"ტოტენჰემი და "არსენალი" ერთმანეთს კვირას დაუპირისპირდებიან, სტრანსფერო ბრძოლა კი "დეზებმა" პირწმინდად მოიგეს
პრემიერლიგის III ტურის ერთი შეხვედრა ევროპის სუპერთასზე "ჩელსის" მონაწილეობის გამო 21 აგვისტოს გაიმართა. ლონდონელებმა მატჩის ბოლო წუთებზე არბიტრის საეჭვო გადაწყვეტილების წყალობით 3 ქულა მოიპოვეს.

მიუხედავად ნაკლული უქმეებისა, ინგლისურ ფეხბურთს დანარჩენი მსოფლიოს ყურადღება არ მოაკლდება.

მიზეზი ხვალისთვის დანიშნული თამაშებია. "ლივერპულს" "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრობს, შემდეგ კი "ემირეიტსზე" ჩრდილოლონდონური დერბი გაიმართება "არსენალსა" და "ტოტემჰემს" შორის.

"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონატი "ნიუკასლის" მიწასთან გასწორებით (4:0) დაიწყო, თუმცა წინა ტურში "ქალაქელებს" პირველად დაუცდათ ფეხი. ექსჩემპიონებმა დაცვაში იმდენად ცუდად ითამაშეს, რომ პაბლო საბალეტა ახალი მთავარი მწვრთნელი საჯაროდ კრიტიკასაც კი არ მოერიდა, თანაგუნდელებს კი კონცენტრაციისკენ მოუწოდა.

ამ მხრივ სიტუაცია ალბათ გამოსწორდება, რადგან ერთთვიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა მატია ნასტასიჩმა ითამაშოს.

"სიტიში" მოუწევთ იმის გააზრება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან კლუბზე ფსიქოლოგიური წნეხი არ შეწყდება და მათთვის ცხოვრება ნებიერი არასდროს იქნება. მანუელ პელეგრინისა და კომპანიას ორი ტურის შემდეგ მანჩესტერული დერბი ელით.

იქამდე კი ჩილელს გუნდში არსებული დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვა მოუწევს.

"ჰალთან" შაბათს გასამართი მატჩი ერთგვარი შესავალი იქნება პრინციპულ მეტოქესთან დაპირისპირებამდე. "ვეფხვებზე" ვერავინ იტყვის, რომ დაუმარცხებელი მეტოქეა. მით უფრო, თუკი ცხრილს ჩახედავთ - 2 თამაში, 1 ქულა და 1 გოლი, ისიც პენალტით.

"სიტის" 3 ქულა ჰაერივით სჭირდება, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნამდვილად აპირებს.

დიდი მატჩი "ენფილდზე"

დევიდ მოიესისთვის "მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა ბევრი რამ იყოს ახალი, მაგრამ "ლივერპულთან” თამაშს რამხელა პრინციპული მნიშვნელობა აქვს, შოტლანდიელს ეს არ ესწავლება. მას "ევერტონის” თავკაცის რანგში 25 თამაში აქვს გამართული "წითლების” წინააღმდეგ, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, მის ანგარიშზე მხოლოდ 4 გამარჯვება, 8 ფრე და 13 მარცხია.

რჩება შთაბეჭდილება, რომ "ლივერპული” უკვე საშიშია გუნდია. ყოველ შემთხვევაში მან დაარღვია ბოლო წლების უსიამოვნო ტრადიცია და სასტარტო ტურებში ქულები არ გაუნიავებია. თანაც, მისი მეტოქეები ნამდვილად არ იყვნენ ხელწამოსაკრავი გუნდები. "ასტონ ვილასთან” გუნდს ეტყობოდა, რომ ფეხბურთელებს სჯერათ საკუთარი ძალების.

სწორედ ეს აღნიშნა პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა. ერთადერთი, რაც მერსისაიდელებს აწუხებთ, ეს ტრავმებია.

ყველაზე მეტად გუნდს ლიგის თასზე "ნოთს ქაუნთისთან” დაშავებული კოლო ტურე დასჭირდება. თავდაპირველად ივუარელზე წერდნენ, რომ ის თვე-ნახევრის განმავლობაში ვერ ითამაშებდა, თუმცა უკანასკნელი ცნობებით, 32 წლის ვეტერანს სერიოზული არაფერი სჭირს და ძირითადში თუ არა, სკამზე მაინც იჯდება.

აქამდე ნაჩვენები თამაშის ხარისხი, თავის მხრივ, არც "იუნაიტედს” დაეწუნება. "სუონსის” შემდეგ "ჩელსისთან” ნათამაშები უგოლო ფრე ამაზე ნათლად მეტყველებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბოლოოდ გაირკვა, რომ უეინ რუნი რჩება. თანაც სასტარტოში დაბრუნებული თავდამსხმელი "ჩელსისთან” საუკეთესო იყო.

ტურის ცენტრალურ მატჩზე წერას კი იმით დავასრულებთ, რომ "ლივერპულის” თავგადაკლული ფანები სამხრეთ ტრიბუნაზე ბილ შენკლის პორტრეტს გადმოფენენ. 2 სექტემბერს ლეგენდარულ მწვრთნელს 100 წელი შეუსრულდებოდა. გულშემატკივარი სპეციალისტს კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს და მას მქუხარე ტაშით დააჯილდოებს.

"ტოტენჰემი" სამსხვერპლოზე

იშვიათია მსოფლიოში შემთხვევა, რომ ერთი და იმავე უბნის (არათუ ქალაქის) გუნდების გულშემატკივრებს ერთმანეთი გულში ჩაჰკროდეთ, მაგრამ ის, რაც "არსენალსა” და "ტოტენჰემს” შორის ხდება, ხშირად წესიერების ზღვარს გადადის. ბოლო წლებში სწორედ ჩრდილოლონდონელები იბრძვიან ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის. ეს ერთი მხრივ სიტუაციას ძაბავს, მეორე მხრივ პრემიერლიგას დამატებით ინტერესს სძენს.

უბნელებს განსხვავებული მდგომარეობა აქვთ ლაზარეთში. არსენ ვენგერს შეუძლია უმნიშვნელოდ ტრავმირებული აარონ რემსის იმედი ჰქონდეს. ფორმაში არ არის, მაგრამ მოედანზე იქნება ჯეკ უილშირიც. ლუკას პოდოლსკი, მიკერ არტეტა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ტომას ვერმალენი კი ნამდვილად არ იქნებიან. ამათგან "მეთოფეებს” უახლოეს მომავალში ბელგიელი კაპიტანი თუ დაეხმარება.

"ტოტენჰემს” ერთადერთი ლიდერი აკლია - აარონ ლენონი. გარეთ ბეილის ხსენება ალბათ აღარც ღირს. "რეალში” უელსელის სარეკორდო ტრანსფერს მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელოდება.

დაბოლოს, სტატისტიკის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ "ემირეიტსზე” "დეზების” ბოლო ორი სტუმრობა ორჯერვე მათი განადგურებით დასრულდა. ანგარიში ორჯერვე 5:2 იყო.

ინგლისი. პრემიერლიგა. III ტური

31 აგვისტო

სიტი-ჰალ სიტი 15:45

დისკვალიფიკაცია: - იანიკ საგბო

ტრავმა: მიკა რიჩარდსი, ვენსან კომპანი, სტევან იოვეტიჩი - აბდულაიე ფაიე, სტივენ ქუინი

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +1=2-1 (9-6)

კარდიფი-ევერტონი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სტივენ კოლკერი - დარობ გიბსონი, ანტოლინ ალკარასი

ურთიერთშეხვედრები

სულ 26 თამაში: +11=7-8 (30-36)

ნიუკასლი-ფულჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: სტივენ ტეილორი -

ტრავმა: მაიკლ უილიამსი, ლოიკ რემი, რაიან ტეილორი, ხონას გუტიერესი, შეიხ ტიოტე - მაარტენ სტეკელენბურგი, კირან რიჩარდსონი, ფერნანდო ამორებიეტა

ურთიერთშეხვედრები

სულ 38 თამაში: +12=7-19 (56-63)

ნორვიჩი-საუთჰემპტონი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გარი ჰუპერი, ელიოტ ბენეტი - მორგან შნაიდერლინი, ლუკ შოუ

ურთიერთშეხვედრები

სულ 49 თამაში: +16=15-18 (63-70)

ვესტ ჰემი-სტოკ სიტი 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ენდი კეროლი, ალუ დიარა -

ურთიერთშეხვედრები

სულ 50 თამაში: +20=10-20 (72-67)

კრისტ. პალასი-სანდერლ. 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ჯონათან პარი, პატრიკ მაკარტი, იანიკ ბოლასი, გლენ მარი - ფილ ბერდსლი, ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +7=3-9 (17-19)

1 სექტემბერი

ლივერპული-იუნაიტედი 16:30

დისკვალიფიკაცია: ლუის სუარესი -

ტრავმა: კოლო ტურე, სებასტიან კოატესი, ალი სისოკო, ჯო ალენი - რაფაელი, ხავიერ ერნანდესი, ნანი, დარენ ფლეტჩერი, უილიამ კინი

ურთიერთშეხვედრები

სულ 159 თამაში: +53=44-62 (199-217)

ვესტ ბრომვიჩი-სუონსი 16:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბენ ფოსტერი, სტივენ რიდი, კლაუდიო იაკობი, ჯერომ ტომასი, ჯორჯ ტორნი, მატეი ვიდრა, ზოლტან გერა, ბილი ჯონსი - ნილ ტეილორი, ეშლი უილიამსი, ჯონჯო შელვი, უილფრიდ ზაჰა, ნათან დაიერი

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +3=1-6 (15-19)

არსენალი-ტოტენჰემი 19:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტომას ვერმალენი, მიკელ არტეტა, ლუკას პოდოლსკი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, აბუ დიაბი - აარონ ლენონი

ურთიერთშეხვედრები

სულ 157 თამაში: +64=43-50 (251-220)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 3 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), 2 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), დენიელ სტარიჯი (ლივერპული), ფრეიზერ კემპბელი (კარდიფი), რობერტო სოლდადო (ტოტენჰემი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს
"ვესტ ჰემს" მაგუაიერი სურს - ტრანსფერს პირადად მოიესი ითხოვს
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ლუკას პოდოლსკი თურქეთში დაბრუნდა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
ლუკას პოდოლსკიმ კიოლნში საშაურმე გახსნა
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
პოდოლსკი მისსავე ორგანიზებული საქველმოქმედო მატჩიდან გააძევეს [VIDEO]
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
"ევერტონმა" დაიჩი გაათავისუფლა, "კანფეტებს" დიდი ალბათობით, მოიესი ჩაიბარებს
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სტანდარტები დაბლა დასწია" - დევიდ მოიესმა "წითელ ეშაკებში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა
ოფიციალურად: მოიესმა "ევერტონი" მეორედ ჩაიბარა
გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]
"იუვენტუსი", პსჟ და "რეალი" უარით გავისტუმრე - ვენგერმა "არსენალში" გატარებულ პერიოდზე ისაუბრა
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
ხაბი ალონსომ შესაძლოა, პრემიერ ლიგის კლუბი ჩაიბაროს
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა
ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს