"რაღაცას იტყვი და მერე შენს ნათქვამს ათას კუდს გამოაბამს ის ხალხი, ფეხბურთში კარგად რომ ვერ ერკვევა..."
"უშენოდ მოსაწ(ყენია), ლევან!" - იყო ასეთი ბანერიც, თუმცა ლევან ყენიასა და თემურ ქეცბაიას შორის ურთიერთობა ვერ დალაგდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა 22 წლის ყენია 6 და 10 სექტემბერს, შესაბამისად, საფრანგეთსა და ფინეთთან მატჩებისთვის არ გამოიძახა.

არადა, ყენია კარგად ათამაშდა დიუსელდორფის "ფორტუნაში". მეორე ბუნდესლიგის წინა ტურში სოლო-რეიდს საგოლე პასი მიაყოლა და ამ ერთადერთი გოლით "ფორტუნამ" "ბოხუმს" მოუგო.

შეგახსენებთ, რომ ყენიასთვის "ფორტუნა" მეორე გერმანული გუნდია. ჩვენებური ჯერ გელზენკირხენის "შალკეში" იყო, სადაც თავიდან ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ მერე ტრავმა მიიღო, რამდენჯერმეც გაუმიზეზდა და ორწელიწადნახევარი გაუცდა.

ამის შემდეგ იყო მცდელობა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადასვლისა, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდში ტრანსფერი ვერ გამოვიდა და ყენია ლვოვის "კარპატიში" აღმოჩნდა, საამსეზონოდ კი - დიუსელდორფის "ფორტუნაში".

ყენიამ ბევრი გადაიტანა, მათ შორის - დაძაბული ურთიერთობა ქეცბაიასთან, თუმცა ბოლომდე გასაგები მაინც ვერ გახდა, რატომ ვერ მოხერხდა მათი თანამშრომლობა.

თუ ყენია სტაბილურად კარგად გააგრძელებს თამაშს "ფორტუნაში", არა მგონია, კვლავ ნაკრებს მიღმა დარჩეს, თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. მანამდე კი ყენია "ლელოს" კითხვებს პასუხობს...

- როგორ ფორმაში ხართ, ლევან? იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ძალიან ბევრი გაგიცდათ, შეიძლება იმის თქმა, რომ უკვე ასი პროცენტით მზად ხართ?

- ყველაფერი კარგად მიდის. ნამდვილად შეიძლება თქმა, რომ ფორმა სრულად აღვიდგინე.

- "ბოხუმთან" 68-ე წუთზე შეგცვალეს. რა იყო ამის მიზეზი?

- მცირე ტრავმა მივიღე. ახალი ბუცი მეცვა და ქუსლი მატკინა. მოკლედ, სერიოზული არაფერია.

- "ფორტუნას" თავკაცი მიხაელ ბიუსკენსი რა პოზიციაზე გათამაშებთ? ათნომრიანი მაისურა მოგცეს და, ალბათ, ამპლუაც საამისო დაგიტოვეს...

- ასეა, თავდამსხმელის უკან ვთამაშობ, გამოკვეთილ ცენტრფორვარდად ჰოლანდიელი ბენშოპი გვყავს.

- "ბოხუმთან" თამაშის შემდეგ გერმანულ პრესაში კარგი შეფასებები გქონდათ, ბიუსკენსმაც შეგაქოთ. პირად საუბარში თუ გითხრათ რამე?

- მთავარია, რომ მოვიგეთ. მთელმა გუნდმა ნორმალურად ითამაშა. ისე კი, "ფორტუნას" ბევრი რამ ჯერაც დასახვეწი აქვს, ბურთის ფლობა და შენარჩუნება გვიჭირს.

იხილეთ ვიდეო

- "ფორტუნას" აქვს მკაცრად დასახული მიზანი ამ სეზონში? როგორ ატყობთ, რა გაქანების გუნდია დღევანდელი "ფორტუნა"?

- ამ სეზონში ჩვენი მიზანი ბუნდესლიგაში გადასვლაა. საამისოდ მთავარ პრეტენდენტებად "ფიურტი" და "კაიზერსლაუტერნი" ითვლებიან. დიუსელდორფში ფეხბურთი ძალიან უყვართ, "ბოხუმთან" 40 ათასამდე ქომაგი მოვიდა. ამაზე ნაკლები არც დადის "ფორტუნას" საშინაო მატჩებზე.

- "ფორტუნაში" თქვენი ტრანსფერის ინიციატორი ვინ იყო?

- როცა "შალკეში" ვიყავი, ბიუსკენსიც იქ მუშაობდა. მერე ის "ფიურტის" მწვრთნელი გახდა და მაშინაც იყო ჩემით დაინტერესებული. "ფორტუნაშიც" მისი ინიციატივით მოვხვდი და 2+1 სისტემით გავაფორმე კონტრაქტი.

- უკრაინის შემდეგ მეორე ბუნდესლიგა როგორ ჩემპიონატად მიგაჩნიათ?

- უკრაინის ჩემპიონატში თამაში რთულია, მეორე ბუნდესლიგა კი კიდევ უფრო ძნელი სათამაშოა. უკრაინის პირველი ოთხი გუნდი მართლა მაღალი დონეა, ხოლო დანარჩენებზე მეორე ბუნდესლიგა მნიშვნელოვნად მაღლა დგას და ბევრად რთულია ამ ლიგის გუნდებთან თამაში - უფრო მაღალი ტემპია, უფრო ხისტად გეთამაშებიან და უფრო ცოტა დრო გაქვს, რომ რაღაც გააკეთო.

- ისევე, როგორც ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის, ეროვნულ გუნდში ამჯერადაც არ გამოგიძახეს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

- არ ვიცი, უკვე დავიღალე ამაზე ლაპარაკით. როგორც არის, ისე იყოს, სანაკრებო თემას ძალიან განვიცდი და აღარ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ნაკრებში არგამოძახების ფაქტს უკომენტაროდ დავტოვებ.

- ფაქტია, რომ კლუბში კარგად ათამაშდით და ამ დროს ნაკრებში არ გიძახებენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ "ლელოში" თქვენი უწინდელი მწვავე ინტერვიუს გამო მიგიხურეს ნაკრების კარი?

- რაღაცას იტყვი და მერე შენს ნათქვამს ათას კუდს გამოაბამს ის ხალხი, ფეხბურთში კარგად რომ ვერ ერკვევა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენიამ დიუსელდორფი მოაჯადოვა [VIDEO]

ლევან ყენია: თემურ ქეცბაიას ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი...თვალსაზრისი: კიდევ ერთხელ ტანკსა და სამშობლოზე

თემურ ქეცბაია: ენის ტლიკინი არ არის საკმარისი, სამშობლოს საქმე სჭირდება!

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაიასგან ამას არ ველოდი

Asprilia
ეს თAვართქილაძე მაგარი ავანტიურისტია
Dinamo Fan
ქართველი ადამიანი , აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები დამღალა ამათმა უვიცობამ... :)
ქართველი ადამიანი
ყველას დიდ პატივს ვცემ და ლევანს წარმატეებს და ჯანრთელოას ვუსურვებ, მაგრამ ზოგიერთმა ჟურნალისტებმა ეგება გაიხსენონ, რომ სპორტული ჟურნალისტები არიან და არა ყვითელი პრესის მოღვაწეები!!! მთელი ინტერვიუს აზრი იმაში იყო, რომ ლევანისთვის ქეცბაიას სალანძღავი სიტყვები გაოეძალა ჟურნალისტს, მაგრამ ყოჩაღ ლევან, და მისი სიტყვები "რაღაცას იტყვი და მერე შენს ნათქვამს ათას კუდს გამოაბამს ის ხალხი, ფეხბურთში კარგად რომ ვერ ერკვევა" ზუატდ სტატიის ავტორის და მისთანა ჟურნალისტეის მიმართ არის ნათქვამი....ან რა სათაურია სტატიის... სპორტული ჟურნალისტებიც ერთი მიზნით წერენ, რომ სიტუაცია დაძაბონ და კონფიქტური სახე მისცენ ყველაფრეს...არ გრცხვენიათ ხალხო??? წერეთ რა სპორტზე. მაგრამ ამას სპორტი კარგად ცოდნა უნდა, ეგ კი....
Dinamo Fan
ლევან ძალიან გქომაგობ მაგრამ ტლიკინს უნდა მოეშვა...:)))))
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
[ექსკლუზივი] "შევარდენში" განათხოვრებული საბურთალოელი... "მანჩესტერ სიტიში"?!
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"ბაიერნმა" მიუნხენში "ფორტუნა" ვერ დაამარცხა და "დორტმუნდს" 9 ქულით ჩამორჩა [VIDEO]
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
გერმანელმა მეკარემ ბურთი სასქესო ორგანოთი მოიგერია
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"ბაიერნმა" ლიდერობა დაიბრუნა - მანუელ ნოიერმა ტრავმა მიიღო
მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"დორტმუნდი" ბუნდესლიგაზე პირველად დამარცხდა - თანაც "ფორტუნასთან" [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
იუპ ჰაინკესმა "ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ასისტენტად ჰერმანის დანიშვნა მოსთხოვა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...