ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ექსკლუზივი] ზვიად სიჭინავა: დგება დრო, როცა უნდა წახვიდე

[ექსკლუზივი] ზვიად სიჭინავა: დგება დრო, როცა უნდა წახვიდე

უეფას პრეზიდენტსა და აღმასკომის წევრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უმასპინძლებს
რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვერ იქნება, თუმცა დიდი წილი პასუხისმგებლობისა ამ ორგანიზაციას ეკისრება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა ჩვენთან ძალიან პრესტიჟულ თანამდებობად ითვლება, იმდენად პრესტიჟულად, რომ ბოლო წლებში ყველაფერი ხელისუფლების ხელდასმით ხდებოდა.

ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა რომ უნარიანი და მუყაითი კადრია, ადრეც მითქვამს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისმა ოპონენტებმა ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე არჩევნების თემა წამოწიეს, თუმცა რიგგარეშე არჩევნები არ გამართულა, საფეხბურთო მილეთმა ამ აზრს მხარი არ დაუჭირა და სიჭინავაც აგრძელებს პრეზიდენტობას...

ფედერაციის პრეზიდენტს ოფისში ვესტუმრეთ და არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვესაუბრეთ.

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა პასუხობს...

- ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა რამდენიმე ფაქტორით უნდა შეფასდეს, თუმცა ჩვენთან ფედერაციის საქმიანობას უფრო ეროვნული ნაკრების შედეგებით განსაზღვრავენ. რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით?

- არ უარვყოფ იმას, რომ ფედერაციის მუშაობა ეროვნული ნაკრების შედეგითაც უნდა ფასდებოდეს, ოღონდ ეს ეხება იმ ფედერაციებს, რომლებიც ფუნქციონირებენ დალაგებულ სიტუაციაში, სადაც არის ფეხბურთელების საკმარისი რაოდენობა, სადაც არის ძლიერი და სტაბილური კლუბები, სადაც არის სულ სხვანაირი ფინანსური მდგომარეობა.

ერთი სიტყვით, როგორი დონეც არის ქვეყანაში, ფეხბურთიც ისეთივეა.

- ანუ ჩვენ იმას უნდა ველოდოთ, საქართველო როდის გახდება ძლიერი და კარგად დალაგებულ-დავარცხნილი ქვეყანა, რომ მერე ნაკრებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს?

- რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ გერმანიას და ინგლისს სხვებზე უკეთესი ჩემპიონატი აქვთ და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ამ ქვეყნებში არსებულ სიტუაციასთან. ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობა. სადაც არის რყევები, იქ ყოველთვის ჩნდება პრობლემები ფეხბურთშიც.

მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხიც. ყაზახეთში ფეხბურთისთვის წელიწადში ერთი მილიარდი იხარჯება, რუმინეთში უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს ერთ მილიონს აძლევენ, ჩვენთან კი, ნახეთ, რა ხდება - უმაღლესი ლიგის ზოგი კლუბის ბიუჯეტი 200-350 ათასი ლარია.

ეროვნული ნაკრები მხოლოდ ის არ არის, შეკრიბო ფეხბურთელები და ითამაშო. უაღრესად მნიშვნელოვანია, ეროვნულ ჩემპიონატში რამდენი სანაკრებო ფეხბურთელია, ისიც, ნაკრების ფეხბურთელებს აქვთ თუ არა სათამაშო პრაქტიკა უცხოურ კლუბებში. გვყვანან ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები, წელიწადში 50-60 მატჩს რომ თამაშობენ?

- თქვენი არგუმენტები და ფაქტები მართლაც საყურადღებოა, მაგრამ თუ ასეთი რთული ვითარებაა, სჭირდება კი საქართველოს ნაკრებს ძვირად ღირებული მწვრთნელი? კლაუს ტოპმიოლერი და ექტორ კუპერი საქართველოს ნაკრებს მაშინ წვრთნიდნენ, როცა ფეხბურთის ფედერაციას სხვა ხელმძღვანელი ჰყავდა, ეროვნული გუნდის მორიგი ძვირად ღირებული მწვრთნელი თემურ ქეცბაია კი თქვენი პრეზიდენტობის დროს დაინიშნა ამ თანამდებობაზე...

- რაც შეეხება ქეცბაიას, მასთან თანამშრომლობის სურვილი გვქონდა, პირობები კი სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე გადაწყდა.

- ეს როგორ უნდა გავიგოთ?

- ქეცბაია დაიბარეს სპორტის წინა მინისტრთან და უთხრეს - მოგცემთ ამდენ ხელფასს და გუნდი უნდა ჩაიბაროო.

- რა ამოცანები, რა პრიორიტეტები იყო განსაზღვრული?

- პრიორიტეტები განსაზღვრული არ ყოფილა. მოლაპარაკებას მეც ვესწრებოდი, თუმცა კონტრაქტის ფინანსურ პირობებზე მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიმიღია.

- ...და ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციასთან სპორტის სამინისტროს კონსულტაციები არ ჰქონია?

- არა და მიმაჩნია, რომ არც უნდა ჰქონოდა, რადგან კონტრაქტის ფინანსური დეტალების განხილვაში ფედერაცია არ მონაწილეობდა.

- რატომ? ნაკრების მწვრთნელ ქეცბაიას კონტრაქტი ფეხბურთის ფედერაციასთან არ აქვს გაფორმებული?

- რა თქმა უნდა, კონტრაქტი ფედერაციასთან აქვს გაფორმებული, თუმცა ქეცბაია არის სახელმწიფოს მიერ დაქირავებული მწვრთნელი და მის ხელფასს ახლაც სახელმწიფო იხდის.

- ქეცბაიას ანაზღაურება გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგის მიხედვით არ იცვლება?

- არა, ხელფასის მოცულობა შედეგის მიხედვით არ იცვლება. ქეცბაიას ხელფასის თანხაში შედის ნაკრების სხვა მწვრთნელების ჯამაგირიც, კიდევ ქეცბაიას სამივლინებო ხარჯები, როცა ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად.

- კონტრაქტის ვადა როდის იწურება?

- ხელშეკრულება 2016 წლამდეა, თუმცა მე ამაზე არ გავამახვილებდი ყურადღებას. არა მგონია, ქეცბაიაში იყოს პრობლემა. ფაქტია, რომ კარგი ახალგაზრდები მოდიან, მაგრამ არ აქვთ სათამაშო პრაქტიკა თავიანთ კლუბებში. ნუკრი რევიშვილის მაგალითი ავიღოთ - არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ როგორც კი "დილაში" გადავიდა და თამაში დაიწყო, მისი პოტენციალი ხელახლა ამოქმედდა და ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლოა ეროვნული ნაკრებისთვისაც.

- ეროვნულ ჩემპიონატსა და კლუბებზე გადავერთოთ. სპორტის მინისტრი დაგვპირდა - სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს არ მიატოვებს და საამისო პროგრამა მალე გამოქვეყნდებაო. ფეხბურთის ფედერაციას რა ხედვა აქვს ამ საკითხზე?

- ხუთწლიანი პროექტი გვაქვს შემუშავებული, რაც სპორტის წინა მინისტრსაც გავაცანით. პროექტი მოიცავს იმასაც, რომ ტელევიზიით გაშუქდეს ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩი. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ სახელმწიფო დაეხმარება საკლუბო ფეხბურთს, ყველა გუნდმა ერთნაირი თანხა უნდა მიიღოს, საიდანაც ფედერაციაში ერთი თეთრიც არ უნდა შევიდეს. მიღებული თანხა კლუბმა უნდა გაანაწილოს და ეს დარეგულირებული უნდა იყოს.

თუ სახელმწიფო ყველა გუნდს, დავუშვათ, 2 მილიონ ლარს მისცემს, კლუბს გაუჩნდება იმის შანსი, რომ კიდევ 2 მილიონი თვითონ მოიპოვოს, 4-მილიონიანი ბიუჯეტით კი უკვე შესაძლებელი გახდება კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებაც. სახელმწიფოს მიერ კლუბების დახმარება სოციალური პროექტი უნდა იყოს. ახლა კი არის შემთხვევა, როცა მუნიციპალიტეტი ვერ უვლის სტადიონს, ამას 3-5 ათასი ლარი სჭირდება და ნუთუ ასე უჭირს მუნიციპალიტეტს?

იცით, რომ პრობლემები იყო "ზესტაფონში" და ამ კლუბის მეპატრონე 31 დეკემბრამდე დაელოდება იმას, მზად იქნება თუ არა სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთის დასახმარებლად...

- გადაწყვეტილია, რომ უეფას სუპერთასი 2015 წელს თბილისში გაიმართება. უკვე აცნობეთ უეფას, თუ რომელ სტადიონზე ჩატარდება თამაში?

- დრო ჯერ კიდევ გვაქვს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯერაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. არის მეორე ვარიანტიც - ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა". ელექტრონული ბილეთების გასასვლელები "მიხეილ მესხზე" უკვე დაამონტაჟა ფეხბურთის ფედერაციამ და უეფას სუპერთასის მატჩისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა.

"დინამოს" სტადიონს სხვა კონფიგურაცია აქვს, ელექტრობილეთების გასასვლელების დამონტაჟება დაახლოებით 1 200 000 ევრო დაჯდება და ვინ დაამონტაჟებს იქ ამ მოწყობილობას?

- მსაჯობის თემა სულ აქტუალურია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის თუ თასის გათამაშების შეხვედრებში. საფეხბურთო სამყაროში ღიად ლაპარაკობენ, თუ რომელი კლუბის რომელი მესვეური "გადის" მსაჯებზე და ალბათ, ეს ხმები ფედერაციის ყურამდეც აღწევს. როგორ აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას?

- ამ საკითხზე უეფასთან ურთიერთობას ლევან ფანიაშვილი გაუძღვება. უეფა გადაამზადებს ჩვენს მსაჯებს. იცით, რომ სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობა ჯერაც ვაკანტურია და დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომიტეტი უცხოელმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.

- ფედერაციის სხვა უახლოეს გეგმებზე რას გვეტყვით?

- ფეხბურთის ფედერაციას ამ დროისთვის გასტუმრებული აქვს ყველა ვალი, მისი აქტივი შეადგენს 107 მილიონ ლარს და მალე ის კიდევ უფრო გაიზრდება. იცით, რომ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან კიდევ ერთ მოედანს ვაკეთებთ ცალკე ინფრასტრუქტურით და გვინდა, ეს ახალი სტადიონი 20 ოქტომბრისთვის იყოს მზად, ანუ 19-წლამდელთა ნაკრების შესარჩევი ეტაპისთვის.

- ფედერაციის პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში აპირებთ მონაწილეობას?

- არა. სადაც კი მუშაობა დამიწყია, არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ ფეხი ფეხზე გადამედო და ყავა დამელია. ყველგან ანტიკრიზისული დირექტორი ვიყავი და დგება დრო, როცა ორგანიზაცია უკვე ძლიერია და უნდა წახვიდე.

პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე ერთი წელი მრჩება და მანამდე კიდევ ავაშენებ რაღაცას. 17 და 19-წლამდელებმა ითამაშეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და იმედია, ახლა ჩვენი 21-წლამდელთა ნაკრებიც მოხვდება იმავე სტადიაზე.

მოვიპოვეთ უეფას სუპერთასის მასპინძლობის უფლება და როცა უეფას პრეზიდენტი და აღმასკომის წევრები სუპერთასზე თბილისში ჩამოვლენ, მათ უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სხვა პრეზიდენტი მიიღებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Ivane

Aგენტებიც მოასორე ფედერაციას,იცის კველამ ვინცაა Iკ აგენტი

• bibo

დილა დინამოს მატჩზე დილა რო დაცაგრეს მსაჯებმა ესესც ეკონომიკის ბრალი იყო არა??? რატო არ კითხა ჟურნალისტმა ძალაინ მაინტერესებს მარა

• rubikoni

როგორ დაგიჯეროთ როცა ყოველთვის სადაც ერთად ვიმგზავრეთ თქვენ და არველაძე ლუფტჰანზას ბიზნესს კლასში ზიხართ.ეკონომია დაიწყეთ საკუთარი თავიდან და ხალხიც დაგიფასებთ ამას უბრალოდ გირჩევთ თორემ სულ მანდ რომ არ იქნებით კარგად იცით ორივემ

• zaza

ერთ რამეში მართალია ეს კაცი.რაც არ უნდა გააკეთო,ვინც არ უნდა მოიყვანო,სანამ სახელმწიფო სუსტია ეკონომიკურად და პოლიტიკურად,მანამ ფეხბურთში არანაირი შედეგი არ(ან ვერ) იქნება.სამწუხაროდ ფეხბურთში ნაკრები გუნდის შედეგი პირდაპირაა დამოკიდებული ამ ქვეყნის სიძლიერეზე.

• buxuti

რატომ უნდა აფინანსებდეს სახელმწიფო ამ გაყიდულ, კორუმპირებულ, საცოდავ ჩემპიონატს? სხვაგან ვერ ხარჯავს ფულს? სანამ 1 თეთრს მაიონც მისცემს, რაგბის მსგავსად წვრილად უნდა გაწერონ რომ ვთქვათ 5 წლის მერე როგორ მოხდება ისე, რომ ეგენი ნაკლებს ჩააწყობენ, ნაკლებ ახალგაზრდა ფეხბურთელს დაღუპავენ და რაც მთავარია თავისი თავის შენახვას შეძელბენ. მასე ქართველმა ნოტარიუსებმა ან მეწისქვილეებმა რა დააშავეს, იმათაც მიისცეს სახელმწიფოს ფული.

• zura

ამ კაცმა ნამდვილად დადო შედეგი და დაუფასეთ, რა შუაშია მიშა და ბიძინა? მერე ვინც მოვა უფრო მეტი გააკეთოს.

• 1111

ლაშა თუ ზედაპირულად მიუდგები, ვერც გაიგებ.

• ქომაგი

კლუბები უნდა დაფინანსდეს გარკვეული პრინციპით, სადაც სამართლიანობა იქნება დაცული. მაგალითად, თუნდაც იმდენი მილიონით რამდენი საფეხურითაც სატურნირო ცხრილში ზემოთ აინაცვლებს წინა წელთან შედარებით. ხოლო ევროტურნირზე მოთამაშე გუნდებს გარდა ტურნირიდან მიღებული შემოსავლებისა გაუნაწილდეთ წინასწარ განსაზღვრული თანხა. გუნდი რომელიც სატურნირო ცხრილში დაქვეითდება მიიღებს გარკვეულ დამამშვიდებელ თანხას . ველი გამოხმაურებებს//////////////////////////////////

• goga

sichinava adre unda gadamdgariko, es kaci saakashvilma da merabishvilma dasves ik da ekos sindisi da gaudges tavis gzas, baias mixedos upatronod rom datova bavshvebi da mcvrtnelebi,mas es tanamdeboba undoda tore baia sul ert adgilas kidia

• goga

ki magram zugdidma ra daashava isic sazgvrispira kalakia da gors tu 2 milioni chauricxes zugdidistvisac chaericxat 1 milioni mainc ra ikneboda tu esec chacxobitaa, ar ecxinos aravis mara zugdidi aris fexburtelebis sabado, gorshi kvela chamokvanili tamashobs

• ynwa

კარგია ხელების დაბანა...ყველაფერი სპორტის სამინისტროს ბრალი ყოფილა. რატომ მანამდე არ იღებდა ხმას? ე. ი. ქეცბაიას არავითარი ვალდებულება ფედერაციის წინაშე არ აქვს და არც ფედერაციას ეკითხება მისი მუშაობის შედეგები. მოკლედ, პილატესაც კი გაუკვირდებოდა ასეთი კომენტარი. დიდი რიხით, რომ ამბობს, დააყენეს ელექტრობილეთების გასასვლელები ლოკომოტივზე იმუშავა თუ რა? ჰაიდუკთან თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გაფუჭდა და მერე ხალხს ძირითადი შესასვლელი გაუღეს და ბილეთიანი და უბილეთო ყველა შეუშვეს. რა უნდა აქ სუპერთასის ფინალს, ამ უეფასაც ხომ ჭკუა ხომ უნდა ჰქონდეს, თუ ვის ანდობს ამ მატჩის ჩატარებას? თბილისის შესასვლელთან აბრაა - აქ მთავრდება სამყარო. აქედან ლოკომოტივის სტადიონამდე 10 კილომეტრია . . .:(

• ramo

იცის და შეედავე თუ გინდაDD

• lasha

ვერ გავიგე, რატომ უნდა მიიღოს ყველა კლუბმა თანაბარი დაფინანსება, თუ დინამოს, ზესტაფონს ააქვს თავისი მაღალი ბიუჯეტი, და ფოტი კოლხეთს კი არა, ამათმა თანაბარი თანხა რატომ უნდა მიირონ? გორი არის ომის დროს დაზარალებული ქალაქი, ასევე საქარტველოსთვის კარგია, რომ გორის დილა გავიდეს ევრო სარბიელზე, ამით ევროპას და სამყაროს შევახსენებთ 2008 წლის აგრესიაზე, გორის დილამ აუცილებლად უნდა შეიონარჩუნოს მაღალი ბიუჯეტი.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ექტორ კუპერი: თუ უკმაყოფილოები არიან ჩემი მუშაობით, გადავდგები

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს ექტორ კუპერს გადააყენებენ

"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში

გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...

"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

უელსს წაგება დაავიწყდა, ჩვენ მოგება... ანტირეკორდი არ უნდა გავიმეოროთ!

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...

გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე

ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი

[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები

თენგიზ კაცია: სისტემა მოიშალა, ესაა ჩვენი ფეხბურთის კრიზისის მიზეზი

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ექტორ კუპერი: "რეალი" დაინტერესებულია სალაჰით

"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"

ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...

უზბეკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექტორ კუპერი გახდება