა გაკეთებული.

ამასთან დაკავშირებით გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე შემდეგი სტატუსი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს თორნიკე გვანცელაძემ ჩვენს კარში აშკარა თამაშგარედან გოლი გაატარა, აშკარა პენალტი არ დადო და ამის მერე კიდევ ითავხედა და ჩემი ბარათი წაიღო, უნდა დამაჯარიმოს და დისკვალიფიკაცია მომცეს. არც ჯარიმა და არც დისკვალიფიკაცია იმდენად არ მაწუხებს, რამდენადაც ჩვენი ფეხბურთის ბედი. ნეტა როდისმე გვეშველება რამე? ერთი ვიგინდარას სასტვენმა რატომ უნდა ჩაყაროს წყალში ამდენი ხალხის შრომა, ამდენი ხალხის იმედი და რწმენა? და დავიჯერო, ეს მარტო შეცდომა იყო და მეტი არაფერი? ნეტა ეგრე იყოს. თუ შეცდომა იყო, ღმერთმა შეუნდოს, მაგრამ რაღა ორივე ეპიზოდში ჩვენს საწინააღმდეგოდ შეეშალა მაგ ჩემი ცოდვით სავსეს. დღეს ვაღიარებ და მეც შემეშალა, მოვიკითხე პატივცემული თორნიკეს შინაურობა და მზად ვარ, რაც მეკუთვნის, მივიღო, ჯარიმა იქნება ეს თუ დისკვალიფიკაცია, მაგრამ პატივცემული თორნიკე გააგრძელებს სამართლიანად მკაცრი სიფათით ქართული გუნდების რბევას. წინ თორნიკე. ახლა მეორე. რამდენიმე დღის წინ დამირეკა ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის მწვრთნელმა (არადა, ის ესპანელია და ჩვენ ქართველები) და მენეჯერმა თაზო ბოკერიამ და მითხრეს, რომ 24-ში ჩამოდიხართ და არ ვიქნებით მართლები, 25-ში რომ გეთამაშოთო. გორის "დილას" წარმატება ჩვენი წარმატებაა და მაგრად გგულშემატკივრობთო, თანაც 29-ში განმეორებითი თამაში გაქვთ და საქართველოს პრესტიჟს ყველა უნდა მოვუფრთხილდეთო (მაგათმა გაიხარონ). ან კი რა ვაჟკაცობაა ნათამაშებ-ნამგზავრებ, დახოცილ გუნდთან ქულების მოგროვება - ეს, რა თქმა უნდა, ღირსეული ხალხისთვის და ქუთაისელებსაც, როგორც ყოველთვის, ღირსება და კაცობა არ ეშლებათ. პასუხად კი, ქართული კლუბების ბოსებისგან (და არა ფედერაციისგან, ალალად მათაც უნდოდათ ჩვენი დახმარება) მივიღეთ სასტიკი უარი, არანაირი თამაშის გადადება, მთავარია, სამი ქულა გამოგვძიძგნონ, მერე რა, რომ ქართული გუნდია, მერე რა, რომ ქართული ფეხბურთის პრესტიჟია, მერე რა, რომ სამ დღეში ისევ თამაშია, მთავარია, თუნდაც დავარდნილი დავკორტნოთ, გამოვძიძგნოთ, მოვასწროთ მანამ წამოდგომა და სამი ქულა მივისაკუთროთ, მივისაკუთროთ ყველაფრის ფასად... და ასე გვინდა ევროპა? ვაი, ჩვენს პატრონს".

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

დილა-დინამო (თბ) 1:1 - ეჭვებით დაღდასმული [VIDEO]

BarnaBa
გეგუჩაძე დევდარიანი !!! აი ეს ხალხი უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელები არააქვს მნიშვნელობა მთავარი რომელი იქნება.
rezinio
ნიჭიერ კაცს საქართველოში არ გაახარებენ–დევდარიანს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.
დათა
ბრავო დილა, ფუი დინამო...მთელი ორი დღეა იმ მსაჯის და ვინც მოისყიდა იმის ახლობლების მოკითხვაში ვარ და მეშინია არავინ გამომრჩეს
მერაბი
სიჭინავა გაახილე თვალები და დასაჯეთ მსაჯი თუ არა ჩვენ დაგსჯით თქვენი ბ****ო. ან ფიფიას რათ უნდა ესეთი ქულები, დინამო არ შაძულოთ ხალხს.
მარი
მიდი დევდარიანი შენთან ვართ მთელი საქრთველო დინამომ ბერვრი დაკარგა ამ ერთი ქულით ერჩივნა წაეგო, დღეს დინამო ჩაწყობასთან ასოცირდება და ბინძურ ფეხბურთთან, დილას კი მთელი საქართველო შესცქერის როგორც ქვეყნის იმედს
Navareli
შე ტუტუცო კაცო, რომ იძახი მაურინიოც გაუძევებიათო, ჯერ წაიკითხე რას წერს ეს ადამიანი: მორჩილებით მივიღებ ნებისმიერ სანქციასო.მაურინიო ყველა გაძევებას აპროტესტებდა. ცქიფო უმსგავსო მსაჯობის დამანგრეველ ეფექტზე ლაპარაკობს,როდესაც ერთი არაკომპეტეტური ან კორუმპირებული მამაძაღლის გულისთვის უამრავი ადამიანის შრომა, თავგანწირვა და შემართება იყრება წყალში.
dalesi
და ასე უნდატ ქართული ფეხბურთის აღორძინება. პენალტიც იყო და გორელებმაც მეორე რომ გაიტანეს არ იყო თამასგარე.
ჯაბა
დაგაჯარიმონ კი არა, ილოცონ მაგ ***, რომ რაც იკადრეს, ის შერჩეთ!.. თქვენ, ან კლუბის მენეჯერმა, თუ შეგიძლიათ დაგვაკვალიანეთ როგორ გავილაშქროთ ამ ბინძური *** წინააგმდეგ და მარტო მთელი გორი კი არა ბ-ნო გიორგი, მთელი ქართველი გულშემატკივარი გამოვა და რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ ქართული ფეხბურთის ერთხელ და სამუდამოდ გადასარჩენად!!!
gia mikabadze
ამ ქართულ ფეხბურთში მაგარი *** განაგებენ რაღაც-რაღაც საკვანძო საკითხებს...ეს ჩემის თვრამეტიანი მსაჯი, იავნად რომ უდგებოდა დინამოს მაგას ,,გიჟი სერგიაც,, მიხვდებოდა....
Zurabiusi
თბილისის ,,დინამო'' სამწუხაროდ დღეს გახდა ყოველგვარი უგვანობისა და საზიზღრობის სიმბოლო. საშინელებაა როცა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ასეთ დამამცირებელ სპექტაკლებს დგამს!!!
gio
შეიძლება ვცდები,მარა რა თამაშსაც ეგ გუნდი ამ სეზონში აჩვენებს,საქართველოს ჩემპიონატში არცერთ გუნდს არ უჩვენებია არასოდეს,თუ არ ჩავთვლით ქინქლაძის და არველაძეების დროინდელ დინამოს......ასეთი გუნდებით და სისხლიანი თამაშით ხალხს ფეხბურთის და სტადიონებისაკენ გულს მოუბრუნებს!.
giorgi
დევდარიანი კი არა მოურინიო გაუძევებიათ და ხმა არ ამოუღია.
David
გენაცვალე გიორგი შენ დიდი ადამიანი ხარ,გული არ გაიტეხო.მაინც გამარჯვებულები ხართ დილა
ჯაბა
რა ხდება, რატომ არ იდება ჩემი კომენტარი? აქაც ბუბა აკონტროლებს?
avaza
დინამოელთა გოლზე კიდევ შეიძლება კამათი (კომპიუტერული გრაფიკა აუცილებელია)და გვერდითმა მსაჯმა უნდა გასცეს პასუხი რა და როგორ იყო. პენალის არ დანიშვნა კი დანაშაული იყო მთავარი მსაჯის. არ შეიწყალოთ გვანცელაძე!
vvv
ბაზარი არაა ბევრ რამეში მარტალია მაგრამ ზესტაფონს თასისის ფინალში გორის დილასთან ისეთები ჩაუტარეს მაშინ დილა რო ევროპაზე გაეთრია ვანიჩკას რომ ერთი ათი წელი მაგას ვერ გადაიხდიან.....DDD და დაჩაგვრაზე ნურავინ ნუ ილაპარაკებს თუ ვინმე დაიჩაგრა ზესტაა... მითუმეტეს ზესტაფონელი არ ვარ მაგრამ რეალურად ასეა და ბიუჯეტის გუნდები ბევრს ნუ იბაზრებენ მე კოკაიას ვეთანხმები 100 პროცენტით გადასახადებს ვიხდი და მაგ ფულით ჩემი კონკურენტები ძლიერდებიანო ეგრე არ ხდება არსად საქართველოს გარდა. მაშინ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება რატო გორი და არა თუნდაც საჩხერე ან ზესტა არ ვიცი ვერ გევიგეეეეე!!!!!
Temo
დევდო მაგარი კაცი ხარ შენ გენაცვალეთ,გული არ გაიტეხო რუსებმა ვერაფერი დააკლო გორს და ნაბოზარი სიჯინავა ფიფიას კლანი რას გვიზავს,უკვე გამარჯვებულები ვარტ ზმაო,წარმატებები დატანჯულ ქალაქს..
Temo
დევდო გენაცვალე სულში.გაუმარჯოს დილას
Temo
დევდო მაგარი კაცი ხარ შენ გენაცვალეთ,გული არ გაიტეხო რუსებმა ვერაფერი დააკლო გორს და ნაბოზარი სიჯინავა ფიფიას კლანი რას გვიზავს,უკვე გამარჯვებულები ვარტ ზმაო,წარმატებები დატანჯულ ქალაქს..
Levan
გაუმარჯოს გორის დილას დინამოს სახელი წერჰა მარტო
Badri
აბსოლიტურად მართალი ბრძანდები ბ-ნო გიორგი,ვიგინდარებმა არ უნდა გააფუჭონ ქართული ფეხბურთი,დროა ყველამ ხმა ამოიგოს.
vasil askilashvili
თუ კაი საქმის კეთებაში არ შევუშალეთ ხელი ერთმანეთს აბა რისი ქართველები ვართ!!!(ისე სტიაუამ 2 თამაში გამოტოვა) დინამომ მსაჯებიან-მათხოვარბოს(ზ)ებიანად ალბათ ყველა უკვე იყიდა!!!!!????? გვეშველება რამეეეეეეეეეეეეეეეეეეე?????????
Levan
და კიდევ ამ პორტალის ადმინის გასაგონად 5 წუთი ველოდებოდი ჩემი კომენტარის ატვირთვას.ფულს ნეტავ რაში გიხდიან
giorgi
ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, განსაკუთრებით ჟურნალისტებმა. ნაძირლების ხელშია ქართული ფეხბურთი
Levan
ყველაფრის თავი და თავი ფედერაციაა,რადგანა ერთხელაც კი არანაირი სერიოზული სანქცია არ დაუკისრებია მსაჯისთვის,არა და ასეთი შეცდომების გამო ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ 1 თვე მაინც დააქვეითებდნენ ქვედა ლიგაში სამსაჯოდ და თან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე(ჯარიმაზე რომ არაფერი ვთქვათ).ხოლო ახლა რაც ქართველ ვითომ და სპორტულ "ჟურნალისტებს" ეხებათ,გეყოთ ამდენი სირაქლემას პოზაში ყოფნა,არაფერს არ ამბობთ,არაფერს არ წერთ,არ ცდილობთ უბრალოდ ფინტიკოზას პოზაში უდგებით მათ ვინც ყველაზე მეტს გიხდით და კიდევ გეყოთ ამდენი შეკვეთილი სტატიებისა და სიუჯეტების მომზადება,თუ გნებავთ დამზადება
giorgi
მე ვუყურე თამაშს და ვეთანხმები მწვრთნელს, მსაჯმა მართლაც სუბიექტურად იმსაჯა. ალბათ გაასაჩივრებენ შესაბამის ორგანოებში. ემოციების შეკავებითაც უნდა მივბაძოთ ევროპას და სამართლიანობითაც. ეს ეხება მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც.
vivo
მე ის მიკვირს, ჟურნალისტები რატომ არაფერს წერთ ამ უსამრთლობებზე? რატომ არის რომ საქართველოს ყველა სპორტული ჟურნალისტი დინამოს და ფეხბურთის ფედერაციას უძვრება? და ასე გინდათ სიმართლე მიიტანოთ ხალხთან? მრცხვენია რომ თქვენ ჟურნალისტები გქვიათ
lasha
ჟურნალისტები რატომ არიან ჩუმად , რატომ არაფერს არ წერთ ამ ზღვარგადასულ უსამართლო მსაჯობაზე დინამოს სასარგებლოდ, სხვა დროს ენას არ აჩერებთ და აქ სათქმელია და რატომ არიან ცუმად ჟურნალისტები, რატომ არ ქმნით ამისგან სკანდალს, ეს სკანდალი ხელს შეუწყობს სამარტლიან მსაჯობას. მე დინამოს გულშემატკივარი ვარ, მარა ესეთი უსამართლო ქულები მიუღებელია
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა