"ლელოს" მთავარმა მწვრთნელმა ახალი ჩემპიონატის სამზადისისა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა
საქართველოს ჩემპიონი "ლელო" მომავალი ჩემპიონატისთვის მზადებას, ჩვეულებისამებრ, აგვისტოს დასაწყისში შეუდგა.

პრობლემები, ისევე, როგორც ყველა ქართულ სარაგბო გუნდში, ამ კლუბშიც ბევრი დაგროვდა. თუმცა, გამართული მენეჯმენტის წყალობით, გუნდის ხელმძღვანელები ყველა სირთულის დაძლევას ახერხებენ.

"ლელო" ბოლო ათეული წელიწადია, ქართული რაგბის ერთ-ერთ წამყვან გუნდად იქცა. მისი მიზანი მუდამ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლაა, რის საშუალებასაც სხვებთან შედარებით უკეთ გამართული ინფრასტრუქტურა აძლევს. ლელოელები უხვად არიან ეროვნულ თუ სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში.

ახალი ჩემპიონატის სამზადისისა და მომავალი გეგმების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს ვესაუბრეთ.

- გასული სეზონის წარმატებით დასრულების შემდეგ გუნდს დასვენების საშუალება მივეცით. ამასთან ერთად, ბევრი ვიმუშავეთ მიღწეულის ანალიზსა და სამომავლოდ კლუბის ბიუჯეტის დაგეგმვაზე. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობდა, ბევრი რამ გვქონდა გასარკვევი. ჩვენ წინაშე წამოჭრილი პრობლემების ნაწილი აგვისტოს დასაწყისში მოგვარდა.

- ტრადიციულად, სეზონის დასრულების შემდეგ მოთამაშეები კლუბებს იცვლიან. ვინ დატოვა "ლელო" და რამდენად სერიოზულია გუნდის დანაკლისი?

- გუნდი საკმაოდ ბევრმა მოთამაშემ დატოვა, თუმცა შევსებაც არანაკლებ სერიოზული გვაქვს. "არმიაში" დაბრუნდა მესამეხაზელი ლევან დარასელია. საფრანგეთში, ფედერალ 1 დივიზიონის ერთ-ერთ კლუბში გადაბარგდა ნოდარ ჭეიშვილი.

"ყოჩებში" გადავიდნენ გარემარბი ირაკლი გეგენავა, შერკინების ბურჯი ბაჩანა გოგიშვილი და შერკინების კვაჭი დავით ხიდეშელი. ცხრა ნომერმა გიორგი ჭინჭარაულმა "ჯიქებს" მიაშურა.

მისმა ძმამ გოდერძიმ კი, რომელიც მგეზავია, "ლოკომოტივში" თამაში არჩია. თამაშს თავი დაანება და მომავალი სეზონიდან "ლელოში" ფიზმომზადების მწვრთნელად იმუშავებს ნონო ანდღულაძე. ეს ძალიან კარგი სიახლეა. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება.

- დანაკლისი მართლაც მნიშვნელოვანი გაქვთ. შევსება თუ არის ამის საპირწონე?

- ბევრი ახალი მოთამაშე დავიმატეთ, ბევრიც ჩვენივე აღზრდილი დავიბრუნეთ. მომავალ სეზონში "ლელოში" ითამაშებს შერკინების ბურჯი შოთა მელიქიძე, რომელიც აქამდე საფრანგეთში, ფედერალ 1 დივიზიონის "მაკონიში" ასპარეზობდა. ქუთაისის "აიადან" გადმობარგდა შერკინების კვაჭი დავით ლომთაძე.

"თიბისიდან" დავიბრუნეთ შუამარბი გიგა კორკელია, ხოლო "ბათუმიდან" - ასევე შუამარბი უჩა მჭედლიშვილი.

დავიმატეთ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე, ცხრა ნომრები სანდრო მინდიაშვილი (ხულიგანა) და ვასილ სანაძე (ივერია), შუამარბი ჯონი ხეცურიანი (ტორნადო). უცხოეთიდან დაგვიბრუნდნენ ფულბეკი გოდერძი ჯოგლიძე და შუამარბი ვლადიმერ ქიზიყურაშვილი.

ამასთან ერთად, 3-4 მორაგბე დავაწინაურეთ სათადარიგოთა გუნდიდან, რომლებსაც მომავალ სეზონში აუცილებლად მიეცემათ თავის გამოჩენისა და ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრების საშუალება.

- განვლილი სეზონი საკმაოდ დატვირთული იყო. ხომ არ არიან დაშავებული მოთამაშეები?

- ჯერჯერობით არ ვარჯიშობს მგეზავი ლაშა ხმალაძე. მას საზარდული აწუხებს და დაახლოებით ერთ კვირაში გვეცოდინება, დასჭირდება თუ არა ოპერაცია. სხვა დანარჩენი ყველა ჯანმრთელადაა და სეზონისთვის ემზადება.

- გუნდში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განხორციელებულა. ბევრი წავიდა, მათ ნაცვლად სხვები მოვიდნენ. ეს გუნდის თამაშში სირთულეს არ შექმნის?

- სირთულეს ვერ ვხედავ. ის მოთამაშეები, რომლებიც შემოგვიერთდნენ, საკმაოდ ენერგიული, მონდომებული ბიჭები არიან. უბრალოდ, ცოტა დრო დაგვჭირდება, რათა გუნდთან სრულად შერწყმა მოახერხონ. ჩვენი მიზანი ისევ ჩემპიონობაა და, ვეცდებით, შარშან მიღწეული წარმატება ისევ გავიმეოროთ.

- ყველასთვის ცნობილია, რომ ქართული რაგბის კლუბების მდგომარეობა სახარბიელო არ არის. რა მდგომარეობაა ამ მხრივ თქვენს კლუბში?

- ახლახან სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაგბის კლუბებს ფინანსურად დაეხმაროს, ძალიან ბევრი პრობლემა მოგვიგვარა. თუმცა წლის განმავლობაში საჭირო ბიუჯეტის შესავსებად ეს თანხა საკმარისი არ არის. ჩვენი სპონსორი, ისევე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც "კაპაროლი" იქნება.

ამასთან ერთად, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან, რომლებთანაც საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

- "ლელო" ამჟამად თბილისში ემზადება. საწვრთნელი შეკრების გამართვას არ გეგმავთ?

- 25 აგვისტოს ათი დღით პანტიანში გავემგზავრებით. იქ ჩოგბურთელების შესანიშნავი ბაზაა. ვარჯიშებს კი კიკეთის სარაგბო სკოლის მოედანზე გავმართავთ.

- უკვე თქვით, რომ მიზანი ისევ ჩემპიონობაა. როგორ ფიქრობთ, ვინ იქნებიან თქვენი უმთავრესი კონკურენტები პირველობისთვის ბრძოლაში?

- სათანადოდ მომზადების შემთხვევაში, წლეულს ყველა გუნდს ექნება შანსი, მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ კონკურენციას ისევ "არმია", ფინანსურად მოღონიერებული "ლოკომოტივი" და ქუთაისის "აია" გაგვიწევენ.

ეს სამეული, ვფიქრობ, ჩვენთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სიურპრიზი ნებისმიერი გუნდისგანაა მოსალოდნელი. გამოკვეთილი აუტსაიდერებიც არ იქნებიან და, შესაბამისად, ყველა მატჩში უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.

- დიღომში საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" "ლელოსთვის" სტადიონს აშენებს. როდის შეძლებს გუნდი თამაშს საკუთარ მოედანზე?

- დაგვპირდნენ, რომ ობიექტს წლის ბოლოს ჩაგვაბარებენ. თუ სამუშაოები დროულად დასრულდა, საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრის შეხვედრებს ჩვენს სტადიონზე გავმართავთ.

ამჟამად ტრიბუნების გადახურვისა და შენობის შიდა სამუშაოები მომდინარეობს. დამთავრებულია მოედნის დრენაჟის მოწყობა, თუმცა ჯერ მინდორი არ დაუგიათ.

- "ლელო" ასაკობრივი გუნდების გათამაშებაში მუდმივად ასპარეზობდა და წამყვანი პოზიცია ეკავა. რა მდგომარეობაა ამჟამად კლუბში მოზარდ თაობასთან მუშაობის კუთხით?

- ტრადიციულად ვიასპარეზებთ ჭაბუკთა A და B ლიგებში. სერიოზულად მივუდგებით წლეულს სათადარიგო გუნდების გათამაშებას.

გასულ ორ სეზონში აქ მხოლოდ ოთხი გუნდი ასპარეზობდა და ისინი ძალზედ უმოტივაციონი იყვნენ.

რაგბის კავშირმა უმაღლესი ლიგის კლუბებისთვის სათადარიგო გუნდების ყოლა სავალდებულოდ გახადა. ამიერიდან იქ ათი გუნდი ითამაშებს, რაც ინტერესს ტურნირის მიმართ უფრო გაზრდის.

ამასთან ერთად, იმ კლუბებისთვის, რომლებსაც სწორად აქვთ გამართული საწვრთნელი პროცესი და მუდმივად ეზრდება ახალი თაობა, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ხსნაა.

ეს საშუალებას გვაძლევს, ჩვენი აღზრდილო მოთამაშეები ისევ ჩვენ თვალწინ, ჩვენი ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ და ასპარეზობდნენ.

სხვა შემთხვევაში, ისინი იძულებულნი იყვნენ სხვა, ნაკლებად გამართულ გუნდებში გადასულიყვნენ და ხშირად, როგორც მორაგბეები, იკარგებოდნენ. ახლა ეს მდგომარეობა გამოსწორდება, რაც, ვფიქრობ, ქართულ რაგბის დიდად წაადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

crocobet დიდი 10 | ყაზბეგი 17:36 ბათუმი
დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი
Crocobet დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩა 4 დღე!
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
დიდი 10. VIII ტურის წინ: "ბორჯღალოსნები" დაბრუნდნენ
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
ჭაბუკთა B ლიგა: "ხომლი" ჩემპიონია
დიდი 10 | "აია" საქართველოს ჩემპიონია!
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
დიდი 10: "ლოკომოტივი" - "არმია" 40:22
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]