"ზესტაფონის" სერბი მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის
სერბმა სპეციალისტმა რატკო დოსტანიჩმა "ზესტაფონი" ამ სეზონის წინ ჩაიბარა. იმერულ კლუბს პრობლემები ჰქონდა და სეზონისწინა სამზადისი სხვა გუნდებზე გვიან დაიწყო.

ეროვნული ჩემპიონატის პირველ ორ შეხვედრაში "ზესტაფონმა" ქულაც კი ვერ აიღო, თუმცა ისეთი ფეხბურთი აჩვენა, რომ გულშემატკივარს იმედი გაუღვივა.

53 წლის დოსტანიჩი როგორ აუღებს ალღოს "ზესტაფონის" გაწვრთნას და ქართულ ჩემპიონატს, მოგვიანებით გამოჩნდება, მანამდე კი ის "ლელოს" კითხვებს პასუხობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სატელეფონო ინტერვიუსთვის დიდად დაგვეხმარა "ზესტაფონის" პრესსამსახურის უფროსი სერგო ფუტკარაძე...

- როგორია პირველი შთაბეჭდილებები საქართველოს ჩემპიონატზე, აქაურ გარემოზე?

- შედეგი ჯერჯერობით უარყოფითი გვაქვს, ჩემპიონატში ორივე მატჩი წავაგეთ, თუმცა, ჩემი აზრით, საინტერესო და სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ამ ორ შეხვედრაში ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ იმის იმედი გვაქვს, რომ გუნდის შექმნის მიმართულებით სწორად და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ.

- "ზესტაფონი" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასიც მოიგო, სულ მოწინავეთა შორის იყო... მიმდინარე სეზონში გუნდს რა მიზანი აქვს დასახული?

- მიზანი სამეულში მოხვედრაა. ამას გარდა, ჩვენი ამოცანა ისიცაა, რომ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, ისეთი, "ზესტაფონის" გულშემატკივარი კმაყოფილი რომ დარჩეს. შედეგის გარდა, ესეც მთავარია.

- ქართულ გუნდებზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?

- ევროტურნირზე "დილასა" და "დინამოს" თამაშს ვუყურე. მინდა გითხრათ, რომ ორივე გუნდს კარგი დონე უკავია. "დილამ" სერიოზული ფეხბურთი აჩვენა "ჰაიდუკთან", რომელიც ნამდვილად არ არის ცუდი გუნდი. "დინამოსაც" და "დილასაც" წარმატებას ვუსურვებ ევროსარბიელზე.

რაც შეეხება "ზესტაფონისა" და "ტორპედოს" საკვირაო შეხვედრას, მიმაჩნია, რომ ეს ევროპული დონის შესაფერისი თამაში იყო. ვიცოდი, რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები ტექნიკაში კარგად არიან გაწაფულები და რომ ბევრი ქართველი თამაშობს უცხოეთში. საქართველოს ჩემპიონატზე საერთო შთაბეჭდილების მისაღებად სხვა გუნდების თამაშიც უნდა ვნახო.

- როგორ ატყობთ, ამ ეტაპზე ყველაზე უფრო რომელ რგოლში სჭირდება "ზესტაფონს" გაძლიერება?

- არ მსურს კონკრეტული რგოლის გამოყოფა; ისე კი, არ არსებობს პოზიცია, რომლის გაძლიერებაც გუნდს აწყენდა. ცხადია, სელექცია უწყვეტი პროცესია და ჩვენც გეგმაზომიერად ვაპირებთ მის წარმართვას.

- კარგი ფეხბურთელების აყვანა ფინანსებთან არის დაკავშირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფინანსურად მაინცდამაინც არც სერბულ კლუბებს ულხინთ. ამ მხრივ როგორ შეადარებდით ქართულ და სერბულ გუნდებს?

- მართალი ხართ, პრობლემები იქაც აქვთ, თუმცა ქართული და სერბული კლუბების შედარება მაინც რთული იქნება.

- როცა "ზესტაფონში" მუშაობა გადაწყვიტეთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ეს ნაბიჯი გადაგადგმევინათ?

- როცა "ზესტაფონის" პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს ვესაუბრე, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ საკითხს ერთნაირად ვუყურებთ - ჩვენ შემოქმედებითი ფეხბურთის მომხრენი ვართ. მსურს, მაქსიმალურად შევუწყო ხელი ფეხბურთელების წინსვლას, გუნდის და ფეხბურთელების ზრდის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესო ამოცანაა და მიმაჩნია, რომ ეს სწორი მიმართულებაა. ძალიან სერიოზულად ვეკიდებით "ზესტაფონის" დუბლების განვითარებას.

ძნელი სამუშაო გველის. ძალიან გვინდა, რომ დუბლშემადგენლობიდან მნიშვნელოვანი შევსება მივიღოთ.

- რომელია თქვენი საყვარელი ტაქტიკური განლაგება და ამ ეტაპზე "ზესტაფონში" რომელ სქემაზე აპირებთ დაყრდნობას?

- ყველა მწვრთნელი ტაქტიკას ფეხბურთელების კონტინგენტის მიხედვით აყალიბებს. მე 4-4-2 სქემის მოყვარული ვარ და "ზესტაფონშიც" ამ მომენტისთვის ოპტიმალურად სწორედ ეს განლაგება მიმაჩნია. როგორც კი ამ მონახაზს კარგად ავამუშავებთ, მერე უკვე შესაძლებელი გახდება 4-3-3 და 4-2-3-1 სისტემების გამოყენებაც.

- ხედავთ დღევანდელ "ზესტაფონში" ისეთ ბირთვს, რომელიც უნდა იყოს დასაყრდენი გუნდის მშენებლობისთვის?

- ორი გამოცდილი ფეხბურთელი დავიმატეთ - გიორგი ადამია და ილია კანდელაკი, გვყავს კიდევ როინ კვასხვაძე. ისინი, როგორც მოთამაშეები და პიროვნებები, ძალიან კარგ მაგალითს წარმოადგენენ.

- ერთი არასაფეხბურთო კითხვაც - საქართველოს დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან, სერბეთი კი რუსეთის მოკავშირედ ითვლება და ბევრს მიაჩნია, რომ სერბეთში ცუდი თვალით უყურებენ საქართველოს. ეს მართლაც ასეა?

- არ არის ასე. როცა "ზესტაფონთან" კონტრაქტს ვაწერდი ხელს, ვიცოდი, რომ მართლმადიდებელ ქვეყანაში მომიწევდა მუშაობა და ჩემთვის მთავარი ეს არის.

ისე კი, ვისაც სერბეთში ვიცნობ, არავისგან მსმენია, საქართველოზე აუგი ეთქვას. "ზესტაფონი"-"ტორპედოს" მატჩზე ვნახე, რომ ჩვენს ფანებს სერბეთის დროშაც ჰქონდათ გამოფენილი და ვფიქრობ, ესეც საყურადღებოა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზესტაფონი-ტორპედო 2:3 - ფეხბურთელები იცვლებიან, დერბი უცვლელია [VIDEO]

დინამო თბ-ზესტაფონი 2:1 - იღბალი და გამძლეობა [VIDEO]

Giorgi
სერბები იგივე "რუსები" არიან გეგონოთ, როგორც ცა და მიწა იმხელა სხვაობაა მათ და რუსებს შორის. საქმე იმაშია რომ სერბები ბალკანელები არიან, სუფთა სლავები. რაც მთავარია, სამხრეთელები და ჯანმრთელები )) სულიერად ჯანმრთელი და ღირსეული ხალხია, მართლა კეთილი და მშრომელი. სულ ცოტა სკვითური ("რუსული") სისხლი ურევიათ, დაახლოებით იმდენივე რამდენიც ჩვენ. როგორც ჩვენ კავკასიელები ვართ, ისე არიან ისინი ბალკანელები. სერბეთი ნამდვილად ბალკანეთის "საქართველოა". არ გახსოვთ, ის რა მაგარი დრაჟენა გამოგვიგზავნეს :))) 2მეტრიანი ძიუდოისტი, სულ ცრემლები აღვარღვარა! 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადა სერბებმა "გაგვიჩითეს" ;).. არ დავივიწყოთ. და კიდევ იგორ კოკოშკოვმა ამოგვათრია კალათბურთში "ბ" დივიზიონიდან ევრობასკეტის 12 საუკეთესო გუნდს შორის.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓛᓐ "ᓑᓔᓠᓫᓔᓜ-ᓠᓝᓛᓐᓔᓚᓔᓑᓛᓐ" ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ 8 ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ
"პასუხისმგებლობა არა მხოლოდ კობიაშვილმა, აღმასკომმაც უნდა იტვირთოს!"
"ზესტაფონი" VS სფფ - მზად ვართ, პრო ლიგა 2-ში ვითამაშოთ!
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონი": ჩვენი კლუბი დღესაც ელის ფეხბურთის ფედერაციის ვერდიქტს
როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა
ზესტაფონი VS სპარტაკი - სხვადასხვა მიზანი
როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
კონსესუსი ზესტაფონურად - "მარგვეთი 2006" "ზესტაფონის" ბაზაზე ითამაშებს
ბოლნისის "სიონი" თურქეთში გამართულ საკონტროლო მატჩში ბატე-სთან დამარცხდა
"ზესტაფონი": გია გეგუჩაძის მომავალი, თურქული შეკრება და ორი ტრანსფერი
დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია
მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?
ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ-ᓡᓘᓝᓜᓘ 1:2 - ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓔᓚᓔᓑᓡ 7 ᓬᓣᓗᓘ ᓓᓐᓐᓙᓚᓓᓐᓗ [VIDEO]
აქტუალური თემა: სამწვრთნელო კარუსელი
[დღის თემა] ფრანკო ფოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია?
როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული
ჩიხი: ინვესტორი მზადაა, "ზესტაფონში" 8-ციფრიანი თანხით მოვიდეს, მაგრამ...
ლადო ბურდული: თამაშის ხარისხიც გამოვასწორეთ
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
ლადო ბურდული: გამოცდილი ფეხბურთელები ნელ-ნელა ფორმაში შედიან
ახალი ესპანელი "დინამოში" - მანუელმა "ოსასუნასთან" კონტრაქტი გაწყვიტა
ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები
ᓡᓘᕝᓜᕘ-ᓒᓣᓠᕘᓐ 2:0 - ᓕᕘᓜ ᕨᓔᓐᕩᓔᓠᓔᓑᕡ ᕑᓝᓚᓜᕘᕡᓔᕚᓔᓑᕡ?
[დღის თემა] სკ "ზესტაფონის" მიმართვა სფფ-ს: აღადგინეთ სამართალი!
ილია კანდელაკი მწვრთნელობას იწყებს?
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა
გია გეგუჩაძე: გუნდი კონცენტრირებულია და მომყვება