როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი სულ უფრო უახლოვდებიან მეოთხედფინალს ერთმანეთს შორის
შვეიცარიელი ჩოგბურთელი მეორე წრეში არგენტინელ კარლოს ბერლოკს ხვდებოდა და ძალიან მაღალი დონე აჩვენა, განსაკუთრებით კარგი იყო როჯერი პირველ პარტიაში, როცა პრაქტიკულად არ უშვებდა შეცდომას. ტურნირის ექვსგზის ჩემპიონი ამის შემდეგაც დომინირებდა და საბოლოოდ, 37 "ვინერსი" მიითვალა და 13 ბრეიკ-პოინტიდან შვიდი გამოიყენა. ბერლოკი არ არის იოლი მეტოქე, მაგრამ მას ფედერერის წინააღმდეგ შანსი არ ჰქონდა, რადგან კარიერაში 17-ჯერ უთამაშია TOP10-ის წევრებთან და ყველა მატჩი წააგო.

ფედერერი, რომელსაც "დიდი სლემის" ტურნირების მეორე წრეში 50 მოგება და ერთადერთი მარცხი აქვს, მესამე რაუნდში ფრანგ ადრიან მანარინოს შეხვდება, რომელმაც მოულოდნელად დაამარცხა ამერიკელი სემ კუერი - 7:6(4), 7:6(5), 6:7(5), 6:4. მასპინძელმა 25 ეისის ჩაწოდება შეძლო, მაგრამ ამასთან, 60 უნებლიე და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მანარინო მხოლოდ მესამედ თამაშობს ამერიკის ღიაზე და პირველად გავიდა მესამე წრეში. ფრანგს ფედერერთან ორიდან ორი მატჩი აქვს წაგებული.

მეორე წრეში ნადალმა კიდევ უფრო უკეთ ითამაშა, ვიდრე ფედერერმა. ესპანელმა მხოლოდ სამი გეიმი გაიმეტა ბრაზილიელი როჟერიუ დუტრა და სილვასთვის, რომელიც ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. წესით, ამ ეტაპზე ნადალთან კანადელ ვაშეკ პოსპიშილს უნდა ეთამაშა, მაგრამ ბრაზილიელმა მასთან მატჩში შვიდი სეტბოლი მოიგერია.

რაფამ საათნახევარში 6:2, 6:1, 6:0 მოიგო და წელს ჰარდზე მოგებათა სერია 17 მატჩამდე აიყვანა. მესამე რაუნდში ესპანელს ხორვატ ივან დოდიგთან მოუწევს თამაში, რომელთანაც ორი წლის წინ, მონრეალის მასტერსზე წააგო გადამწყვეტი სეტის ტაი-ბრეიკი.

საიუბილეო, 25-ე მატჩი მოიგო "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე ტურნირის მეოთხე ნომერმა დავიდ ფერერმა. მართალია, მან მეორე სეტი ტაი-ბრეიკზე წააგო, სამაგიეროდ, დანარჩენ სამ სეტში დომინირებდა, რაშიც პირველი მოწოდებით აღებული ქულების 69 პროცენტი დაეხმარა. ფერერის შემდეგი მეტოქე ყაზახი მიხაილ კუკუშკინი იქნება, რომელმაც ანდრეას ჰაიდერ-მაურერი დაამარცხა და პირველად გავიდა აშშ-ის ღია მესამე რაუნდში.

აგრძელებს ამერიკის ღიაზე სენსაციურ გამოსვლას ბრიტანელი დანიელ ევანსი. შეგახსენებთ, რომ ის პირველად მოხვდა ძირითად ბადეში და პირველ წრეში სენსაცია მოახდინა კეი ნიშიკორის დამარცხებით, ახლა კი ყველასთვის უცნობმა ჩოგბურთელმა კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ.

დენის მორიგი მსხვერპლი გახდა ბერნარდ ტომიჩი. პირველი სეტის შემდეგ ისე ჩანდა, რომ ავსტრალიელი თავის ადგილს მიუჩენდა "თავხედ" ბრიტანელს, მაგრამ პირიქით მოხდა. მეორე სეტში მას აშკარა ჩავარდა ჰქონდა, მესამეში კარგად ითამაშა ბადესთან (19-დან 17 ქულა აიღო), მაგრამ ამანაც არ უშველა, მეოთხე პარტია კი ძალიან ცოტა ხანი გაგრძელდა, რადგან ტომიჩი საკუთარ თავს აღარ ჰგავდა.

ამერიკის ღიას წინ, უინსტონ-სალემის ტურნირის ფინალი გაელ მონფილსმა ტრავმის გამო ვერ დაასრულა, თუმცა გამოჯანმრთელება მოასწრო და ორი კარგი მატჩი ჩაატარა ნიუ იორკში. ჯონ ისნერთან შეხვედრაში, ის თავის სტილში ძალიან ემოციურ თამაშს აჩვენებდა,

პრაქტიკულად ყველა ბურთისთვის იბრძოდა და თავისი განუმეორებელი მანერით საჩოგბურთო შოუს ქმნიდა. საბოლოოდ, ბევრი ამერიკელი გულშემატკივარი სწორედ მას და არა თავის თანამემამულეს გულშემატკივრობდა. ერთ-ერთი გათამაშების დროს, მონფილსი ოპერატორსაც კი შეეჯახა და კორტზე დაეცა, მაგრამ მალე განაახლა თამაში. და მაინც, გულშემატკივრების ასეთი საქციელით განაწყენებულმა ისნერმა ოთხ სეტში გაიმარჯვა.

II წრე

რიშარ გასკე (საფ, 8)-სტეფან რობერი (საფ) 6:3, 7:5, 7:5; დმიტრი ტურსუნოვი (რუს, 32)-გიიომ რუფენი (საფ) 7:6(4), 1:1; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 23)-ბრედლი კლანი (აშშ) 6:4, 7:6(4), 4:6, 7:5; მილოშ რაონიჩი (კან, 10)-პაბლო ანდუხარი (ესპ) 6:1, 6:2, 6:4; ჯეკ სოკი (აშშ)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 7:6(3), 1:6, 7:5, 6:2; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 18)-დუდი სელა (ისრ) 6:4, 6:4, 6:1; მიხაილ კუკუშკინი (ყაზ)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:4, 6:4, 7:5; დავიდ ფერერი (ესპ, 4)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ) 6:3, 6:7(5), 6:1, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 7)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:3, 6:2, 6:1; ადრიან მანარინო (საფ)-სემ კუერი (აშშ, 26) 7:6(4), 7:6(5), 6:7(5), 6:4; ტომი რობრედო (ესპ, 19)-ფრენკ დანჩევიჩი (კან) 6:4, 6:4, 6:1; დანიელ ევანსი (ბრიტ)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 1:6, 6:3, 7:6(4), 6:3; ჯონ ისნერი (აშშ, 13)-გაელ მონფილსი (საფ) 7:5, 6:2, 4:6, 7:6(4); ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 22)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 6:3, 6:2, 5:7, 6:2; ივან დოდიგი (ხორ)-ნიკოლაი დავიდენკო (რუს) 6:1, 6:4, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-როჟერიო დუტრა სილვა (ბრა) 6:2, 6:1, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აშშ-ის ღია პირველობა: ჯეიმს ბლეიკის დამშვიდობება

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
აშშ-ის ღია პირველობა: გაბრაზებული ჯოკოვიჩი
როჯერ ფედერერის დაბრუნება და საფრანგეთის ტრიუმფი
დევისის თასი: ფედერერმა კოლექცია შეავსო
სად და როდის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი ATP ტიტული?
ნადალი: როდესაც მესიმ ექსტრა-ტაიმში გაიტანა, ცრემლები წამომივიდა
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]
უიმბლდონი: სამი გასეირნება და ერთი მარათონი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში დამარცხდა
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
დავიდ ფერერმა კარიერა დაასრულა - უკანასკნელი მოწოდების წინ ვეტერანი ტაშით დააჯილდოეს [VIDEO]
დევისის თასი: დავიდ ფერერმა თითქმის 5-საათიანი შეხვედრა მოიგო და ესპანეთის ნაკრები 1/2-ფინალში გაიყვანა
უიმბლდონი. I დღე: იოლი მოგება რთულ მეტოქესთან
ბასილაშვილი ფერერის წინააღმდეგ - ქართველი გერმანიის პირველობას იწყებს
ჩოგბურთის ისტორიის საუკეთესო 8-იანი, რომელსაც სლემი არ მოუგია - ერთ-ერთი სომეხია, სათავეში კი ყველაზე ასოციალური მოთამაშე
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ჩოგბურთი. ტურნირები: ვეტერანების კვირა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
US OPEN 2016. I დღე: ჯოკოვიჩი ჯერ მზად არ არის
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
დავიდ ფერერი შესაძლოა, ნიკოლოზ ბასილაშვილს ვერ დაუპირისპირდეს
ესპანეთი დევისის თასზე ერთიანდება
დავიდ ფერერი და კეი ნიშიკორი წლის შემაჯამებელ ტურნირზე
ბასილაშვილი VS ბაუტისტა-აგუტი - უიმბლდონზე სენსაცია უნდა გაგრძელდეს!
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა